საფრანგეთში, რკე-ის ტაძარში დემონების გამოსახულების გამოფენა იმართება

დემონების გამოსახულებები პირდაპირ დგას ტაძრის საკურთხევლის წინ და ნათლობის ჭურჭელთან, სხვები კი კედლებზე და ტაძრის შიგნით.
29 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით, საფრანგეთში, ეპინაიში მდებარე სენ-აუბინის კათოლიკური ეკლესია მასპინძლობს გამოფენას სახელწოდებით „ტრილობიტები“.
გამოფენაზე წარმოდგენილია დემონებისა და დემონური არსებების სხვადასხვა გამოსახულებები, მათ შორის სკულპტურები და ნახატები დამთვალიერებლებისათვის.
რამდენიმე მათგანი ტაძრის საკურთხევლის წინ და ნათლობის ჭურჭელთან დგას, ზოგი კი კედლებზე და ტაძრის შიგნით.
ტრილობიტი არის გადაშენებული ზღვის ფეხსახსრიანების კლასი. Trilobitum ლათინურად ნიშნავს "სამნაწლავიანს" ("სამი წაწილი"), რადგან ტრილობიტების სხეული შედგება სამი წილისგან.
მჟკ წერდა, რომ იტალიაში რკე-ის ეპარქიამ ეკლესიაში გამოიფინა ჯვარცმის ნახატი გეი ტონალობით, ხოლო აშშ-ს რკე-ის ეპარქიაში მესის დასაწყისში ჩატარდა შამანური რიტუალი.


