ვეტყოდი ბართლომეს: მალე უფალს უნდა ჩახედო თვალებში და რას იტყვი?
ულიანა ტაბოროვეცი. ფოტო: СПЖ
კიევ-პეჩორის ლავრაში 22 თებერვალს ჩატარებული „ერთგულების“ დევნილი თემის ყრილობაზე დაღვრემილი სახეები არ იყო. მორწმუნეები თავიანთ პრობლემებს უზიარებდნენ ერთმანეთს, მაგრამ არ წუხდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველას საერთო უბედურება აერთიანებდა, ატმოსფერო იყო ამაღლებული - ყველა ძალიან მოხარული იყო ერთმანეთი ენახა, გაეცვალათ აზრები, გაეგოთ რაღაც, გაეზიარებინათ რაიმე და უბრალოდ ეგრძნოთ, რომ ისინი მარტო არ არიან, რომ ყველა თემი დიდი საეკლესიო ოჯახის ნაწილია.
დედაო ულიანა ტაბოროვეცი როვენის მხარის სოფელ ბერესტიედან საერთო ფონზე ენერგიით, გულწრფელობით, გულღიაობითა და ერთგვარი „ნამდვილობით“ გამოირჩეოდა. ის სულაც არ ჰგავდა მწუხარე ტანჯულს, როგორადაც მართლმადიდებლები ხშირად ხატავენ მღვდლის მეუღლის სახეს, რომელმაც განხეთქილების ჩამომგდებთა შეტევა იწვნია. ის იცავდა თავის ტაძარს ორსულობის ბოლო თვეებში მყოფი, ხოლო ტაძრის დაკავების მომენტში მეექვსე შვილი გააჩინა. და მართალია, თავიდან ვფიქრობდით ულიანასგან მხოლოდ მოკლე კომენტარის გაკეთებას, საუბარი შედგა და საბოლოოდ, სრულფასოვანი ინტერვიუ მივიღეთ.
როგორ ხდებოდა ტაძრის დაკავება
-ულიანა, რამდენ თემთანაც არ გვქონია ურთიერთობა, რომელთაც ტაძარი დაკარგეს, პრაქტიკულად ყველას ერთიდაიგივე ისტორია აქვს. რა ხდებოდა თქვენს სოფელში?
- ჩვენთანაც ყველაფერი სტანდარტული სცენარით იყო. ხალხი აღაშფოთეს, გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია ჩვენს ეკლესიაზე, თუმცა ჩვენ იმ დროისთვის უკვე 15 წელიწადი იყო, რაც ვმსახურობდით. სიმართლეს გეტყვით - ჩვენი მრევლი ჩვენთან დარჩა. ის, ვინც ადრე იყო, ასე 150-200 ადამიანი, ის წირვაზე დადის. ხოლო ვინ მიიტაცა (ტაძარი- რედ.)? იმათმა, ვინც თავიდან ეკლესიაში არ იყვნენ. ჩვენ ერთი თვე ვიცავდით ტაძარს.
2019 წლის 3 მარტს ჩვენ, მთელმა თემმა განვაცხადეთ, რომ ვრჩებოდით დედა-ეკლესიის წიაღში (უმე-რედ.). ისინი კი, იმ დროს სკოლაში შეიკრიბნენ სოფლის შეკრებაზე. იქ, მხოლოდ მართლმადიდებლები როდი იყვნენ. იყვნენ ორმოცდაათიანელებიც და ბაპტისტებიც. და იყვნენ სხვა სოფლების მკვიდრნიც. აი, მაგალითად, თქვენ წარმოშობით ჩემი სოფლიდან ხართ, ცხოვრობთ კიევში, მაგრამ სოფელში ჩამოხვედით და ხმა მიეცით, როგორც ჩემი სოფლის მკვიდრმა. ანუ სწორედ ტაძრის მრევლი სკოლაში შეკრებაზე არ ყოფილა, რადგანაც მრევლი ეკლესიაში იყო.
ამის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთი თვე ვიცავდით ტაძარს, იყო მიტაცების 4 მცდელობა. პირველად ეს იყო, როცა ისინი შევიდნენ სტიქაროსნების შენობაში გვერდითა შესასვლელი კარებიდან. ადამიანმა გადაწყვიტა ტრაპეზზე განეხორციელებინა ინვენტარიზაცია. ის ტრაპეზსს დაეყრდნო და აღწერდა იმას, რაც საკურთხეველსა და ტაძარში იყო. ამის შემდეგ ადგილი ჰქონდა ლოცვით დგომას ტაძართან. ჩვენ შეუჩერებლივ ვლოცულობდით. მღვდლები მოდიოდნენ, დაუჯდომელს აღავლენდნენ, ჩვენ კი ვლოცულობდით. მაშინ ორსულობის მე-40 კვირაში ვიყავი, ამის გადატანა ძალიან მძიმე იყო. ერთხელ კი, როცა უკვე სამშობიარო სახლში ვიყავი, ჩვენ „სირცხვილის დერეფანი“ მოგვიწყვეს. სურდათ, რომ ჩვენს ხალხს და მამაოს გაეარა ეს „დერეფანი“, ხოლო ისინი „სირცხვილიას“ დასცხებდნენ. აი, განსაჯეთ, ვისთვის იყო ეს სირცხვილი? ადამიანისთვის, რომელიც საკუთარი ჯანმრთელობისთვის სალოცავად მოვიდა? აი, ვისთვის? მაშინ, ძალიან მძიმე დღეები იყო. ჩვენ იესოს ლოცვას და მრწამსს აღვავლენთ, ისინი კი - „Ще не вмерла Україна « -ს. იყო ყვირილიც და ფურთხიც, მამაო არაერთხელ სცემეს ამ თვის განმავლობაში.
ჩვენ იესოს ლოცვას და მრწამსს აღვავლენთ, ისინი კი - „Ще не вмерла Україна « -ს.
ტაძარი 2 აპრილს (2019 წ.-რედ.) დაიკავეს. იდგა მილიცია და ჩვენს ხალხს ტაძართან არ უშვებდა. ისინი მოვიდნენ, კარები კი კუთხესახეხით გადაჭრეს. ურტყამდნენ მოხუცებს, გოგოემს თმით ათრევდნენ. ახლა ამის გახსენება ძალიან მძიმეა. ადამიანები შეშლილებივით იქცეოდნენ, გესმით? უყურებ ადამიანს თვალებში და თითქოს იქ, თვალი არცაა. ვფიქრობ, რომ ყველა, ვინც მაშინ იქ იყო, ახლა წუხს ამაზე. ჩვენს რაიონში 4 ტაძარი მიიტაცეს და ყველა წამომწყები ჩვენი სოფლიდანაა. ჩვენს ხალხს ქუჩაში მშვიდად გავლის საშუალებაც არ ჰქონდათ - მათ შეურაცხყოფდნენ. ახლაც, როცა ჩვენი მრევლი ქოხში მიდის სალოცავად, მათ აჩერებენ და აგინებენ. სად მიდიხარ? მოსკოვის მიერ დასმულ მღვდელთან? და დედას აგინებენ და ა.შ. მათ მიიტაცეს ტაძარი, საეკლესიო სახლი და ეკლესიის სასაფლაოზე სამლოცველოც კი. ახლა, როცა ჩვენს ადამიანებს ვასაფლავებთ, მათ „მღვდელთან“ გვიწევს მისვლა ( პატარა კარის გაღება), რათა ძველ სასაფლაოზე მოვხვდეთ. პანაშვიდს ადამიანებს ეზოში ან სასაფლაოსთან ვუხდით.
ადამიანები შეშლილებივით იყვნენ, გესმით? უყურებ ადამიანს თვალებში და თითქოს იქ, თვალი არცაა.
-ახლა სად ლოცულობთ?
-ჩვენ ახლა ჩვენს, მამაოს ქოხში ვლოცულობთ. ეზოში პატარა სახლი გვიდგას, რომლის დაშლაც დიდი ხანია გვსურდა. უფლის ნებით ისე მოხდა, რომ ის იმ დროისთვის არ დაგვიშლია. სწორედ იქ მოვაწყვეთ სალოცავი სახლი, პატარა ეკლესია ეზოში. წირვაზე საშუალოდ 140 ადამიანი გვესწრება. ყოველ კვირა ღამის ლიტურგიას ვატარებთ. იქაც კი 50 ადამიანი მოდის.
სოფელში შუღლზე
გავიდა ორი წელი და მხოლოდ ახლა იწყებენ ოჯახები ურთიერთობას, მხოლოდ ახლა! ბოლო დრომდე ოჯახებიც კი არ ურთიერთობდნენ. თუმცა, ვერც ახლა ვიტყვით, რომ ყველაფერმა ჩაიარა. სოფელში ახლაც ომია ჩვენთან. რადგანაც ხდება დაყოფა „თქვენიანად“ და „ჩვენიანად“. ეს პირველ რიგში. მეორეც, ჩვენ მხოლოდ ახლა ვაპირებთ მიწის ყიდვას ტაძრის მშენებლობისთვის, მაგრამ ამის საშუალებას არ გვაძლევენ. აშინებენ მათ, ვინც ჩვენ მიწას მოგვყიდის. მხოლოდ გაბედე და გაყიდე, ეგრევე მოღალატე ხდები და ა.შ. ჩვენ უკვე ვიყიდეთ მიწა ტაძართან ახლოს, მაგრამ მათ სასამართლოს მიმართეს.
სოფელში ახლაც ომია ჩვენთან.
ამ ტერიტორიაზე უკანა რიცხვით ჩაწერეს ადამიანი და 6 ასეულ მიწას გვედავებიან. და ისევ სასამართლოში გვაქვს საქმე. ორი წელია უწყვეტად მიმდინარეობს სასამართლოები. ადრე ტაძრის გამო, ახლა მიწის გამო. ჩვენ ვთხოვთ, დაგვიბრუნეთ თუნდაც ჩვენი რეგისტრაცია (თემი- რედ.). ჩვენ ხომ არაფერი გაგვაჩნია - არც რეგისტრაცია, არც ტაძარი. არადა, რაც ჩვენ გადავიტანეთ... თუმცა, ჩვენ არ გადაგვიტანია. ჩვენ ახლაც გადატანაში ვართ, ყოველ ჯერზე. ჩვენი სოფლიდან ბევრია მღვდელი. და როცა ხედავ, როგორ სწირავს რომელიმე საკათედრო ტაძარში, შენ კი ეგუები და ქოხში სწირავ - ძნელია ამ ყველაფრის გადმოცემა. ამას მხოლოდ ის გაიგებს, ვინც ეს განიცადა. ჩვენ მოვედით აქ და კვლავ გაგონდება: „სირცხვილია“, მოაშორეთ „მოსკოვის ხელქვეითი მღვდელი აქედან“...
ხელისუფლებავ, ნუ დაყოფ ადამიანებს!
-რას სთხოვდით ხელისუფლებას?
-ხელისუფლებას მინდა ვთხოვო - ნუ დაყოფთ ადამიანებს. ჩვენ ყველანი უკრაინის მოქალაქეები ვართ. მეც უკრაინის მოქალაქე ვარ. ჩემი შვილებიც უკრაინის მოქალაქეები არიან. ჩვენ სახლში უკრაინულ ენაზე ვსაუბრობთ, ვურთიერთობთ. დღეგამოშვებით უკრაინულ სიმღერებს ვმღერით. მაშ, რატომ ვარ „მოსკოველი მოღალატე“? მხოლოდ იმიტომ, რომ რწმენას არ ვუღალატე? უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, ჩვენ ყველას გვაქვს რწმენის უფლება. სინდისის მიხედვით. ვისაც როგორ სურს- ისე სწამს. ჩვენთან სატანისტებსაც შეუძლიათ ლოცვაც, მუსულმანებსაც შეუძლიათ, ასე არაა? აი, მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს კი, როგორც ჩვენ ისინი გვეძახიან, არ გვაქვს იმის უფლებაც კი, რომ ნორმალურად მივაბაროთ მიწას ადამიანი ჩვენთან სოფელში! რატომ?!
მე უკრაინის მოქალაქე ვარ. ჩემი შვილებიც უკრაინის მოქალაქეები არიან. ჩვენ სახლში უკრაინულ ენაზე ვსაუბრობთ, ვურთიერთობთ. დღეგამოშვებით უკრაინულ სიმღერებს ვმღერით. მაშ, რატომ ვარ „მოსკოველი მოღალატე“?
ჩვენთან სოფელში ახლახანს შემთხვევა მოხდა. ასაფლავებდნენ 100 წლის ბებოს. როცა მათი „მღვდელი“ (მეუ-სი-რედ.) მოდიოდა, იკითხა - ვის კრძალავენ? მას უპასუხეს - მოსკოველი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ თავისი 100 წლის მანძილზე ის მოსკოვში მხოლოდ ერთხელ იყო?! ის უკრაინელია. მან მთელი ცხოვრება უკრაინას მიუძღვნა. მინდა ვთხოვო ხელისუფლებას - ნუ დაყოფთ ადამიანებს, მოგვეცით ლოცვის შესაძლებლობა. შეხედეთ - რამდენი ტაძარი მიიტაცეს - აკი, არავის დაუბრუნებია ისინი უკან ძალით, ასე არაა? ამიტომაც ხელისუფლებისადმი თხოვნა ერთია - მოგვეცით შესაძლებლობა დავრეგისტრირდეთ, როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, მოგვეცით ტაძრის აგების უფლება. რადგანაც, მაგალითად, ჩვენი სოფლის საბჭოს მეთაურმა თქვა, რომ ჩემთან მუხლებზე ხოხვით მოხვალ მიწის თაობაზე, მე კი მას არ მოგცემო. დიახ, ჩვენ ვერ შევინარჩუნეთ ტაძარი. თუმცა, ჩვენ შევინარჩუნეთ ადამიანები. ადამიანები ჩვენთან არიან - ყველა, ვინც ჩვენთან იყო, დარჩა კიდეც.
პატრიარქ ბართლომეზე
-რას ეტყოდით პატრიარქ ბართლომეს?
-ვეტყოდი, რომ მალე უფლის წინაშე წარსდგება და ღმერთს თვალებში უნდა ჩახედოს. რას ეტყვი, მაშინ უფალს, ძია? დიახ, მე ვამბობ „ძია“-ს, რადგანაც უკვე არ ვთვლი მას პატრიარქად, რადგანაც მან კანონები დაარღვია. ის გახდა განხეთქილების მომხრე, რახან მიიღო განხეთქილებაში მყოფნი. რა გააკეთა მან? ადამიანებმა (მეუ-დან მიმტაცებლებმა- რედ.) თავი გაიმართლეს, გაამართლეს თავიანთი საქციელი. რითიც სოფელი დაყვეს, იმით სოფლები დაყვეს. რაიონში 4 სოფელი გვაქვს, 4 ასეთი ეკლესია. რა აქვს მას (ბართლომეს- რედ.) სათქმელი? მე არ მაქვს განსჯის უფლება, მხოლოდ მის საქციელს განვსჯი. თუმცა, ეს საშინელებაა. მან იმდენი რამ ჩაიდინა, იმდენი ცრემლი დაღვარა, რომ ეს საშინელებაა. და რამდენადაც ვიცი, სისხლიც დაიღვარა სხვა ტაძრებში.
პომპეოს გარეშე: "მეუ-ს პროექტის" საერთაშორისო მხარდაჭერის დასასრულის დასაწყისი?
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ პომპეო აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ იქნება. რას ნიშნავს ეს მეუ-სთვის?
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?