ეპის. ვიქტორი საუბრობდა იმაზე, არის თუ არა ვაქცინა აპოკალიფსის დასაწყისი
ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: скриншот/YouTube-канал архиерея
ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებთან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის მეთაურმა, ბარიშევის ეპისკოპოსმა ვიქტორმა თავის YouTube-არხზე უპასუხა კითხვას, ნიშნავს თუ არა ვაქცინის მიღება ქრისტეს უარყოფას.
„ახლა ქსელში ნავარდობს მთელი რიგი კონსპიროლოგიური ვერსიებისა იმაზე, რომ ყველაფერი წინასწარ იყო განსაზღვრული, - თქვა იერარქმა. - ძნელია კამათი ან თამხმობა, ვინაიდან არც ერთ ჩვენგანს პირადად არ გაუხსნია ბოროტმოქმედთა ჯგუფის მორიგი შეთქმულება კაცობრიობის წინააღმდეგ. მით უმეტეს, ეს შეთქმულება იმ დროიდან არსებობს, როდესაც სატანამ ღმერთსა და მის ქმნილებას ომი გამოუცხადა, ცოდვა კი ჩვენი ყოფის განუყრელი ნაწილი გახდა. მაგრამ რატომ ვირჩევთ ჩვენ ასე ხშირად სწორედ ცოდვას, როდესაც ცხოვრების მორიგ გზაჯვარედინზე აღმოვჩნდებით ხოლმე? იქნებ იმიტომ, რომ ბნელი ძალების მსოფლიო შეთქმულების ფონზე საკუთარ ბოროტებას ვერ ვხედავთ, რომელიც უკურნებელი ვნებებისა და ეგოიზმით არის ნაკარნახევი“.
მეუფემ აღნიშნა, რომ ვერც ვიპოვით ამაზე პასუხს, თუ ვინ და რატომ მოიგონა პანდემია. მაგრამ თუ კაცობრიობა ამგვარი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, ჩვენ მასზე რეაგირება ისე უნდა მოვახდინოთ, როგორც ეს ქრისტიანებს ეკადრებათ.
იერარქის სიტყვებით, ვაქცინაციის საკითხი ეკლესიის კომპეტენციის მიღმაა. „ყველამ თვითონ უნდა განსაზღვროს ეს, პირველ რიგში თავის მკურნალ ექიმთან, ხოლო შემდეგ პირადად და ნებაყოფლობით მიიღოს გადაწყვეტილება“, - თქვა ეპისკოპოსმა.
შეგნებული თანხმობის გარეშე ადამიანს ქრისტესგან ვერ განაშორებ, ხაზი გაუსვა მღვდელმთავარმა. „აცრაზე თანხმობა არ ნიშნავს რწმენის ღალატს“, - აღნიშნა მან.
„დიახ, ქრისტესა და მისი ჭეშმარიტების წინააღმდეგ მიზანდასახული ომია გაჩაღებული, რომელიც უკვე ორი ათასი წელი გრძელდება, - თქვა ეპისკოპოსმა ვიქტორმა. - დიახ, ყველაფერს, რაც ხდება, შეიძლება აპოკალიფსის გენერალური რეპეტიცია ვუწოდოთ, მაგრამ ეს ჯერ ის არ არის. რადგან არავინ არ ზღუდავს ჩვენს უფლებას, რომ გვწამდეს აღდგომილი მაცხოვარი, მონაწილეობა მივიღოთ საერთო ლოცვებში და ეკლესიის საიდუმლოებებში.
როგორც მჟკ იუწყებოდა, საქართველოს პრეზიდენტმა დაბალ ვაქცინაციაში დამნაშავეთა რიცხვს ეკლესია მიაკუთვნა.
გარდა ამისა, არავინ არ უარყოფს პანდემიის რეალობას. დღეს კი აცრა კორონავირუსის სამგლოვიარო ტრიუმფის შეჩერების მცდელობაა, რომელიც ყოველდღიურად ათასობით ადამიანთა სიცოცხლეს გვართმევს“.
ტრამპი მოუწოდებს მსოფლიოს, თავი დააღწიოს ბირთვულ იარაღს
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ბირთვული იარაღის ძალა მსოფლიოში „გიჟურია“.
ელენსკიმ რელიგიური თავისუფლება განიხილა ჩერნივცის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან
სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაპარანიუკს განუცხადა, თუ როგორ მიმდინარეობს უმე-ის აკრძალვის კანონის განხორციელება.
ბუკოვინაში უმე-ის დეკანი საავადმყოფოში გადაიყვანეს უუს-ს მიერ ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, - მედია
მღვდელი უნდა შეხვედროდა რუმინეთის სახელმწიფო მდივანს რელიგიურ საკითხებში ციპრიან ოლინიჩს.
ონოფრე - მაგალითი კაცისა, რომელსაც ახსოვს ქრისტე - სერბი აბატი
სერბეთის ეკლესიის სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებლური ეკლესიების იერარქებმა მიტროპოლიტი ონოფრეს მაგალითს უნდა მიბაძონ.
ჩერნივცის საკათედრო ტაძარში უკვე 15 დღეა 24-საათიანი ლოცვა მიმდინარეობს
მორწმუნეები ლოცვით იცავენ წმინდა ადგილს მეუ-ის დამპყრობლებისგან.
უმე-ის წინამძღვარმა დიდმარხვაში აღავლინა პირველშეწირული ძღვენის ლიტურგია
მიტროპოლიტმა ონოფრემ ისურვა, რომ სულიწმიდის მადლმა გააძლიეროს მორწმუნეები მარხვის ღირსეულად შესანახად.