ბერძენი ღვთისმეტყველი: ხელისუფლების ციფრების მიხედვითაც კი უმე 12%-ზე მეტს არ დაუტოვებია

ხელისუფლების ყველა მცდელობის მიუხედავად, მორწმუნეები არ ტოვებენ უმე-ს. ფოტო: СПЖ

ბერძენმა ღვთისმეტყველმა და სასულიერო მწერალმა ანასტასიოს გოცოპულოსმა მჟკ-ს ბერძნულ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში „უკრაინის ავტოკეფალიამ მარცხი განიცადა“ გაანალიზა უმე-ს მეუ-ში გადასვლის უკრაინის ხელისუფლების სტატისტიკა.

მან აღნიშნა, რომ სახეთნოპოლიტიკოსებმა  ორი ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადეს, რომ 2024 წლის ბოლოსთვის უმე-დან მეუ-ში 1575 სამრევლო გადავიდა.

მიტროპოლიტ ონოფრეს კანონიკური ეკლესიიდან ეპიფანე დუმენკოს ახალ სტრუქტურაში ეკლესიის სამრევლოების გადასვლების ზუსტი სტატისტიკა - უკრაინის სახეთნოპოლიტიკის ოფიციალური მონაცემების მიხედვით:

მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლების თვალსაზრისს გავიზიარებთ, რომ ეს გადასვლები არ ყოფილა ძალადობრივი, სამრევლოთა რიცხვი 1575, გოცოპულოსის აზრით, ამტიცებს იმას, რომ „ზელენსკის მთავრობა სახეთნოპოლიტიკის საშუალებით აღიარებს, რომ ავტოკეფალიის მინიჭებამ, როგორც ეს 2018-19 წლებში განხორციელდა, მთლიანად მარცხი განიცადა“.

„1575 სამრევლოს „გადასვლათა“ რაოდენობა 12 262 სამრევლოს საერთო რიცხვიდან, რომლებიც 2018 წელს კანონიკური ეკლესიის მორჩილებაში იყვნენ, შეადგენს საეკლესიო იურიდიულ პირთა საერთო რიცხვის სულ 12,8% (მიტროპოლიები, სამრევლოები, მონასტრები, დაწესებულებები და ა.შ.)“, - წერს ბერძენი ღვთისმეტყველი.

მან ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინულმა  სახელმწიფო და ნახევრადსახელმწიფო ორგანოებმა  და ჯგუფებმა დიდი ზეწოლა განახორციელეს კანონიკურ  ავტონომიურ  ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ სამრევლოებზე მათი ეპიფანეს სტრუქტურაში გადასვლის მიზნით“.

„როგორც კანონიკურმა ეკლესიამ განაცხადა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაადასტურეს (გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი), ხორციელდება არა მარტო ფსიქოლოგიური ზეწოლა, არამედ ფიზიკური ძალადობაც და დევნისა და დაპატიმრების მუქარები ეპისკოპოსების, მღვდლების, ჟურნალისტებისა და მორწმუნეთა მისამართით“, - წერს მღვდელი. ის აღნიშნავს, რომ 2022 წლის თებერვლიდან უკრაინა რუსეთთან ომის მდგომარეობაში იმყოფება.

„ზელენსკის მთავრობის,  ეპიფანეს საეკლესიო სტრუქტურისა და მისი მომხრეების პროპაგანდა კანონიკურ ეკლესიას და მის ხელმძღვანელობას სისტემატურად ცილს სწამებს რუსეთის აგენტობასა და უკრაინის ღალატში, მიუხედავად იმისა, რომ კიევის მიტროპოლიტმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა  უკრაინის კანონიკურმა  ეკლესიამ კრებაზე არა ერთხელ ცალსახად დაგმო რუსეთის შეჭრა და ყველანაირად მხარს უჭერს უკრაინის ჯარს. მიუხედავად ყველა ამ ზეწოლისა, ცილისწამებისა, ძალადობისა, დევნისა, კანონიკური ეკლესიის დიდი უმრავლესობა (87%) რჩება თავისი ტრადიციული ეკლესიის ერთგული“, - ხაზი გაუსვა პროტოპრესვიტერმა ანასტასიოსმა.

მანამდე მჟკ წერდა, რომ, ბერძენი ღვთისმეტყველის აზრით, ომმა დაამტკიცა:  სამრევლოების მეუ-ში გადასვლას მოსკოვი ხელს არ უშლის.

ელადის ღვთისმეტყველმა ადგილობრივ ეკლესიებს უმე-ს დაცვისკენ მოუწოდა

პროტოპრესვიტერ ანასტასიოს გოცოპულოსის აზრით, არასწორია, რომ უმე-ს დასაცავად  ანგლიკანური ეკლესია გამოვიდა, იმ დროს, როდესაც ბევრი ადგილობრივი ეკლესია ჩუმად არის.

უკრაინის ხალხმა არ მიიღო მეუ, პროექტმა მარცხი განიცადა, - ბერძენი ღვთისმეტყველი

ელადის მღვდელმა განაცხადა, რომ კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ „მეუ“-ს პროექტის დამარცხების კონსტატირებაა.

ბერძენი ღვთისმეტყველი: ხელისუფლების ციფრების მიხედვითაც კი უმე 12%-ზე მეტს არ დაუტოვებია

პროტოპრესვიტერმა ანასტასიოს გოცოპულოსმა ხაზი გაუსვა, რომ, მიუხედავად ხელისუფლების ძალისხმევისა და საეჭვოდ მოხალისეობრივი  გადასვლებისა, 6 წლის განმავლობაში უმე-მ სამრევლოთა მხოლოდ 12%-მდე დაკარგა.

მართლმადიდებელი ეკლესია მარხვისთვის ემზადება

მეზვერესა და ფარისევლის კვირა ხსნის მოსამზადებელ პერიოდს.

ვატიკანში ვანდალმა წმინდა პეტრეს ბაზილიკის საკურთხეველი დააზიანა

ვანდალი ავიდა საკურთხეველზე და იატაკზე დააგდო ექვსი სანთელი, რომელიც 1865 წლით თარიღდება და საერთო ღირებულება დაახლოებით 30 000 ევროა.

ბაიდენის ადმინისტრაცია ნეპალში ათეიზმს აფინანსებდა, - მედია

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტები მოიცავს 500,000 აშშ დოლარის ღირებულების პროგრამას ნეპალში ათეიზმის გასავრცელებლად.