უმე-ს იერარქებმა ჩეხეთში პრაღის არქიეპისკოპოსთან ერთად ლიტურგია ჩაატარეს
პრაღისა და ჩეხეთის მთავარეპისკოპოსის მიქაელის საეპისკოპოსო კურთხევის 10 წლისთავი. ფოტო: Хмельницкая епархия
2025 წლის 15 მარტს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები თანამსახურებდნენ პრაღისა და ჩეხეთის მიწების არქიეპისკოპოს მიქაელთან ერთად საზეიმო საღმრთო ლიტურგიაზე პრაღაში წმინდა მოციქულთასწორ კირილე და მეთოდეს სახელობის საკათედრო ტაძარში. ამის შესახებ იუწყება ხმელნიცკის ეპარქიის პრეს-სამსახური.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრეს ლოცვა-კურთხევით და პრაღისა და ჩეხეთის მიწების არქიეპისკოპოსი მიქაელის მოწვევით, ხმელნიცკისა და სტაროკონსტანტინოვსკის მიტროპოლიტმა ვიქტორმა, კიევის მიტროპოლიის ქორეპისკოპოსმა, ფასტოვსკის არქიეპისკოპოსმა დამიანემ და მუკაჩევსკის ეპარქიის ქორეპისკოპოსმა, სვალიავსკის ეპისკოპოსმა ილარმა მონაწილეობა მიიღეს არქიეპისკოპოს მიქაელის სამღვდელმთავრო ქიროტონიის 10 წლისთავის საზეიმო აღნიშვნაში.
მღვდელმთავრებთან თანამსახურებდა ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება.
საღმრთო მსახურებაზე ლოცულობდა უკრაინელთა დიდი რაოდენობა, რომლებიც იძულებით გადასახლებულები არიან ჩეხეთში უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის გამო.
ღვთისმსახურების შემდეგ მიტროპოლიტმა ვიქტორმა წაიკითხა უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს მიმართვა არქიეპისკოპოს მიქაელს მისი სამღვდელმთავრო ქიროტონიის 10 წლისთავთან დაკავშირებით. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა კერძოდ აღნიშნა: „ამ ღირშესანიშნავ დღეს მოგესალმებით, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ და გულითადად გამოვხატავტ მადლიერებას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, განსაკუთრებით კი ჩვენი მღვდელმსახურთა და ერისკაცთა მხრდაჭერისთვის, რომლებმაც სასტიკი ომის დროს იპოვეს თავშესაფარი თქვენს ეპარქიაში. თქვენ, თქვენი გულმოწყალებით, უფლისადმი გულმხურვალე ლოცვითა და ბრძნული გამონათქვამებით წარმოადგენთ მშვიდობის საკვრელით სულის ერთობის შენარჩუნების ხილულ წინაპირობას (ეფ. 4:3)“.
მიტროპოლიტმა ვიქტორმა არქიეპისკოპოს მიქაელს საჩუქრად გადასცა წმინდა ჯვარი და პანაღია.
პასუხად მეუფე მიქაელმა გამოთქვა გულწრფელი მადლიერება უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს მისამართით, აგრეთვე მან მადლობა გადაუხადა უკრაინიდან ჩამოსულ მღვდელმთავრებს ერთობლივი ლოცვის გამო.
როგორც მჟკ წერდა, უმე-ს იერარქმა ჩაატარა ლიტურგია პრაღაში, ჩეხეთის ეკლესიის სამრევლოში.
უმე-ს იერარქებმა ჩეხეთში პრაღის არქიეპისკოპოსთან ერთად ლიტურგია ჩაატარეს
მიტროპოლიტმა ვიქტორმა ჩეხეთის მღვდელმთავარს გადასცა უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს მილოცვა სამღვდელმთავრო ქიროტონიის 10 წლისთავთან დაკავშირებით.
ეკლესია აღნიშნავს 2025 წლის დიდი მარხვის მიცვალებულთა (მშობელთა) მოხსენიების შაბათს
ეკლესიამ დაადგინა სამი განსაკუთრებული დღე მიცვალებულთა საგანგებო მოხსენიებისთვის დიდი მარხვის მე-2, მე-3 და მე-4 კვირაში.
უმე-ს იერარქმა ჩაატარა ლიტურგია პრაღაში ჩეხეთის ეკლესიის სამრევლოში
მიტროპოლიტი ვიქტორი ჩავიდა ჩეხეთში პრაღისა და ჩეხეთის მიწების არქიეპისკოპოს მიქაელის სამღვდელმთავრო ქიროტონიის 10 წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით.
ზელენსკიმ ფანარიონის მეთაურს მხრდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
პრეზიდენტი პატრიარქ ბართლომეს ტელეფონით ესაუბრა.
ტრამპი უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების შესახებ: ღმერთმა დალოცოს ყველა
აშშ-ის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების გამო, რომლებიც ალყაში არიან.