მამა ალექსანდრე: მადლობელი ვარ მორწმუნეების,ისინი რეიდერებს არ ემსგავსებიან
ადამიანები, ვისაც „ფაქტიურად ართმევენ მათ სულიერ სახლს“, საკუთარი მიწის ნაკვეთებს აძლევენ ახალი ტაძრის ასაშენებლად, ყვებოდა მღვდელი.
დეკანოზმა ალექსანდრე კლიმენკომ მადლობა გადაუხადა მორწმუნეებს, რომლებიც არ ემსგავსებიან ტაძრის მიმტაცებლებს და სიძულვილს არ ავრცელებენ, არამედ სიტუაციის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას ცდილობენ.
„როდესაც ჩვენი ხალხი ზიზღს და ბოროტებას განეშორება, თუნდაც თვალცრემლიანი, გვერდზე გადის და ახალი ტაძრის აშენებას იწყებს, ეს პირველი გაერთიანებების აღორძინებას გავს, - თქვა მან ტელეარხ «Наш»-ის ეთერში. - მიუხედავად შევიწროვებისა, ჩვენ კვლავ აღორძინებულები ვართ“.
მამა ალექსანდრემ აღნიშნა, რომ ხალხი, ვისაც „ფაქტიურად ართმევენ მათ სულიერ სახლს“, საკუთარ მიწის ნაკვეთებს აძლევენ ახალი ტაძრის ასაშენებლად.
„იქნებ სწორედ ეს არის ახალი ეკლესიის დაბადება, რომელიც არც ხელისუფლებას და არც დროებით პოლიტიკურ მიმდინარეობებს არ თხოვს დახმარებას, არამედ უბრალოდ ქრისტესთან ერთად სურს ცხოვრება“, - დაამატა მღვდელმა.
მანამდე მამა ალექსანდრემ განაცხადა, რომ მრევლი ხედავს: მათი ეკლესია „თითქოს დენთის კასრზეა“ და ის ნებისმიერ მომენტში შეიძლება წაართვან.
მღვდელმა ყველა კონფესიის წარმომადგენლებს მიმართა უკრაინაში და ხაზი გაუსვა, რომ ადრე თუ გვიან დისკრიმინაციული კანონები შეიძლება მათ წინააღმდეგ იყოს მიმართული.