ეთნოპოლიტიკის სახელმწიფო სამსახურმა დააინიცირა უმე-ს ქონების აუდიტი სრულიად უკრაინის მასშტაბით

ბოქლომდადებული უმე-ის ტაძარი. ფოტო: УПЦ

უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრომ, უმაღლესი რადის პროფილურმა კომიტეტმა და ეთნოპოლიტიკის სახელმწიფო სამსახურმა ჩაატარეს თათბირი, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება უმე-ს რელიგიური სამრევლოების ქონების სრულიად უკრაინული აუდიტის ჩატარების შესახებ, რომლის ექპროპრიაციას სახელმწიფო ალბათ უახლოეს მომავალში განახორციელებს. ამის შესახებ წერს კულტურის სამინისტროს პრეს-სამსახურის გამომცემლობა.

იუწყებიან, რომ მოსმენებში მონაწილეობდა 100-ზე მეტი მოხელე, ექსპერტი და სახალხო დეპუტატი, აგრეთვე წარმომადგენლები ადგილობრივი ორგანიზაციებიდან და რელიგიათმცოდნეები.

„კულტურის სამინისტრომ უკვე დაიწყო რელიგიური ორგანიზაციების მიერ გამოყენებული ობიექტების შემოწმება, რომ დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს ქონების დაბრუნება“, - ნათქვამია უწყებაში.

კულტურის სამინისტროსა და სტრატეგიული კომუნიკაციების სახელმწიფო მდივნის მოვალეობის დროებით შემსრულებელი ელენე ზემლიანაია იუწყება, რომ მინისტრთა კაბინეტმა გამოსცა ბრძანება, რომელიც კულტურის სამინისტროს რეგიონალურ ქვეგანაყოფებს აძლევს უფლებას, რომ მათ ადგილობრივად ჩაატარონ აუცილებელი შემოწმებები.

ჩვენ სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებებისთვის  მოვამზადეთ დავალება - ქონების აუდიტის ჩატარება, რომელსაც რელიგიური ორგანიზაციები იყენებენ. ეს ხელს შეუწყობს ქონების დასაბრუნებლად კანონის ნორმების გამოყენებას მისი ძალაში შესვლის  შემდეგ. პასუხები უკვე მოდის“, - განაცხადა ზემლიანაიამ.

მოსმენების შედეგების მიხედვით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მინისტრთა კაბინეტს შესთავაზონ აქტების და სხვა ამოცანების პროექტების მომზადების ორგანიზების გეგმის შესრულება, რაც აუცილებელია „რელიგიურ ორგანიზაციათა მოქმედების სფეროში საკონსტიტუციო მოწყობის დაცვის შესახებ“ უკრაინული კანონის რეალიზებისთვის, აგრეთვე უნდა გაიზარდოს ეთნოპოლიტიკის სახელმწიფო სამსახურის დაფინანსება.

როგორც მჟკ იუწყებოდა, 23 სექტემბერს ძალაში შევიდა კანონი „რელიგიურ ორგანიზაციათა მოქმედების სფეროში საკონსტიტუციო მოწყობის დაცვის შესახებ“, რომელსაც 20 აგვისტოს ხმა მისცა უმაღლესმა რადამ, ხოლო 24 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მას ხელი მოაწერა.

ტრამპი უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების შესახებ: ღმერთმა დალოცოს ყველა

აშშ-ის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების გამო, რომლებიც ალყაში არიან.

ზელენსკიმ იფთარზე მუსლიმებთან ერთად ივახშმა

პრეზიდენტმა დამსწრეებს მიმართა: „სალამ ალეიქუმ“.

ცსს-ს ოფიცერი, რომელიც ბართლომეს მეუ-სთვის ქრთამის მიცემაზე ლაპარაკობდა, უკუაგდებს თავის სიტყვებს

ჯონ კირიაკუუს თქმით, ის პატრიარქ ბართლომეოსს "თავის გმირად" მიიჩნევს.

ცნობილი გახდა როდის ჩატარდება ალბანელი წინამძღვრის არჩევნები

არჩევნები საღმრთო ლიტურგიის შემდეგ სინოდალურ ცენტრში გაიმართება.

ევროპარლამენტარი: ისლამისტებმა სირიაში 7000 ქრისტიანი და ალავიტი მოკლეს

ბოლო დღეებში მომხდარი მკვლელობები სირიაში ყველაზე სასტიკი ძალადობაა დეკემბერში ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ.

პასტორი, რომელიც ლიტურგიაზე იოგას ასანებს ასრულებს, ოსლოს ლუთერანი ეპისკოპოსი გახდა

სუნივა გიულვერი ატარებს მსახურებებს, რომლებიც აერთიანებს ტრადიციულ ლიტურგიას და იოგას ელემენტებს.