რატომ მიდიან უმე-ს სასულიერო პირები მეუ-ში? მესამე ნაწილი, „არაპატრიოტული“

უმე-დან მეუ-ში გადადიან დროშებისა და ტრიდენტების არარსებობის გამო? ფოტო: СПЖ

პირველ ორ სსტატიაში ჩვენ მოგიყევით იმაზე, რომ ზოგიერთი მღვდელი, რომელიც უმე-დან გადადის მეუ-ში, ამას ან „მხსნელის სინდრომის“ გამო აკეთებს ან ზნეობრივი ხასიათის მიზეზით. დღეს ვისაუბრებთ იმათზე, ვინც მიდის უმე-ს „არა პატრიოტული“ და „არა ნაციონალური“ პოზიციის გამო.

საიდან გაჩნდა მეუს-ს „პატრიოტიზმი“?
უმე-ში პატრიოტული ვექტორის არარსებობის გამო წასვლა, ალბათ, ყველაზე გავრცელებულია. იმ გაგებით, რომ ისინი, ვინც გრძნობს,  რომ თავის რეალიზაციას ვერ ახდენს ინტელექტუალური გაგებით უმე-ში („მხსნელის სინდრომი“) და ისინი, ვინც გრძნობს, რომ მათ ზნეობრივი მდგომარეობა არ ემთხვევა სახარებასა და უმე-ს პოზიციას მორალის საკითხებთან დაკავშირებით, ადრე თუ გვიან მიმართავს „ნაციონალურ“ ან „პატრიოტულ“ არგუმენტებს.

ეს გასაკვირი არაა, რადგანაც მეუ არის ფილარეტის განხეთქილების პირდაპირი მემკვიდრე და გამრგრძელებელი, რომელსაც, „ნაციონალური საკითხის“ გარდა, არ ჰქონდა არაფერი, რითიც მიიზიდავდა მორწმუნეებს.

90-იანი წლების დასაწყისში და ახლაც უკრაინაში იყო და არის კანონიკური ეკლესია კანონიკური წინამძღოლით, რომელსაც აღიარებდნენ და აღიარებს მსოფლიოს ყველა ადგილობრივი ეკლესია. ბუნებრივია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სხვა არც ერთ ეკლესიას მორწმუნე ადამიანები არ ეძებდნენ . რატომ? ამიტომაც კრავჩუკმა და ფილარეტ დენისენკომ შექმნეს უმე კს - ფსონი გააკეთეს ურწმუნო ადამიანებზე, მათზე, ვინც შობას ერთმანეთს „ჩალბობილ წადილს“ უსურვებდა, ტაძარში კი „წყლის საკურთხებლად“ ან „აღდგომაზე“ დადიოდა. და დღეს მეუ-ში ასეთი ადამიანები სულაც არ გამხდარან უფრო განათლებულები. მაგალითად, ახალ სტილზე გადასვლასთან დაკავშირებით ისინი შობის ღამეს მასობრივად ულოცავენ სიუხვის ღამეს.

ასეთი ადამიანებისთვის ყველა საღვთისმეტყველო არგუმენტი, კანონიკური წესები ან ჯანსაღი ლოგიკა იგივეა, რაც ჩინური ენა. ამიტომაც ფილარეტმა მოიფიქრა მარტივი ლოზუნგი „დამოუკიდებელ სახელმწიფოს დამოუკიდებელი ეკლესია“, ხოლო მთავარი არგუმენტის სახით, რომლის დროსაც ადამიანს „უხსნიდნენ“, თუ რატომ უნდა დაუჭიროს მან მხარი უმე კს-ს, იყენებდა ნაციონალურ გრძნობებსა და ენის საკითხს. ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა, თავად დენისენკოც და მისი უახლოესი დამხმარეები, კიევის საპატრიარქოს პრაქტიკულად ყველა „მღვდელი“ და „ეპისკოპოსი“ ამბობდა, რომ მათი „ეკლესია“ არის „ნაციონალური“, რადგანაც მასში „მსახურება“ უკრაინულ ენაზეა. სხვა არაფრის შეთავაზება საზოგადოებისთვის არ შეეძლოთ რწმენისგან განდგომილ მამებს. ეს ლოგიკა მათგან აიღო მეუ-მაც და მასვე, ძირითადად, ეყრდნობიან ისინი, ვინც წყვეტს „იურისდიქციის შეცვლას“ და უმე-დან გადასვლას.

სინამდვილეში, დუმენკოს და ასევე მეუ-ს სხვა ბევრი „მღვდელის“ გამონათქვამებს, რომლებიც საუბრობენ მისი „ეკლესიის“ „პატრიოტულობასა“ და „ნაციონალურ ხასიათზე“, აქვს საფუძველი? რა არის პატრიოტულობა და ეკლესიაში რა ადგილი უნდა დაეთმოს ნაციონალურ იდეებს?

პატრიოტიზმი: სიტყვით და საქმით

იყო პატრიოტი ნიშნავს გიყვარდეს შენი სამშობლო. ეს არის საყოველთაოდ ცნობილი თეზისი. თუმცა, სიყვარული სამშობლოს მიმართ არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სიტყვებით.  რადგანაც სიტყვებზე მნიშვნელოვანი საქმეებია. და თუ შევადარებთ იმათ საქმეებს, ვინც წარმოადგენს უმე-ს ნაწილს და იმათ საქმეებს, ვინც მხარს უჭერს მეუ-ს, დავინახავთ ბევრ საინტერესო რამეს.

რომ არ ვიყოთ უბრალოდ მოლაყბენი, მოვიყვანოთ კონკრეტული ციფრები.

მხოლოდ 2022 წლის განმავლობაში და მხოლოდ ღია წყაროების ინფორმაციით, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ძალისხმევით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცა 200 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება, ხოლო დაჭრილ მებძროლებს გაეწია სამედიცინო დახმარება 4 მილიონ გრივნაზე მეტი ოდენობის მედიკამენტების შეძენის სახით. ერთი წლის განმავლობაში სამხედროებისთვის შეიძინეს და გადასცეს 80 ავტომობილი, ხოლო გაწეული სამხედრო დახმარების საერთო ჯამმა 30 მილიონ გრივნაზე მეტი შეადგინა. კიდევ ერთხელ: ეს არის ციფრები, რომლებიც მეტყველებენ  სამხედროების დახმარებაზე მხოლოდ 2022 წლის მანძილზე. ეს არა დახმარება მშვიდობიან მოსახლეობას, არა დევნილებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და ა.შ. მათ, ვინც ომისგან იტანჯება, არამედ მხოლოდ სამხედროებს.

2023 წელს უმე-მ სამხედროებსა და ომისგან დაზარალებულ უკრაინელებს 88 მილიონი გრივნა შეუგროვა. უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ პირადად გადასცა 2 მლნ გრივნა უშძ-ს საჭიროებებისთვის, ხოლო უმე-ს წინამძღოლის საქველმოქმედო ფონდამ მილიონი შეაგროვა საჭიროებაში მყოფთა პროდუქტების შესასყიდად. უმე-ს სასულიერო პირებმა და მორწმუნეებმა დაახლოებით 40 ჰუმანიტარულ მისია შეასრულეს ფრონტისპირა და დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც დაახლოებით 100 ტონა ჰუმანიტარული დახმარება იქნა ჩატანილი.

ვხედავთ თუ არა მსგავს რამეს მეუ-ს მხრიდან? არა. რაღაც ჰუმანიტარული საქმიანობა აქვს დუმენკოსაც, მაგრამ მისი მასშტაბები ვე შეედრება იმას, რასაც უმე სწევს. ამასთან, ხშირად გვხვდება შემთხვევები, როცა დუმენკოს წარმომადგენლები უმე-ს ტაძრის მიტაცების შემდეგ იმ საქველმოქმედო პროექტებიდანაც კი უხვევდნენ, რომელიც მათ მოსვლამდე არსებობდა იქ. მაგალითად, ხმელნიცკში მეუ-ს რეიდერებმა დაიკავეს უმე-ს წმინდა გიორგისა და ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრები, რომელშიც იკვებებოდნენ არა მხოლოდ ქალაქის უპოვრები, არამედ ბევრი იძულებით გადაადგილებული პირი. ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა - „ფული არაა“. აი, ადამიანებმა, რომლებიც ამ ტაძრებიდან გამოყარეს, იშოვეს ფული და გააგრძელეს ამ ადამიანების გამოკვება. ეს შემთხვევა სულაც არაა ერთეული.

გარდა ამისა, საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ უშძ-ს პირადი შემადგენლობის ნახევარზე მეტი არიან ადამიანები, რომლები უმე-ს განეკუთვნებიან. ასევე ჩვენმა ეკლესიამ ომის ორი წლის განმავლობაში იმაზე მეტი მღვდელი და ეკლესიის მსახური დაკარგა, ვიდრე უკრაინის ერთად აღებულმა დანარჩენმა ეკლესიებმა.

ამავე დროს, მეუ-ში არიან „მღვდელმთავრები“, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს 2014 წლის შემდეგ ანუ დონბასში ომის დაწყების შემდეგ (კლიმენტ კუშჩი) ან წარმოადგენენ ლსრ-ს სპეცსამსახურების აგენტებს შესაბამისი „დოკუმენტებით“ (ტიხონ პეტრანიუკი). არც პირველი და არც მეორე არ იქნა დასჯილი მეუ-ს ხელმძღვანელობის მიერ. ასე რომ, თუ საუბარია არა ლოზუნგებით პატრიოტიზმზე, არამედ საქმეებით, მაშინ ასეთი საუბარი აშკარად არ იქნება დუმენკოსა და მისი ორგანიზაციის სასარგებლოდ.

ნაცია და ეკლესია

არანაკლებ პრობლემური იყო ჩვენი ოპონენტებისთვის მეუ-დან საუბარი ნაციონალიზმზე, რომელსაც ისინი ხშირად პატრიოტიზმთან ურევენ. დუმენკოს მიმდევრებისთვის იყო ნაციონალისტი არის საპატიო და სასიხარულო. სწორედ ამ მიზეზით ყველა, ვინც მეუ-ში წავიდა და ისინი, ვინც იქ ადრე იყო, ეკლესიას სახელმწიფოს რაღაც იდეოლოგიურ დანამატად აქცევენ.

მეუ-ს ტაძრებში „ღვთისმსახურების“ დროს არა მხოლოდ ლოცვები, არამედ უკრაინის ჰიმნი ან ბანდერების გალობა ჟღერს, საკურთხეველი კი ჩვენი ქვეყნის დროშითაა მორთული, აღსავლის კარებზე კი შეიძლება იყოს სამკბილა.

მეუ-ს მღვდელმთავრები იმავე სამკბილას იყენებენ წყლის „კურთხევისთვის“, ხსნიან რა მის წარმოშობას შემდეგ რაღაც „ტრადიციებით“, ხოლო დუმენკოს „მღვდელს“ „ღვთისმსახურების“ შემდეგ შეუძლია წამოიყვიროს „დიდება ნაციას!“ და პასუხად მიიღოს „სიკვდილი მტრებს!“ მათ უხერხულობას არ უქმნის, რომ როცა ადამიანი მღვდლის ანაფორაში აცხადებს, რომ მისთვის „უკრაინა პონად უსე!“ ან როცა ის ამართლებს ჰიტლერს და ნაციზმს. და ისევ, ეს შემთხვევები არაა ცალკეული, არამედ ესაა სისტემა, რომელიც მეუ-ს შიგნით მოქმედებს.

ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ დუმენკოს ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის „ნაციის“ ცნება სახარებასა და ქრისტეზე მაღლა დგას. ისინი, შეგნებულად ან შეუგნებლად, ახდენენ ნაციონალისტური სიმბოლიკის საკრალიზაციას, ამასთან კი, დესაკრალიზებას უწევენ ან ანადგურებენ ქრისტიანულ სიმბოლიკას. და ეს გადაჭარბება როდია. ტრებუხოვში მეუ-ს აქტივისტებმა მიტაცების შემდეგ ბიბლია მოისროლეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის დაბეჭდილი იყო მოსკოვში. ქრისტიანობა ხდება „სახალხო რელიგია“ და არა „ხალხის რელიგია“ და ის კარაგავს თავის არსს. აქედან გამომდინარეობს ბრძოლა „რუსი წმინდანების“ წინააღმდეგ, რომლებიც „უცხოა“ უკრაინელებისთვის, „რუსული დღესასწაულების“ და „მონური რუსული ტრადიციების“ წინააღმდეგ.

შედეგად, ეკლესია დუმენკოს წარმოდგენით უშუალოდ იძენს „ნაციონალურ ხასიათს“ და ისეთივე კოლორიტს, როგორც ეს იღუმენი, რომელსაც ფილონზე გამოსახული აქვს უკრაინის რუკა.

დასკვნები

ქრისტეში „არც ელინია, არც იუდეველი“ (კოლ. 3.11) გვეუბნება მოციქული. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ეკლესიას დავიყვანთ ნაციონალური თემების ჯგუფამდე, ის დაკარგავს თავის მსოფლიო ხასიათს, აღარ იქნება უნივერსალური, აღარ მოიცავს ყველა ტომს, ხალხს, ქვეყნებს. ყველა, ვინც მეუ-ში წავიდა „პატრიოტული“ და „ნაციონალისტური“ მოსაზრებების გამო, უნდა ხვდებოდეს, რომ ეკლესიის არსის დაყვანა ნაციის მსახურებამდე და არა ღმერთის მსახურებამდე, ეკლესიას გადააქცევს მარგინალურ სტრუქტურად, რომელიც თუ თვალის დახამხამებაში არ გაქრება, თანდათან გაქრება ნაციასთან ერთად ისტორიის ბრუნვაში.

მეორეს მხრივ, ნაციის, ხალხისადმი, ქვეყნისადმი მსახურება რელიგიურ თემს სახარებისადმი უცხოს გახდის. ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ ტაძარში უკრაინის ჰიმნისა და „ჩერნოვა კალინას“ სიმღერის შემდეგ, პატრიოტიზმს მაინც ვერ დაამტკიცებ, აი, ქრისტე კი შეიძლება დაკარგო.

პომპეოს გარეშე: "მეუ-ს პროექტის" საერთაშორისო მხარდაჭერის დასასრულის დასაწყისი?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ პომპეო აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ იქნება. რას ნიშნავს ეს მეუ-სთვის?

უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა

2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?

რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?

ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.

სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?

ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?

ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?

2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?

რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა

2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?