უმე-ს იერარქების წინააღმდეგ უსამართლო სასამართლოების შესახებ
სახელმწიფო უმე-ს სამი მიტროპოლიტის მიმართ აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს. ფოტო: СПЖ
2023 წლის 6 სექტემბერს უუს-მ და ნაციონალურმა პოლიციამ სასამართლოს გადასცეს ვორუჩის მიტროპოლიტი ბესარიონი, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღოლისა და ეპარქიის მდივანი, რომელთაც ბრალს სდებენ „ნაციონალური და რელიგიური შუღლის გაღვივებაში“. როგორც ჩანს, ხელისუფლება ამზადებს ახალ პატიმრებს უმე-ს მღვდლებისა და ეპისკოპოსებისგან. დაბეჭდილი პროდუქციის ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ, რომლის შენახვაშიც მას სდებენ ბრალს, ბრალდება იქნება ისეთივე „დამაჯერებელი“, როგორიც იყო უმე-ს იმ წარმომადგენლების, რომელთა სასამართლოებიც უკვე მიმდინარეობს.
ოვრუჩის ეპარქიაში ძალოვანების მიერ ნაპოვნი ბროშურები „ახალგაზრდობის პატრიოტული აღზრდა. ქრისტეს ეკლესიის ღვთის მიერ აღთქმული ერთიანობა“. ძალოვანებმა მათ ასევე უწოდეს „პოლიტიკური პროპაგანდისტული პროდუქტი, რომელიც არის „რუსული მშვიდობის“ იდეის გამავრცელებელი, რომელიც ახდენს ომის პროპაგანდას და ასევე ნერგავს კრემლის შეხედულებებს უკრაინის ისტორიაზე“.
სამი „მიტროპოლიტის“ საქმე
31 აგვისტოს ვიშგოროდის მიტროპოლიტი პავლე, უმე-ს კიევ-პეჩერის ლავრის მეთაური, საავადმყოფოდან გამოწერეს, სადაც ის ლუკიანოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის შემდეგ მოხვდა. უკვე 1 სექტემბერს სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც გამოძიების ქვეშ მყოფი მიტროპოლიტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ადვოკატებმა წარმოადგინეს, ხოლო თავად მან მონაწილეობა მიიღო ვიდეოკონფერენციის რეჟიმში.
მეუფე პავლეს გარდა გამოძიების ქვეშ იმყოფებიან ასევე ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტი თეოდოსი, ხოლო ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს უკვე გამოუტანეს სასამართლო განაჩენი - 5 წელი (!) ქონების კონფისკაციით.
როცა კითხულობ და გესმის მსგავსი ახალი ამბები - თითქოსდა, ყველაფერი სხვა რეალობაში ხდება, აბსურდის რეალობაში.
კიევ-პეჩერის ლავრის პირველ წინამძღოლ მიტროპოლიტ იონათანს უკვე მიესაჯა ვადა სსკ-ს შემდეგი მუხლების მიხედვით: 109-ე მუხლის ნ.2 - ქმედებები, რომელიც მიმართულია საკონსტიტუციო წყობის დამხობაზე და ძალადობრივ შეცვლაზე ან სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცებაზე; 110-ე მუხლის ნ.1 - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა; 161-ე მუხლის ნ. 2 - მოქალაქეთა თანასწოროუფლებიანობის დარღვევა მათი რასობრივი, ნაციონალური ან რეგიონული კუთვნილების, რელიგიური შეხედულებების მიხედვით; სსკ-ის 436-2 მუხლის ნ.3 - უკრაინის წინააღმდეგ რფ-ს შეიარაღებული აგრესიის გამართლება, მართლზომიერად აღიარება, უარყოფა, მისი მონაწილეების გლორიფიკაცია.
ლავრის უკანასკნელი წინამძღოლი ეჭვმიტანილია სსკ-ს 161-ე მუხლის ნ.2 და 436-2 მუხ. ნ.3 -ის მიხედვით.
მიტროპოლიტი ფეოდოსიას ასევე ბრალად ედება სისხლის სამართლის იმავე მუხლებით გათვალისწინებული: 161-ე მუხ. ნა.2 და 436-2 მუხ. ნ.2-3.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბრალდებები თითქოსდა ერთი ბრძანებითაა. ასევე კიდევ უფრო მყარია ისტორიული დეჟავიუს შეგრძნება: როცა, მე-20 საუკუნის ბოლოდან XX საუკუნის 30-იანი წლების ბოლომდე მიდიოდა ბოლშევიკ-კომუნისტების საჩვენებელი სასამართლოები მღვდელმთავრებზე, სასულიერო პირებსა და მართლმადიდებლური ეკლესიის მორწმუნეებზე - ყველაფერი თითქოსდა კოპირებულია.
ყველაფერი რითიც დასრულდა, ჩვენ ვიცით - ეკლესია გამდიდრდა რწმენისთვის ახალმოწამეთა დასით, ხოლო „მოსამართლეების“, მტანჯველებისა და ჯალათების სახელები მივიწყებულია. ყველაზე საშინელი რამ - ასეთ „მოსამართლეებზე“ პასუხისმგებლობა ეკისრება მთელს „მოსამართლეთა“ არმიას და ბრალდების ყველა „მოწმეს“. სასამართლო სისტემის ბევრი ადექვატური წარმომადგენელი, რომელსაც არ ექნება სურვილი მონაწილეობა მიიღოს ამ საშინელ ფარსში, თვითაცილებას მისცემს.
რატომ არის მაინცდამაინც ახლა ბრალდებების მასობრივი ტალღა, რომელიც ძალიან ჰგავს იმას, რასაც ასი წლის წინ უწოდეს „სამშობლოს ღალატი“? რატომ ხდება ეს სამსჯავრო, როცა მიმდინარეობს უმე-ს ტაძრების მიტაცებების აქამდე არნახული სიძლიერისა და ცინიზმის ტალღა, რომელსაც მხარს უჭერს ძალოვანი სტრუქტურები და ხელისუფლება? იქნებ, პრობლემა სულაც არაა მეუფეებსა და მათ გამონათქვამებში, არამედ ხელისუფლებაშია, რომელიც, ისევე როგორც ასი წლის წინ კერავს საქმეებს მისთვის ესოდენ მიუღებელი მღვდელმთავრების წინააღმდეგ? მოდით, გავერკვეთ, რა გახდა ასეთი ბრალდებების წამოყენების მიზეზი.
მიტროპოლიტ ფეოდოსის საქმე
თებერვლის შუა რიცხვებში მეუფის საცხოვრებელი ათსაათიანი ჩხრეკის ქვეშ მოექცა და ის ეჭვმიტანილი გახლდათ 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით. მალე მეუფეს შინაპატიმრობა შეეფარდა 60 დღის ვადით ელექტრონული სამაჯურის ტარებით. პრაქტიკულად ამავდროულად წინ იწევს მუხ. 436-2 -ის ნაწ. 2-3. და თუ პირველი უკავშირდება რელიგიას, მეორე - არის რუსული აგრესიის გამართლება. „შუღლის გაღვივებასთან“ დაკავშირებით ბრალმდებლები დიდი ძალისხმევით, მაგრამ რაღაცას მაინც დაეყრდნობიან - მეუფე მუდმივად გამოდის მეუ-ს ქმედებების კრიტიკით, არქმევს რა ყველაფერს მის სახელს, - განხეთქილებას განხეთქილებას, ტაძრების ყაჩაღურად მიტაცებას - დაუფარავ ბოროტებასა და რეიდერობას. თუმცა „აგრესიის გამართლებასთან“ დაკავშირებით ბრალდების მხარეს ყველაფერი რთულად აქვს. ფაქტების სახით ხდება ეფემერული მონაცემების წარმოდგენა ელექტრონული მატარებლებით, რუსულ მონასტრებში გამოცემული ლიტერატურა და ყველაზე მთავარი - „ნოვოროსიის“ დროშა, რომელიც თითქოსდა ნაპოვნი იქნა ეპარქიის ერთ-ერთ მონასტერში. და რაც შეეხება მეუფეს?
„პირველი და უფრო მძიმე - 436-2 მუხლის (ნაწილი 2 და 3) მიხედვით - იმისათვის, რომ ჩემს მიერ გაცემული იყო განკარგულებები ჩერკასის ეპარქიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულიყო ექსტრემისტული ხასიათის მასალები. მე არასდროს გამიცია ასეთი განკარგულებები და არასდროს მქონია ამის გაკეთების განზრახვა. ეს მტკიცებულება სრულიად მცდარია და არანაირად არ შეესაბამება სინამდვილეს. ბრალდების მხარეს პრინციპში არ გააჩნია არანაირი ფაქტი, არანაირი მტკიცებულება, რათა საპირისპირო ამტკიცოს. უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით ბრალდებები ჩემთვის არის შეკერილი თავიდან ბოლომდე“, - განაცხადა მღვდელმთავარმა.
მიტროპოლიტი ფეოდოსია აგრძელებს არა მხოლოდ ბრალდებების უსაფუძვლობის მტკიცებას, არამედ აქცენტს აკეთებს თავად ბრალმდებლებსა და მოწმეებზე ბრალების მხრიდან. მთელი ფოკუსი იმაშია, რომ სხდომათა დარბაზში ბრალდების მოწმეების სახით ისხდნენ მეუ-ს კლირიკოსები, მაგრამ რატომღაც სამხედრო ფორმაში ჩაცმულები (როგორც ჩანს, დამაჯერებლობისთვის).
მეუფემ იქ პირდაპირ მიმართა მათ კითხვით: რატომ არ მოვიდნენ ისინი მის წინააღმდეგ მოწმეებად მათი წოდებისთვის შესაბამისი სამოსელით - ანაფორებითა და კაბით? პასუხი, რასაკვირველია, ცხადია: ისინი რომ მოსულიყვნენ მათი მდგომარეობისა და წოდების შესაბამისი სამღვდელმსახურო სამოსელით, ბრმაც კი დაინახავდა, რომ მღვდელმთავრის წინააღმდეგ საქმის უკან დგას „კონკურენტი ორგანიზაციის“ ხრიკები. მეუფე ფეოდოსი არც კი ფიქრობს ბრალის აღიარებაზე, ამბობს რა რომ მას კი არა, არამედ მისი სახით, მთელ უმე-ს დევნიან.
მიტროპოლიტ იონათანის საქმე
პირველი რეპრესიული მანქანის ქვეშ მოექცა მიტროპოლიტი იოანათანი. 2022 წლის 11 ოქტომბერს მასთან ჩხრება ჩატარდა 161-ე მუხლის ნ.1-2 მიხედვით აღძრული საქმის ჩარჩოებში, მაგრამ უუს-ს ოფიციალური კომენტარების მიხედვით, იმ მომენტში მიტროპოლიტი საქმეზე, როგორც მოწმე ისე ფიგურირებდა.
ყველაზე საინტერესო რამ დაიწყო მოგვიანები, როცა უუს-ს თანამშრომლებმა ჩაატარეს რიგი „ლინგვისტური“ და სხვა ექსპერტიზა (კერძოდ, ჩატარდა კომპიუტერისა და ხისტი დისკები „კვლევა“ რომელთა ამოღებაც მოხდა ჩხრეკის დროს), რომლის შედეგადაც მეუფემ მიიღო ბრალდებულის სტატუსი რამოდენიმე მუხლის მიხედვით, ამასთან, ერთი მეორეზე უარესია - ესაა ნაციონალური უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხე და რასაკვირველია, რუსული აგრესიის გამართლება.
ამის საფუძველი ნაპოვნი იქნა კომპიუტერში, იქ თითქოსდა იყო ჩამოტვირთული პრორუსული ფურცლები ინტერნეტიდან, რომელიც ვრცელდებოდა მეუფის მიერ სამღვდელოებაში, და ასევე თავად ფურცლები, ამოღებული ჩხრეკის დროს.
ადვოკატებმდა და ტექნიკურმა სპეციალისტებმა მოახერხეს დაედგინათ ელექტრონული კვალისა და მათი წარმოშობის თარიღების მიხედვით, რომ კომპიუტერში ეს ფურცლები მას შემდეგ ჩამოიტვირთა, რაც ტექნიკა რამოდენიმე დღის განმავლობაში იყო გამომძიებლებთან. როგორც ამბობენ, სახეზეა სიყალბე. ამდენად, იანვრიდან დაწყებული, მიტროპოლიტი იონათანი ადვოკატებთან ერთად იბრძვის არა მხოლოდ პირადი თავისუფლებისა და სიმართლის ზეიმისთვის, არამედ სისტემის წინააღმდეგ.
როგორც ჩანს, მას ეს გამოსდის, რადგანაც მღვდელმთავართან ჰქონდა საკმაოდ უცნაური წინადადება მაღალი რანგის პოლიციის ჩინოვნიკს. მიტროპოლიტის სიტყვებით, ამ ჩინოვნიკის წარმომადგენელმა გვამცნო, „რომ სათანადო „ურთიერთგაგების“ დროს კიევში მის შეფთან პირადი შეხვედრისას, „მის საქმეზე სასამართლო შეიძლება არც კი იყოს“. როგორც გვამცნობს ეპარქიის პრეს-სამსახური, „სად და რომელი სასამართლო შეიძლება არ შედგეს, მან არ დააზუსტა“.
მიტროპოლიტ პავლეს საქმე
კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღოლმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა სავანის სიდიადისა და სილამაზის აღორძინებასა და დაბრუნებას. თუ რატომ დაიწყო მის წინააღმდეგ საქმე, ამის გაგება შეიძლება იმ სიტყვებიდა, რომელიც მან უთხრა უუს-ს ერთ-ერთ თანამშრომელს: „არ იქნება მეუ-ს აღიარება? ესე იგი იქნება საქმის აღძვრა“.
2022 წლის 22 ნოემბერს კიევ-პეჩერის ლავრაში ჩხრეკა ჩატარდა. 2023 წლის დასაწყისიდან ნაკრძალმა არ გაუგრძელა იჯარის ხელშეკრულება სატრაპეზო და მიძინების ტაძრებს, ხოლო მარტში ცალმხრივი წესით მოხდა ხელშეკრულების გაწყვეტა ქვედა ლავრასთან. იწყება მორწმუნეებისა და სახელმწიფოს დაპირისპირება.
30 მარტს დილის 7 საათისთვის კიევ-პეჩერის ლავრის ნეტართა გამოქვაბულების ტერიტორიაზე მიდიან უუს-ს, პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლები. ჩატარდა ჩხრეკა ვორონკოვში - იქ არის ლავრის დამხმარე მეურნეობა და სახლი, რომელიც მიტროპოლიტს ეკუთვნის. ნაშუადღევისთვის მეუფე სასამართლოში მიჰყავთ. გაჭიანურებული სხდომის შედეგად მეუფე ხდება ცუდად და სხდომა გადააქვთ ორშაბათისთვის, ის კი საავადმყოფოში გადაჰყავთ. უცებ მიტროპოლიტ პავლეს სასამართლოში იძახებენ 18.00-ზე და როგორც დამნაშავეს ბადრაგის თანხლებით საავადმყოფოდან პირდაპირ მიჰყავთ სასამართლოზე. შაბათის 22 საათისთვის სასამართლო წინამძღოლს უფარდებს შინაპატიმრობას ელექტრონული სამაჯურის ტარებით. ბრალდებები წაყენებული ორი მუხლით: შუღლის გაღვივება და რუსული აგრესიის გამართლება.
ოფიციალური საფუძველი ამისთვის გახდა სატელეფონო საუბრების ამონარიდი, რომელსაც უუს უსმენდა. არაოფიციალურად კი - წინამძღოლის, როგორც ფიგურის მოცილება, რომელიც ხელს უშლის ლავრის დაშლას.
იმ მომენტიდან სასამართლომ წინამძღოლს პატიმრობა კიდევ ერთხელ გაუგრძელა. უუს-მ 13 ივლისს განმეორებით მოახდინდა ბრალდება იმავე მუხლებით, ხოლო 14 ივლისს სოლომენსკის სასამართლომ შეცვალა აღკვეთის ღონისძიება, მიტროპოლიტი გაუშვა დროებითი დაკავების იზოლატორიდან გირაოს სანავლოდ 33 მილიონ 300 ათასი გრივნას ოდენობით გადახდის სანაცვლოდ. გირაოს თანხის შეგროვებისას მეუფეს ბევრი ხრიკი მოუწყვეს: ლავრის ანგარიშების ბლოკირებით დაწყებული ტრანზაქციის შესრულების შეუძლებლობით დასრულებული. 9 აგვისტოს მეუფე მაინც გამოვიდა, მაგრამ ის მყისვე მოხვდა საავადმყოფოში - ინფარქტი და ოპერაცია.
***
ეს მხოლოდ ზედაპირული ანალიზია მღვდელმთავრების სასამართლოებზე, ქსელში ღია წყაროებზე დაყრდნობით. მიუკერძოებელი მიდგომის დროს თვალში გხვდება არა უბრალოდ თეთრი ძაფები, რომლითაც შეიკერა სამივე საქმე. სახეზე თვალსაჩინო ანალოგია და დეჟავიუ გასულ საუკუნესთან - დღევანდელი მოსამართლეები მოქმედებენ ზუსტად ისე, როგორც მათი წინაპრები. და როგორც ჩანს, ისინი უბრალოდ ასრულებენ მათთვის „ზემოდან“ დასახულ ამოცანას.
პომპეოს გარეშე: "მეუ-ს პროექტის" საერთაშორისო მხარდაჭერის დასასრულის დასაწყისი?
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ პომპეო აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ იქნება. რას ნიშნავს ეს მეუ-სთვის?
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?