რა საფრთხეს მოიცავს კანონი კაპელანის სამსახურზე
კანონპროექტის მიღება კაპელანობის შესახებ განამტკიცებს უმე-ს მორწმუნეების დისკრიმინაციას ჯარში. ფოტო: СПЖ
2021 წლის 30 ნოემბერს უმაღლესი რადა გეგმავს მეორე მოსმენით განიხილოს კანონპროექტი 4626 „ სამხედრო კაპელანობის სამსახურის შესახებ“. ეს უკვე მეორე მცდელობაა კანონმდებლობით განმტკიცდეს უმე-ს მღვდლების ჩამოშორება სამხედრო მოსამსახურეების სულიერი მზრუნევლობისგან. რატომ ხდება ეს და რა იქნება კანონპროექტზე კენჭისყრის შედეგი? მოდით, განვიხილოთ ეს.
დღეს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია წარმოადგენს მრავალრიცხოვან კონფესიას უკრაინაში, მაგრამ ამასთან, ის მოკლებულია შესაძლებლობას სულიერო საზრდო მისცეს სამხედრო მოსამსახურეებს. ყოფილის პრეზიდენტის პ. პოროშენკოს ხელით ეკლესიებს დაასვეს „სახელმწიფო-აგრესორის“ სტრუქტურის მარკა ყოველგვარი საფუძველის გარეშე. ამასთან, პ. პოროშენკოს დროს უმაღლეს რადაში შეტანილ იქნა კანონპროექტები, რომელთაც სამართლიანად უწოდეს „ანტისაეკლესიო“. მოქმედ კანონებში ასევე შეტანილ იქნა დებულებები, რომლებიც ახორციელებენ უმე-ს მორწმუნეების დისკრიმინაციას. 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნები პ. პოროშენკომ წააგო. მისი წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც აგებულია სლოგანზე „ Армія, віра, мова“ და მის ძირითად მიღწევაზე - „ტომოსზე“ მეუ-ს ფსევდოავტოკეფალიის თაობაზე, ვერ ჰპოვა გაგება ამომრჩევლებში, რომლებმაც გადაჭრით უთხრეს „უარი“ თავად პოროშენკოსაც და მთელს მის პოლიტიკას.
ვ. ზელენსკის პრეზიდენტობის პირველ წელს შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მისმა გუნდა გაითვალისწინა წინამორბედების შეცდომები. თუმცა, შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ნელ-ნელა განახლდა თემების მიტაცებები და უკანონო ხელახლა რეგისტრაცია, ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაიწყო ფანარიოთან თამაში, მეუ-ს აჩვენა მისი განსაკუთრებული სტატუსი, თუ სახელმწიფო არა, ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფოსთან მიახლოებული კონფესიის მაინც. ვ. ზელენსკის რელიგიური პოლიტიკის ცვლილებების აპოთეოზი გახდა პატრიარქ ბართლომეს ვიზიტი კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ის სახელმწიფოს ყველა პირველმა პირმა მიიღო.
მეორეს მხრივ, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება მაინც შიშობს დაუბრუნდეს პ. პოროშენკოს რელიგიურ პოლიტიკას სრული მასშტაბით - საკმაოდ ნათელი იყო მისი ჩავარდნა. დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ გააძლიერა ზეწოლა უმე-ზე, მაგრამ ის ამას აკეთებს უგერგილოდ, ენთუზიაზმის გარეშე, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის დროს ჰქონდა ადგილი.
შესაძლოა, სწორედ ახლა წყდება საკითხი - განახლდეს თუ არა უმე-ს წინააღმდეგ „პოროშენკოსეული“ პოლიტიკა, რადგან ანტისაეკლესიო კანონები არავის გაუუქმებია. ამიტომაც, უმე კვლავაც იმყოფება მისი სახელის, ქონების დაკარგვის, იერარქების იურიდიული დევნის შესაძლებლობის საფრთხის ქვეშ და ა.შ.
ამიტომაც გამორიცხული არაა, რომ ხმის მიცემა ამჟამინდელი კანონპროექტისთვის 4626 „სამხედრო კაპელანობის სამსახურის შესახებ“ იქნება მარკერი, რომელიც გვიჩვენებს, დაიწყებს თუ არა ხელისუფლება სრულმასშტაბიან ზეწოლას ეკლესიაზე თუ მიანებებს მას თავს. მოდით ვნახოთ, კანონპროექტში რა მომენტები გვაძლევს ამის ფიქრის საფუძველს.
რაზეა „კაპელანის“ კანონპროექტი
ჯერ ერთი, კანონპროექტი „სამხედრო კაპელანობის სამსახურის შესახებ“ არ არეგულირებს ყველა იმ საკითხს, რომელიც უკავშირდება ამ ინსტიტუტის ფუნქციონირებას. ის მხოლოდ გვაძლევს ზოგიერთი ტერმინის განსაზღვრას, რომელიც გამოიყენება კაპელანობის სფეროში, აყალიბებს კაპელანის სამსახურის პრინციპების ფორმულირებას, მოთხოვნებს კაპელანების მიმართ და არეგულირებს ზოგიერთ სხვა მომენტს. ამასთან, კანონპროექტი არაფერს ამბობს შემდეგზე:
- კაპელანების უფლებები და ვალდებულებები;
- სამხედრო ქვედანაყოფების მეთაურთა უფლებები და ვალდებულებები კაპელანებთან მიმართებაში;
- ღვთიმსახურებათა და წირვის შესრულების წესი;
- კაპელანის საქმიანობის თავისებურებები მოქმედ არმიაში;
- კაპელანის სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სხვა საკითხები.
ყველა ამ მომენტის რეგულირება გათვალისწინებული იყო წინამორბედი 4148-ე კანონპროექტით „უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო კაპელანობის შესახებ“, რომელიც უმაღლეს რადაში შევიდა 23.09.2020 წელს, მაგრამ ის განხილვიდან მოხსნეს. ეს კანონპროექტი ასევე ადგენდა დისკრიმინაციულ ნორმებს უმე-თან მიმართებაში (დეტალურად ამის შესახებ სტატიაში „რა საფრთხის მომცველია კანონი კაპელანობის შესახებ“), თუმცა ის არეგულირებდა იმ ძირითად საკითხებს, რომელიც აუცილებელია კაპელანის სამსახურის ფუნქციონირებისთვის.
თავად, სამხედრო კაპელანობის სამსახურის სტრუქტურა 4626-ე კანონპროექტში არაა აღნიშნული. მე-4 მუხლის ტექსტი არის საერთოდ იურიდიული უცოდინრობის შედევრი: „სამხედრო კაპელანობის სამსახური იქმნება, როგორც ცალკე სტრუქტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის ეროვნული გვარდიის, უკრაინის კანონების თანახმად შექმნილი სხვა სამხედრო ფორმირებების, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის შემადგენლობაში, რომლის სახეც დამოკიდებულია სამხედრო სამმართველოს, შენაერთის, სამხედრო ნაწილის, სამხედრო სასწავლო სხდომის, დაწესებულებისა და ორგანიზაციის (შემდეგ - სამხედრო ნაწილი) მხრიდან მათი სასულიერო-რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ღონისძიების მოცულობაზე, ხასიათსა და სირთულეზე“.
უფრო მეტიც, ეს სიტყვების რახარუხია, არ კმაროდა ის, რომ ამ სამსახურის სახე დამოკიდებულია „ღონისძიებების სირთულეზე“, არაფერი თქმულა იმაზე, თუ ვინ და რა სახით უნდა შექმნას ეს სამსახური.
სამხედრო მოსამსახურისთვის კაპელანის სტატუსის მინიჭების წინადადება პირდაპირ ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას.
მეორე, 4626-ე კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი პრინციპული მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ კაპელანს ანუ გარკვეული რელიგიური კონფესიის სასულიერო მოძღვარს, მიენიჭოს სამხედრო მოსამსახურის სტატუსი. თუმცა, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას. სამხედრო კაპელანობის სამსახურის შესახებ უკრაინის კანონის პროექტის შენიშვნებში მთავარი იურიდიული სამმართველო წერს: „უკრაინის კონსტიტუციის 35-ე მუხლის თანახმად, ეკლესია და რელიგიური ორგანიზაციები უკრაინაში გამოყოფილნი არიან სახელმწიფოსგან. ეს ნიშნავს იმას, რომ რელიგიურ ორგანიზაციებს ან მათ სტრუქტურებს არ შეუძლიათ შესვლა სახელმწიფო ორგანოების შემადგენლობაში ან იყვნენ მათი ნაწილი, ხოლო პირები, რომლებიც წარმოადგენენ ეკლესიის მსახურებს, არ შეიძლება ამავდროულად იყვნენ სახელმწიფო ორგანოს სამსახურში“.
დიახ, ბევრ სახელმწიფოში კაპელანები ერთდროულად წარმოადგენენ სასულიერო პირებსაც და სამხედროებსაც. მაგალითად, აშშ-ში მათ ანიჭებენ ოფიცერის წოდებას და უზრუნველყოფენ სამხედრო შეღავათებითა და საპენსიო უზრუნველყოფით, მაგრამ იქ ეს არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ჩვენთან კი პირიქითაა. გარდა ამისა, აშშ არის პრეცედენტული სამართლის ქვეყანა და იქ იურიდიული საკითხების რეგულირება ხდება სხვაგვარად, ვიდრე ჩვენთან. თუმცა, ეს უკვე იურიდიული დეტალებია.
ერთი სიტყვით, იმისათვის, რომ ეს კანონპროექტი მიღებულ იქნეს უკრაინაში, საჭიროა თავიდან კონსტიტუციის ცვლილება.
მესამე, კანონპროექტში უბრალოდ უამრავი უზუსტობა და შეუსაბამობაა უკვე მოქმედ კანონმდელობასთან. ამის შესახებ წერს მთავარი იურიდიული სამმართველო თავის შენიშვნებში, ხოლო ადრე კი წერდა მთავარი სამეცნიერო-საექსპერტო სამმართველო თავის მოხსენებაში კანონპროექტის თაობაზე. მოდით, მოვიყვანოთ რამოდენიმე მაგალითი.
„საბაზო კანონები, კერძოდ, „უკრაინის შეირაღებული ძალების შესახებ“ (მუხლი 3), „უკრაინის ეროვნული გვარდიის შესახებ“ (მუხლი 5), „უკრაინის სასაზღვრო სამსახურის შესახებ“ (მუხლი 6) და ა.შ., რომლებშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის ეროვნული გვარდიის, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ზოგადი სტრუქტურა და რიცხოვნობა, არ ითვალისწინებს თავის შემადგენლობაში „ცალკეული სტრუქტურების“ , მითუმეტეს „სამხედრო კაპელანობის სამსახურის“ წარმოქმნას მისი „მართვის ორგანოებით“.
„ამ კანონპროექტით სამხედრო კაპენალების რაოდენობის დადგენა სამხედრო ფორმირებების ზღვრული რიცხოვნობის მიხედვით, სადაც სამხედრო კაპელანები დააკმაყოფილებენ სამხედრო მოსამსახურეების სასულიერო-რელიგიურ მოთხოვნილებებს, ჩვენი აზრით, არის მიუღებელი, რამდენადაც, პირველ რიგში, სამხედრო კაპელანებმა უნდა დააკმაყოფილონ წინასწარ განუსაზღვრელი რაოდენობის სამხედრო მოსამსახურეების სასულიერო-რელიგიური მოთხოვნილებები, ამასთან, ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არ შეიძლება იყოს თავს მოხვეული... მეორეც, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების, სხვა წარმონაქმნების ზღვრული რიცხოვნობა სამხედრო ფორმირებების კანონების შესაბამისად, განსაზღვრულია საბაზო კანონებით, გაუგებარია, რომელი სამხედრო მოსამსახურეების ხარჯზე მოხდება შესაბამისი სტრუქტრული ქვედანაყოფების არსებული პირადი შემადგენლობის ჩანაცვლება სამხედრო კაპელანებით“.
და კიდევ ელემენტარული უცოდინრობის მაგალითი. ესაა ტერმინის „სასულიერო-რელიგიური მოთხოვნილებები“ განსაზღვრა. სხვათაშორის, თავად ტერმინის ფორმულირება არის ტავტოლოგია, მაგრამ ის, თუ როგორ ხდება მისი განსაზღვრა - უბრალოდ შედევრია. „სასულიერო-რელიგიური მოთხოვნილებები არის პიროვნების მიერ საქმიანობის შიდასამოტივაციო მოტივების, პიროვნილი განვითარებისა და სოციალური ურთიერთქმედების აუცილებლობის გაცნობიერება, რაც ვლინდება რელიგიურ შეხედულებებში, წარმოდგენებში, გრძნობებში, პრაქტიკასა და საკულტო მოქმედებებში“. ეს, უფრო ჰგავს რაღაც სახის დაცინვას ან ქილიკს, რადგან აქ არსის გამოყოფა საკმაოდ პრობლემატურია.
ზემოთ აღნიშნულის შეჯამებისას, შეიძლება ითქვას, რომ 4626-ე კანონპროექტი არის იურიდიულად გაუმართავი, კონსტიტუციის საწინააღმდეგო, რომელიც არ არეგულირებს საკითხების მთელს კომპლექსს, რომელიც უკავშირდება კაპელანების საქმიანობას. მაშინ, რატომ განიხილება ის უმაღლეს რადაში?
რატომ განიხილავენ ამ კანონპროექტს?
პასუხი ამ კითხვაზე შემდეგია: 4626-ე კანონოპროექტის მიღება სურთ ერთადერთი მიზნით - არ დაუშვან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები სამხედრო მოსამსახურეების სულიერ საზრდოსთან და განამტკიცონ ეს კანონმდებლობით.
ჯერ ერთი, უმე არის უკრაინის ერთადერთი რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც იყო დაშვებული 4626-ე კანონპროექტთან.
მეორე, მე-7 მუხლის მე-3 პარაგრაფი „მოთხოვნები სამხედრო კაპელანის მიმართ“ ამბობს შემდეგს: „სამხედრო კაპელანი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც კანონი უზღუდავს უკრაინის ეროვნული გვარდიის, უკრაინის შეიარაღებული ძალების შენაერთებში, სამხედრო ნაწილებსა და ქვედანაყოფებში და უკრაინის სხვა სამხედრო ფორმირებებსა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში წვდომას“. ვინ არიან ადამიანები, რომელთაც აკრძალული აქვთ სამხედრო ნაწილებში წვდომა? ესენი არიან უმე-ს სასულიერო პირები! ამის შესახებ გვატყობინებს 2018 წლის 20.12-ის „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“ უკრაინის კანონის მე-12 მუხლში „ცვლილებების შეტანის თაობაზე“ უკრაინის კანონის გარდამავალი დებულებების მე-5 პუნქტი: „დაუშვებელია უპირატესობების მინიჭება ან შეზღუდვების დაკისრება რელიგიური ორგანიზაციის (გაერთიანების) საქმიანობაში, რომელიც შედის რელიგიური ორგანიზაციის (გაერთიანების) სტრუქტურაში (სამმართველოში), რომლის ხელმძღვანელი ცენტრიც (სამმართველოც) იმყოფება უკრაინის ფარგლებს გარეთ სახელმწიფოში, რომელიც კანონის თანახმად აღიარებულია უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის ჩამდენად და/ან რომელმაც დროებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, ასეთი რელიგიური ორგანიზაციის იმ სამხედრო მოსამსახურეების, რელიგიური მქადაგებლების, მოძღვრების წვდომის შეზღუდვის გარდა უკრაინის შეიარღებული ძალების შენაერთებში, ნაწილში და უკრაინის სხვა სამხედრო ფორმირებებში, მათი დისლოკაციის ადგილებში ან კანონით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვები“.
კანონპროექტის შემმუშავებლებმა ამ რთული ფორმულირებების მიღმა დამალეს უმე-ს სასულიერო პირების ყოფნის ფაქტიური აკრძალვა.
უნდა აღინიშნოს, რომ კანონის ხსენება ქვეყანა-აგრესორის შესახებ 4626-ე კანონპროექტის თავდაპირველ ტექსტში, უმაღლეს რადაში მისი მეორე მოსმენისთვის მისმა შემმუშავებლებმა ამოიღეს, რათა ეს პირდაპირ არ ყოფილიყო თვალში საცემი. თუმცა, უმე-ს დისკრიმინაცია დარჩა. ის უბრალოდ დამალეს ამ ღვლარჭნილი ფორმულირებებისა და სხვა კანონებისადმი დამატებების მიღმა. ეს მოხერხებულად შესრულებული სამუშაოა, რამდენადაც უმე-ს სასულიერო პირების წვდომის აკრძალვა სამხედრო ნაწილებში თავად კანონში „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“ არ არსებობს. იმისათვის, რომ ის ვიპოვოთ, საჭიროა მივმართოთ უკრაინის კანონს „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“ უკრაინის კანონის მე-12 მუხლში ცვლილებების შეტანის თაობაზე და არა უბრალოდ მე-12 მუხლის ცვლილებების ტექსტს, არამედ გარდამავალ დებულებებსაც.
მესამე, 4626-ე კანონპროექტში დამალულია კიდევ ერთი შესაძლებლობა არ დაუშვას უმე-ს სასულიერო პირები სამხედრო კაპენალობასთან. ესაა მე-9 მუხლი „პროფესიული წარმომადგენლობისა და მანდატების კვოტები სამხედრო კაპელანის საქმიანობის განხორციელების უფლებაზე“, რომელიც ითვალისწინებს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების უფლებას გაანაწილონ შესაბამისი კვოტები რელიგიურ ორგანიზაციებს შორის. როგორც ვხვდებით, უმე-ს ეს კვოტები არ ერგება.
დასკვნები
როგორც უკვე ითქვა, 4626-ე კანონპროექტი წარმოადგენს გაუმართავს, არასრულფასოვანსა და კონსტიტუციის საწინააღმდეგოს. მისი ძირითადი მიზანია კანონმდებლობით განამტკიცოს უმე-ს სასულიერო პირებისთვის შესაძლებლობა განახორციელონ სასულიერო საქმიანობა შეიარაღებულ ძალებში.
შესაბამისად, ამ კანონპროექტის მიღება იმ ფორმით, რომელშიც ის არსებობს, აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ აირჩია კონფრონტაციის გზა უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. ამ შემთხვევაში უნდა ველოდოთ, რომ უმე-ზე გაძლიერდება შეტევა სხვა მიმართულებითაც.
პომპეოს გარეშე: "მეუ-ს პროექტის" საერთაშორისო მხარდაჭერის დასასრულის დასაწყისი?
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ პომპეო აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ იქნება. რას ნიშნავს ეს მეუ-სთვის?
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?