საითკენ მიჰყავთ ჩვენი ხალხი?
ვლადიმირ ზელენსკი. ფოტო: СПЖ
უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლება სულ უფრო მტკიცე ნაბიჯებს დგამს იმისკენ, რომ ჩვენს ქვეყანაში რეალიზებულ იქნეს ის ლიბერალური იდეოლოგია, რომელსაც თავს გვახვევენ დასავლეთის ე.წ. მოწინავე ქვეყნები. ესაა გენდერული იდეოლოგია და ლბგტ-ს უფლებები, მარიხუანას ლეგალიზაცია და კიდევ ბევრი სხვა რამ. ამასთან, ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს მართლმადიდებლურ უკრაინულ ეკლესიას (მეუ), ახროციელებს ფანარიონზე ვიზიტებს და იღებს სახეს, რომ მართლმადიდებლობა ძალიან ძვირფასია მათი გულებისთვის. ასე რომ რას გეგმავს უკრაინის ხელისუფლება? საით მიჰყავთ მათ ჩვენი ხალხი?
ხელისუფლება მხარს უჭერს მართლმადიდებლობას?
მმართველობის პირველ წელს უკრაინის პრეზიდენტი ვ. ზელენსკი დისტანცირებული იყო რელიგიური თემატიკისგან და ის გვიჩვენებდა მზადყოფნას ზუსტად შეესრულებინა უკრაინის კონსტიტუციის დებულება იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს არა აქვს საეკლესიო საქმეებში ჩარევის უფლება. თუმცა, თანამდებობაზე ყოფნის ერთი წლის შემდეგ, პრეზიდენტის პოლიტიკა 180 გრადუსით შეიცვალა. ზელენსკის სიმპათიები აშკარად გადაიხარა მეუ-ს მხარეს. 2020 წლის ოქტომბერში პირადად ჩავიდა ფანარიონზე და პატრიარქი ბართლომე მიიწვია კიევში უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავდისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
პრეზიდენტის კვალდაკვალ ფანარიონზე ვიზიტი განახორციელა პრემიერ-მინისიტრმა დ. შმიგალმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ფანარიონის შვილობილს - მეუს უცხადებს სრულ სოციალურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას. გამოვტოვოთ, რომ მეუ-ს მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან ხშირად მდგომარეობს თემების უკანონო ხელახლა რეგისტრაციაში და უმე-ს ტაძრების რადიკალების მიერ მიტაცების მდუმარე წაქეზებაში, არამედ ყურადღება მივაქციოთ დ. შმიგალის ერთ განცხადებას: „ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის მინიჭებამ ახალი პერპსექტივები გაამჟღავნა უკრაინის მიწებზე ქრისტიანობის ჰარმონიული განვითარებისა და მორწმუნეთა სულიერი მოთხოვნილებების უფრო სრული დაკმაყოფილებისთვის, რომლებიც ბიზანტიურ სასულიერო ტრადიციას განეკუთვნებიან“.
იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ უკრაინის ხელისფულება განიმსჭვალა სახელმწიფოსა და ეკლესიის სიმფონიის შესახებ ბიზანტიური იდეით და რამენაირად ცდილობს პრაქტიკაში მის განხორციელებას. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ თუ სახელმწიფო ასეთ ყოველგვარ მხარდაჭერას უცხადებს რელიგიურ ორგანიზაციას, რომლეიც თავს მართლმადიდებლურ ეკლესიას უწოდებს, სახელმწიფოს მთელი შიდა პოლიტიკა აიგება სახარების მცნებებზე, უკრაინის საზოგადოებაში კულტივირებული იქნება მართლმადიდებლური ფასეულობები და ა.შ.
თუმცა, ეს ასე სულაც არაა. მოდით, განვიხილოთ, რა საკანონმდებლო ინიციატივები განიხილება ამჟამად უმაღლეს რადაში.
ბიარიცის პარტნიორობა
2020 წლის სექტემბერში უკრაინამ ოფიციალურად მიიღო ე.წ. „ბიარიცის პარტნიორობის“ მონაწილის ოფიციალური სტატუსი, რომლის სრული სახელწოდებაა „ბიარიცის პარტნიორობა გენდერული თანასწორობის სახელით“. ამ თემას წინ სწევს პირადად პრეზიდენტის მეუღლე ელენა ზელენსკაია.
„ბიარიცის პარტნიორობა“ მასთან მიერთებულ ქვეყნებს ავალდებულებს შემდეგს:
- უზრუნველყოს გენდერული პარიტეტი ნაციონალურ, სამინისტროებისა და წარმომადგენლობით დელეგაციებში,
- მხარი დაუჭიროს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფემინისტურ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც აუცილებელია გენდერული თანასწორობის მისაღწევად,
- უზრუნველყოს ყოველმხრივი განათლება სკოლებსა და სკოლის გარეთ ჯანსაღი ურთიერთობებისა და სექსუალობის საკითხებზე,
- უზრუნველყოს თანამედროვე კონტრაცეფციისა და უსაფრთხო აბორტის მომსახურების წვდომა,
- აღმოიფხვრას გენდერული სტერეოტიპები და სოციალური ნორმები, მათ შორის, მამაკაცურობის იდეები, რაც მავნეა ყველა სქესისთვის,
- მისაწვდომი გახდეს ბავშვების მოვლა ერთსქესიანი მშობლებისთვის.
ამასთან, ცხოვრებაში „ბიარიცის პარტნიორობის“ პრინციპების დასანერგად სახელმწიფომ ამაზე უნდა გამოყოს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მთლიანი ნაციონალური შემოსავლის 0,7%-ის ოდენობით. შედარებისთვის: ჯანდაცვის მთელს სისტემაზე, უმაღლესი რადას ჯანდაცვის კომიტეტის მეთაურის, მიხაილ რადუცკის სიტყვებით, უკრაინა მშპ-ის დაახლოებით 3%-ს ხარჯავს.
ევთანაზია და „ასისტირებული თვითმკვლელობა“
ევთანაზიის ლეგალიზება და „ასისტირებული თვითმკვლელობა“ გათვალისწინებულია უკრაინის სამოქალაქო კოდექსის განახლების კონცეფციით, რომელიც წარმოდგენილია იურისტების ჯგუფის მიერ, უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერის რუსლან სტეფანჩუკის ხელმძღვანელობით.
მოცემული ახალშემოღებები არის აშკარა ღვთისმგმობელობა და მიმართული ცოდვა მცნების „არა კაც ჰკლა“ წინააღმდეგ, ხოლო „ასისტირებული თვითმკვლელობის“ შემთხვევაში - ცოდვა, რომელიც შეუძლებელია მონანიებით იქნეს დაამებული. სხვა ქვეყნებში ევთანაზიის გამოყენების პრაქტიკა თვალსაჩინოდ გვიჩვენებს, თუ რა სცენარით ვითარდება სიტუაცია. თავიდან ცხოვრებიდან ნებაყოფლობით წასვლა მთელი რიგი მოთხოვნებითაა შეფერადებული, რომელთაგან მთავარია ხანდაზმული ასაკი, უკურნებელი სენის, აუტანელი ტკივილების, ცხოვრებიდან გაცნობიერებული წასვლის სურვილის არსებობა. ეს კი შვეიცარიის პრაქტიკით, სადაც 4000 ევროს სანაცვლოდ ცხოვრების დატოვება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ამასთან თავად ევთანაზიის გამოყენება მხოლოდ მედიცინის მუშაკს როდი შეუძლია. მთელი ექვსი ფირმა ეწევა „ასისტირებული თვითმკვლელობის“ მომსახურებას, ხოლო შვეიცარია გადაიქცა თვითმკვლელების ტურიზმის მექად.
მარიხუანას ლეგალიზაცია
როგორც წინა საკითხებში, მარიხუანას ლეგალიზაცია, ხელისუფლების სიტყვებით, მხოლოდ კეთილ მიზნებს ისახავს. იგეგმება მხოლოდ სამედიცინო კანაბისის და ისიც გარკვეული სამედიცინო ჩვენებების დროს დაშვება. ამასთან, თავად პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მთელ რიგ მოთხოვნებს. მარიხუანისადმი გამარტივებული წვდომა უნდა ამარტივებდეს ბევრი ავადმყოფის ტანჯვას. თუმცა, სინამდვილეში ყველაფერი სულ სხვაგვარადაა.
პოლიციის თანამშრომლების სიტყვებით, რომელიც ებრძვის ნარკობიზნესს, მარიხუანას ლეგალიზაციისგან ერთ-ერთი ძირითადი სარგებლის მიმღებები გახდებიან კრიმინალური ავტორიტეტები უკრაინის სამხრეთიდან, რომლებიც აკონტროლებენ კანაფის მოყვანას: „თუ მოხდება მარიხუანას ლეგალიზება, მარიხუანას პლანტაციები ოდესის მხარის სამხრეთ-დასავლეთით კიდევ უფრო გაიზრდება, ვიდრე ის ახლაა. კანაფის მოყვანა უფრო სარგებლიანია, ვიდრე ხორბლის. და ყოველივე ამას ის დაეუფლება, ვინც ახლაც მისი მოყვანითაა დაკავებული. კრიმინალური ავტორიტეტები ძალიან ელოდებიან ლეგალიზაციის კანონს“. ოდესის სამხარეო საბჭოს მეთაურის მოადგილე იური დიმჩოგლო ამტკიცებს, რომ კანაბისის ძირითადი მომხმარებლები იქნებიან არა ავადმყოფები, არამედ ნარკომანები: „მე ლეგალიზაციის წინააღმდეგი ვარ, რადგანაც ვფიქრობ, რომ „სამკურნალო“ მარიხუანის დიდი ნაწილი მაინც გაიყიდება ნარკოდამოკიდებულების ყალბი რეცეპტებით“.
ანუ მარიხუანას ლეგალიზაციის გარდაუვალი შედეგი იქნება უკრაინაში ნარკომანიის მნიშვნელოვანი ზრდა. ამასთან, ბევრი მიიჩნევს მარიხუანას საკმაოდ უწყინარ ნარკოტიკად, რომლის გამოყენებაც არ იწვევს შეუქცევად შედეგებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ნარკოტიკის გამოყენების ზღვარი ძლიერ შემცირებულია, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მის გამოყენებაში შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთოს და უპირატესად ახალგზარდები ან მოზარდები.
იარაღის ლეგალიზაცია
უმაღლესი რადას განსახილველად ერთდროულად რამოდენიმე კანონპროექტი არსებობს, რომელიც ითვალისწინებს მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ლეგალიზაციას. ბოლო მათგანი, კანონპროექტი N 4335 შეტანილ იქნა 2020 წლის ნოემბერში. იარაღის ლეგალიზაციის მომხრეთა მთავარი არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ რახან „ცუდ ბიჭებს“ აქვთ იარაღი, თუნდაც უკანონოდ (უკრაინაში არარეგისტრირებული „ლულების“ რაოდენობა სხვადასხვა შეფასებით 5 მლნ-მდე აღწევს), აი, კეთილსინდისიერ მოქალაქეებს იარაღი არ აქვთ და ამიტომ თავის დაცვაც არ შეუძლიათ. თეორიაში მიიჩნევენ, თუ დამნაშავემ არ იცის, შეიარაღებულია თუ არა მისი მსხვერპლი, ის არ მიდის დანაშაულზე. პრაქტიკაში ყველაფერი სხვაგვარადაა. მრავალრიცხოვანი კვლევები ფსიქოლოგიისა და კრიმინოლოგიის დარგში შემდეგს აჩვენებს.
ჯერ ერთი, იარაღის ფლობა და მისი გამოყენების უნარი ორი სხვადასხვა რამეა. თუ ადამიანს არ შეუძლია იარაღის გამოყენება, თუ მან არ გაიარა შესაბამისი მომზადება, ეს იარაღი მისთვის სრულიად გამოუსადეგარი ნივთი ხდება.
მეორე, ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს, რომელთაც თუნდაც არ იციან იარაღთან მოპყრობა, არ შეუძლია ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა და ადამიანისთვის სროლა.
მესამე, იარაღის პოტენციური არსებობა მსხვერპლთან არ აშინებს დამნაშავეს, არამედ პირიქით, უბიძგებს მას უფრო აგრესიული ქცევისკენ. მუშაობს განწყობა: „ესროლე პირველმა, სანამ გესროლეს“. როგორც შედეგი, კონფლიქტური სიტუაციის შედეგები ხდება უფრო მძიმე, ვიდრე იარაღის არსებობა,
მეოთხე, იარაღის ფლობაზე ნებართვის გაცემის არანაირმა, თუნდაც ყველაზე მკაცრმა სისტემამ არ შეიძლება გამორიცხოს მისი მოხვედრა ადამიანების ხელში, რომლებიც იტანჯებიან ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ფსიქიკურად დაავადებული ან გაუწონასწორებელი ადამიანების ხელში.
მეხუთე, იარაღის ლეგალიზაციის შემთხვევაში მისი გამოყენების შემთხვევათა რაოდენობა საყოფაცხოვრებო ჩხუბში მრავალჯერადად გაიზრდება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ჩხუბს თან ახლავს სპირტიანი სასმელების მიღება. ერთი სიტყვით, სიტუაცია „დათვრნენ- იჩხუბეს“ გადაიქცევა სიტუაციად „დათვრნენ-ისროდნენ“.
ახალი ამბების ლენტა უკვეა აჭრელებული ცნობებით საყოფაცხოვრებო ჩხუბში და ურთიერთობების გარკვევისას არალეგალური იარაღის გამოყენების თაობაზე, ხოლო თუ იარაღის რაოდენობა მოსახლეობაში მრავალჯერ გაიზრდება, შესაბამისად გაიზრდება ასეთი შემთხვევების რაოდენობაც. იარაღი გახდება ჩვეულებრივი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ წერტილი დასვას კამათში.
ხოლო თუ იარაღის ლეგალიზება მარიხუანას ლეგალიზებასთან ერთად მოხდება, უკრაინაში შეიძლება საერთოდ არეულობამ დაისადგუროს, რომელთან შედარებით „ულმობელი 90-იანები“ მსუბუქ გასეირნებად მოგვეჩვენება.
ლგბტ-ს უფლებები
ჯერ კიდევ 2015 წელს მიღებულ იქნა „უკრაინის ეროვნული სტრატეგია ადამიანის უფლებების სფეროში 2020 წლამდე“, რომელიც ითვალისწინებდა „სხვადასხვა სქესისა და ერთსქესიანთათვის რეგისტრირებული სამოქალაქო პარტნიორობის“ ლეგალიზაციას. დღეისათვის, ეს პუნქტი ჯერ კიდევ არაა რეალიზებული, თუმცა უკრაინის ადამიანის უფლებების ჰელსინკის კავშირის კოორდინაციით შემუშავდა კანონპროექტი სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ. მის ერთ-ერთი ავტორი, სვიატოსლავ შერემეტი აცხადებს, რომ კანონდმებლები უკვე მივიდნენ ერთსქესიანი პარტნიორების ლეგალიზაციამდე. უფრო მეტიც, ის ყურადღებას აქცევს იმას, რომ უკვე მოქმედი უკრაინის კანონი „უგზოუკვლოდ დაკარგული პირების სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ ცნობს ერთსქესიან პარტნიორებს იმ პირთა სახით, რომელთაც აქვთ საპროცესო უფლებები უგზოუკვლოდ დაკარგულთა მიმართ.
2020 წლის ნოემბერში კი ლესბოსელმა წყვილმა ნოტარიულად დაარეგისტრირა პარტნიორული ხელშეკრულება, რომელიც ავრცელებს ერთობლივი საკუთრების უფლებას დაგროვილ ქონებაზე. ამ მოვლენას ლგბტ-ს მომხრეები უწოდებენ პირველ ერთსქესიანთა ქორწინებას უკრაინაში. 2020 წლის ზაფხულში კი მის-ები გვატყობინებდნენ იმის შესახებ, რომ უკრაინელმა გეი-წყივლმა ევროპის სასამართლოში შეიტანა სარჩელი თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მოთხოვნით, დართონ გეი-ქორწინების რეგისტრაციის უფლება და ასევე გადაუხადონ მათ საკმაო კომპენსაცია მათი უფლებების დარღვევების გამო. მრავალი ქვეყნის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გეი-ქორწინებების საკანონმდებლო განმტკიცება სწორედ ამ სქემით ხდება: სარჩელი ევროპულ სასამართლოში - დადებითი გადაწყვეტილება, რომელიც ავადლებულებს ქვეყანას დააკანონოს ერთსქესიანთა ქორწინება - პარლამენტის მიერ შესაბამისი კანონის მიღება.
იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ნამდვილად ცდილობს დააკანონოს ერთსქესიანთა ქორწინებები და გააფართოვოს ლგბტ-ს უფლებები, მეტყველებს ფართო პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ მის-ებს, არამედ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმდების სხვა რიგ არხებსაც. უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო დაწესებულებამ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი“ 2021 წლის 1 თებერვალს გამოაცხადა ტენდერი მამაკაც ჰომოსექსუალებს შორის ბიოქცევითი კვლევის ჩატარების თაობაზე გამოკითხვების სფეროში მომსახურების შესყიდვაზე.
უკრაინის კულტურის სამინისტრომ და „უკრაინის წიგნის ინსტიტუტმა“ შეისყიდეს წიგნის „პრინცესა+პრინცესა : დიდხანს და ბედნიერად“ 1240 ეგზემპლარი. შესყიდვის ფასი - 666 ათასი გრ. ეს წიგნი 5 წლამდე ბავშვებისთვისაამ სადაც ორი პრინცესა „ქორწინდება“ და ცხოვრობენ ერთად „დიდხანს და ბედნიერად“, მისი სიმბოლიზმი უბრალოდ თვალს გჭრის.
კომიქსები ლგბტ ურთიერთობებისს თემაზე დაიგზავნა საბავშვო და სკოლის ბიბლიოთეკებში მთელი უკრაინის მასშტაბით.
რა დღის წესრიგი აქვს უკრაინის მთავარ სახელმწიფო არხს?
სახელმწიფოს დამოკიდებულება სულიერი და მორალური ფასეულობების მიმართ ძალიან თვალსაჩინოდ შეგვიძლია ვნახოთ კონტენტით, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიითაა წინ წაწეული. პირველ რიგში, ეს ბავშვებს ეხება.
მჟკ-ს რედაქციამ ახლახანს ჩაატარა მთავარი სახელწმიფო ტელეარხის - „UA:Перший» მონიტორინგი. მონიტორინგი მცირეა, დროის მოცვა - ერთი კვირა.
აი, რა პროგრამები გვხვდება თვალში:
- ეთერი ტრანსგენდერთან ერთად თემაზე „როგორ მივიღოთ ბავშვი-ტრანსგენდერის იდენტურობა“;
- ეთერი სექსუალური განათლების პედაგოგთან ერთად თემაზე „როგორ ვუთხრათ ბავშვს სწორად ჰომოსექსუალობის შესახებ“.
- სიუჟეტი სექსიზმთან ბრძოლის შესახებ (როგორ ვებრძოლოთ გენდერულ სტერეოტიპებს);
- სიუჟეტი იარაღის ლეგალიზაციის შესახებ.
- ეთერი უკრაინაში სუროგატული დედობის განვითარების შესახებ.
რასაკვირველია, ეს მასალები ჯერჯერობით დისკუსიის ფორმითაა გადმოცემული. თუმცა, თავად სახელმწიფო არხზე მსგავსი თემების არსებობის ფაქტი უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩვენ ყველამ ვიცით ტექნოლოგიის „ოვერტონის ფანჯრების“ მუშაობის თაობაზე, როცა შეგნებულად იწყება იმ თემების განხილვა, რომელიც ადრე მიუღებელი და ტაბუდადებული იყო იმისთვის, რათა ის თავიდან მისაღებად და გონივრულად, საბოლოო ჯამში კი - მოქმედ ნორმად აქციონ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ეს არაა ჟურნალისტების პირადი ინიციატივა, ეს თემები „ზემოდან“ მოდის“. და ის, რომ «UA:Перший» - ზე მაყურებელს უყვებიან არა ქრისტიანულ ზნეობრიობას, არამედ ბავშვებში ჰომოსექსუალობის, ტრანსგენდერობის მიმართ „სწორ“ დამოკიდებულების აღზრდას - ეს სულაც არაა შემთხვევითი. ეს სახელმწიფოს ამჟამინდელი პოლიტიკაა.
აი, კადრი პროგრამიდან ტრანსგენდერების შესახებ. ეკრანზეა ანასტასია- ევა დომანი, უკრაინელი ტრანსგენდერი, რომელიც დაიბადა მამაკაცად, გახდა ქალიშვილის მამა, ხოლო შემდეგ ქალად „გადაიქცა“. ერთ-ერთ ინტერვიუში ანასტასია-ევა დომანი გამოთქვამს საინტერესო დებულებას იმის შესახებ, რომ მას სურს „ნათლობის რიტუალის გავლა, როგორც ქალს, თავისი ახალი სახელით“, მაგრამ ჯერჯერობით ის ვერ პოულობს მღვდელს, რომელიც ამას განახორციელებს.
მუსულმანების უფლებები და ინტერესები
უკრაინის ხელისუფლება პარადოქსული სახით ლგბტ-ს წარმომადგენლების ინტერესების თანასწორად ანვითარებს მუსულმანების უფლებების თემასაც. 2020 წლის მაისში ვ. ზელენსკიმ შეხვედრა გამართ ყირიმის თათრების წარმომადგენლებთან, რომელზეც დააანონსა შემდეგი:
- ბრძანების ხელმოწერა ყურბან-ბარამისა და რამაზან-ბაირამის დღესასწაულებისთვის სახელმწიფო რელიგიური დღესასწაულების სტატუსის მინიჭების თაობაზე;
- ყირიმელი თათრების წარმომადგენლობის დიპლომატიურ კორპუსში შეყვანა ანუ კვოტების შეტანა;
- სამუშაო ჯგუფის შექმნა პრეზიდენტის ოფისში, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან ყირიმელი თათრები;
- ახალი დიდი მეჩეთის მშენებლობა კიევში და მხარდაჭერის სხვა ზომები.
შეიძლება ითქვას, რომ ამაში არაფერი ცუდი არაა და უკრაინის მუსულმანებმაც ასევე უნდა მიიღონ სახელმწიფოს მხარდაჭერა. ამაზე შეიძლება შეწინააღმდეგება, რომ ჯერ ერთი, ყველა ეს ზომა ხელს შეუწყობს უკრაინის საზოგადოების ისლამიზაციას ყველა შესაძლო შედეგით, რომელსაც შეგვიძლია თვალი ვადევნოთ ევროპის ქვეყნებში. მეორეც, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ პრეზიდენტის ოფისში მოხდეს უმე-ს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ადმინისტრაციული, ქონებრივი და სხვა პრობლემების გადაჭრის თაობაზე, რომელიც დგას უკრაინის მრავალრიცხოვანი კონფესიის წინაშე. რატომ დგას უკრაინის ხელისუფლება მუსულმანების მიმართ პირისახით, ხოლო უმე-სკენ სხვა მხრიდან? ამასთან, უმე-ს მორწმუნეთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრეა მუსულმანების.
დასკვნები
ჯერ ერთი, რთული არაა შევნიშნოთ, რომ ლგბტ და ევთანაზიაც, კანაბისიც და იარაღიც ხელს შეუწყობს არა უკრაინის მოსახლეობის ზრდას, არამედ პირიქით - მის შემცირებას. ერთსქესიანთა ქორწინებებში ბავშვები არ ჩნდებიან, მარიხუანას გამოყენება ასევე არ უწყობს ხელს მყარი ოჯახური ურთიერთობების შექმნასა და ბავშვების შობადობას. აი, საითაც შეიძლება ამან წაგვიყვანოს, ესაა თანდაყოლილი პათოლოგიების რაოდენობის ზრდა, რომლის შემცირებასაც ევთანაზია ემსახურება. ეს ყოველივე ისაა, რასაც ჩვენგან დასავლეთი და პირველ რიგში, ამერიკა მოითხოვს. აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე მოვალეობის შესრულების დაწყებისთანავე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია წინ წასწევს მთელს მსოფლიოში ლგბტ-ს უფლებებს.
ანუ უკრაინა, არსებითად ასრულებს დასავლეთის მოთხოვნებს საკუთარი გადაგვარების თაობაზე. როგორ არ გავიხსენოთ ის ფაქტი, რომელსაც მიაწერენ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ არქიტექტორს ზბიგნევ ბზეჟინსკის იმის თაობაზე, რომ უკრაინაში უნდა დარჩეს 17 მილიონი ადამიანი. ამას დაემატება ჯანდაცვის სისტემის მოშლა ცნობილი „რეფორმების“ შედეგად და ყალიბდება სურათი ზეთით - სწორედ აქეთკენ მიჰყავთ ჩვენი ხალხი.
მეორე, მეუ-ს მხარდაჭერა სახელმწიფოს მიერ სულაც არ ნიშნავს ხელისუფლების ერთგულებას ქრისტიანული ფასეულობების მიმართ, ფანარიონზე ვიზიტები და პატრიარქ ბართლომეს დარწმუნება ლოიალობაში - მხოლოდ პოლიტიკური თამაშებია. სახელმწიფოს არ სჭირდება ეკლესია, რომელიც ამხელს უზნეო საკანონმდებლო ინიციატივებს და მოიყვანს სახარებას დასტურად. საჭიროა სახელმწიფოებრიობის მორჩილი საყრდენი, რომელიც დააკვირდება, თუ როგორ ხდება კანონების მიღება, რომელიც ეწინააღმდეგება სახარების მორალს და უბრალოდ, ჩუმად იქნება. სხვათაშორის, მსგავსი დუმილის მაგალითად გამოდგება სწორედ პატრიარქი ბართლომე, რომელიც კონსტანტინოპოლში წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაქცევის შემდეგ თითქმის ერთი თვე დუმდა და მხოლოდ შემდეგ გაუბედავად გამოხატა თავისი შეშფოთება. იქ, კი გაიხედავ და ტრანსგენდერ ანასტასია- ევა დომანის ოცნებაც „ნათლობაზე“ შეიძლება ახდეს კიდეც.
მესამე, ხელისუფლება მხარს უჭერს მეუ-ს ლგბტ-ს, მუსულმანებს და ა.შ. და ამასთან, ილახება უმე-ს, უკრაინაში ყველაზე მრავალრიცხოვანი კონფესიის უფლებები. რატომ? უბრალოდ იმიტომ, რომ უმე არის ნამდვილი ეკლესია, რომელსაც შეუძლია ხმამაღლა და ავტორიტეტულად ამხილოს ხელისუფლება ქრისტეს მცნებებთან დაშორებაში, რომელსაც შეუძლია თქვას „არა“ იქ, სადაც ყველა ამბობს „დიახ“ ან მდუმარედ აცხადებს თანხმობას, რომელსაც შეუძლია მოუწოდოს ხალხს წავიდეს არა იქით, საითაც ის არსებულ ხელისუფლებას მიჰყავს.
ამიტომაც ვიყოთ ქრისტესა და მისი ეკლესიის ერთგული, ყოველგვარი ცდუნების მიუხედავად.
„სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ შენ სიცოცხლის გვირგვინს“ (გამოცხ. 2:10).
პომპეოს გარეშე: "მეუ-ს პროექტის" საერთაშორისო მხარდაჭერის დასასრულის დასაწყისი?
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ პომპეო აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ იქნება. რას ნიშნავს ეს მეუ-სთვის?
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?