აქამდე რატომ არ აკრძალა ხელისუფლებამ უმე
ფოტო: СПЖ
2024 წ. 12 მარტის მჟკ-ს ჟურნალისტებზე და ეკლესიის სამართალდამცავებზე უუს-ს თავდასხმის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ ეს გზას გაუხსნის უმე-ს აკრძალვის 8371 ანტიეკლესიური კანონპროექტის მიღებას (კიევ-პეჩერის ლავრის საბოლოო მიტაცებასთან ერთად). ჟურნალისტები გააჩუმეს, სამართალდამცავები კი დააშინეს და ახლა, მოცემული მოვლენების კოორდინატორთა ლოგიკით, ეკლესიის აკრძალვისთვის შესაძლებელი გახდა უმტკივნეულო კენჭისყრა.
მაგრამ რაღაც ისე ვერ წარიმართა. 2024 წ. 20 მარტს დანიშნული კენჭისყრა გადაიდო. სახალხო დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა თავის telegram-არხზე განაცხადა, რომ კანონპროექტები საერთოდ მოხსნეს კენჭისყრიდან. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
ჯერ ერთი, ბევრი დეპუტატი, მათ შორის საპრეზიდენტო ფრაქციიდან „ხალხის მსახური“, აწარმოებს სხდომების საბოტაჟს და უმაღლეს რადაში სამუშაოდ არ დადის. მეორე, რადაში უკვე დაგროვდა საკმაოდ ბევრი არაპოპულარული, ურთიერთსაწინააღმდეგო და სკანდალური კანონპროექტი. როგორც ასეთ შემთხვევაში პროგრამისტები ამბობენ, რომ დანართები ერთმანეთში კონფლიქტს იწყებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადმინრესურსის დახმარებით შესაძლებელია კენჭისყრა ერთი რომელიმე სკანდალური კანონპროექტისთვის, მაგრამ არა ყველასთვის ერთდროულად. ამიტომ ადმინრესურსმა უნდა აირჩიოს, რომელი კანონპროექტია მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხოლო დეპუტატები ანგარიშობენ, თუ რომელი კანონპროექტის კენჭისყრა გამოიწვევს მათთვის ყველაზე საგრძნობ უსიამოვნებებს.
და აქ აღმოჩნდა, რომ კანონპროექტი 8371 უმე-ს აკრძალვის შესახებ გამოიწვევს ყველაზე მეტ ამ სახის უსიამოვნებას და არა მარტო მთელი ქვეყნისთვის, არამედ პირადად ყოველი ცალკეული დეპუტატისთვის.
ამსტერდამის გაფრთხილება
2024 წლის 15 მარტს უმე-ს ადვოკატმა რობერტ ამსტერდამმა წერილობით მიმართა პარლამენტის სპიკერს და სახალხო დეპუტატებს, სადაც მან კიდევ ერთხელ ახსნა, რომ კანონპროექტი 8371 არაკონსტიტუციური და არასამართლებრივია და მისი მიღება უკრაინას არა მარტო არადემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯს შესძენს, არამედ იმ დეპუტატებს, ვინც მას ხმას მისცემს, უკვე არსებული დასავლური სანქციების პაკეტებს დააკისრებს. თანაც ეს ეხება არა მარტო უმაღლეს რადაში კენჭისყრას, არამედ უმე-ს დევნის სხვა ფაქტებსაც: ტაძრების მიტაცებას, მორწმუნეთა ცემას და ასე შემდეგ.
სანქციათა ამ პაკეტებიდან ყველაზე ცნობილია ეგრეთ წოდებული მაგნიტსკის სია. თუმცა მსგავსი სიები ბევრ ქვეანაში არსებობს და მათში ხვდებიან ის მოხელეები და სახელმწიფო მოღვაწეები, ვინც ადამიანის ფუძემდებლურ უფლებებს არღვევს. რ. ამსტერდამის სიტყვებით, ამ სიებში ადამიანის უფლებების უფრო ნაკლებად დამრღვევები ხვდებიან, შედარებით იმასთან, რასაც უკრაინაში უმე-ს მორწმუნეთა მიმართ სჩადიან.
ამსტერდამის გაფრთხილებამ ძალზე დაძაბული რეაქცია გამოიწვია უმაღლეს რადაში, რასაც თვით ადვოკატმა აპოპლექსური უწოდა (apoplectic).
ეს ნიშნავს, რომ დეპუტეტებმა გაფრთხილებები სერიუზულად მიიღეს და დაფიქრდნენ იმაზე, თუ ღირს ეს ყველაფერი იმ სანქციების ფასად, რომლებიც შეიძლება ითვალისწინებდნენ ევროკავშირის, აშშ-ს და ასე შემდეგ ქვეყნებში შესვლის აკრძალვას, აქტივების გაყინვას და მსგავს უსიამოვნებებს. 2024 წ. 18 მარტის ამსტერდამის გაფრთხილებასთან დაკავშირებით, უმაღლეს რადაში მოიწვიეს ჰუმანიტარულ და საინფორმაციო პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის სხდომა და იმდენად აღშფოთდნენ ამერიკელი ადვოკატის მოღვაწეობით, რომ მისი გაფრთხილებები ჩათვალეს მუქარად და გადაწყვიტეს უუს-ში ჩივილი. ხოლო ექს-პრეზიდენტ პ. პოროშენკოს პარტიის „ევროპული სოლიდარობის“ სახალხო დეპუტატმა ირინა გერაშჩენკომ გაფრთხილებებს ფეიკები, დეპუტატებზე ზეწოლა და სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობაში ჩარევა უწოდა. ის დაინტერესდა, შეიძლება თუ არა თვით რ. ამსტერდამს დაეკისროს სანქციები?
მართალია, ქალბატონმა გერაშჩენკომ არ იფიქრა იმაზე, რომ, პირველ რიგში, სანქციების დაკისრება სამართალდამცავთა წინააღმდეგ მათი კანონიერი სამართალდამცავი მოღვაწეობის გამო - ავტორიტარული და არა დემოკრატიული ქვეყნების სტილშია. მეორე კი, გაფრთხილებებზე თავისი გადაჭარბებული რეაქციით, მან (აგრეთვე სხვა სახალხო დეპუტატებმაც) აღმოაჩინა სწორედ ის, რომ ამ გაფრთხილებების მიმართ საკმაოდ სერიუზული დამოკიდებულება უნდა იყოს. და მესამე, თუ, მაგალითად, უფროსები აფრთხილებენ ბავშვს, რომ არ შეიძლება მიხაკების როზეტში შერჭობა, იმიტომ რომ მას დაარტყამს დენი, ეს ბავშვზე ზეწოლა და მისი თავისუფლების შეზღუდვაა?
ისინი სხვა გზით წავლენ
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ამსტერდამმა მაინც მოახდინა შთაბეჭდილება დეპუტატებზე, რადგან ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჯერ შეამზადოს დასავლეთის საზოგადოება 8371 ანტიეკლესიური კანონის მისაღებად, შემდეგ კი ის კენჭისყრაზე დააყენოს.
ჰუმანიტარულ და საინფორმაციო პოლიტიკის საკითხებში კომიტეტის უფროსმა ნიკიტა პოტურაევმა წამოაყენა წინადადება, რომ აშშ-ში გაუშვან დელეგაცია სახალხო დეპუტატებისა და სრულიადუკრაინულ ეკლესიათა საბჭოს წარმომადგენელთა შემადგენლობით, რათა მათ აუხსნან ამერიკის ისტებლიშმენტს, რომ თუ უფლების დარღვევა სინდისის თავისუფლებაზე უმე-ს წინააღმდეგ იქნება მიმართული, ეს დანაშაულად არ ჩაითვლება.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს მცდელობა იქნება წარუმატებელი, რადგან აშშ-ში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში, ერკვევიან იმაში, თუ რა არის ადამიანის უფლებები და რას ნიშნავს მათი დარღვევა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, წარმატების გარკვეული იმედი შეიძლება იყოს, ვინაიდან სწორედ ამერიკელები თავის დროზე ლობირებდნენ მეუ-ს შექმნას და შემდგომში მას აქტიურ მხარდაჭერას და დახმარებას უწევდნენ. თანაც ამის დემონსტრირებას ახდენდნენ როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები. თანაც, ჩვენი აზრით, მეუ-ს ამერიკელ ლობისტებს არ ეგონათ, რომ საქმე მივიდოდა ძალის გამოყენებით ტაძრების მიტაცებამდე, კანონმდებლობის მასიურ დარღვევამდე, სამრევლოების გადარეგისტრირებამდე, ახლა კი უკვე უმე-ს აკრძალვამდე საკანონმდებლო დონეზე.
2024 წლის 21 მარტს უკრაინელმა პოლიტოლოგმა კონსტანტინე ბონდარენკომ თავის telegram-არხზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ოფისმა მთელ რიგ დასავლურ გამომცემლობას შეუკვეთა სტატიები, რომლებიც უმე-ს წინააღმდეგ იქნება მიმართული, 8371 კანონპროექტის დასაცავად, ეკლესიის დევნის გასამართლებლად, აგრეთვე ადვოკატ რ. ამსტერდამის და მისი სამართალდამცავი მოღვაწეობის მაკომპრომეტირებლად. კ. ბონდარენკომ გაახმოვანა ამ შეკვეთის არამცირერიცხოვანი ბიუჯეტიც - 2,5 მლნ დოლარზე მეტი 2024 წ. მარტსა და აპრილში.
ხოლო 2024წ. 22 მარტს პირველი ასეთი სტატია გამოჩნდა გამომცემლობა The Wall Street Journal-ის ფურცლებზე. ვინმე ჯილიან ქეი მელჰიორმა სტატიაში „უკრაინაში „რელიგიური თავისუფლება“ საფრთხის ქვეშ არის?“ აცხადებს, რომ ამ თავისუფლებას უკრაინაში არაფერი არ ემუქრება, უმე რუსეთის მიერ არის კონტროლირებული, ხოლო რ. ამსტარდამი ავრცელებს სიყალბეებს ეკლესიის დევნის შესახებ.
თვით სტატიის ტექსტი ახდენს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ის დაწერილია უკრაინაში არც თუ ისე ნიჭიერ ავტორთა მიერ. უხეში ნარატივები და განცხადებები მტკიცებულებების გარეშე. ჯილიან მელჰიორმა, თუ ის მართლაც ამერიკელი ჟურნალისტია, თავი არც შეიწუხა ისეთი აბზაცის პერიფრაზზე, როგორიც არის: „ხუთი წლის წინ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა სრულად აღიარა დამოუკიდებელი და თვითმმართველი მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში. მაგრამ რმე და მს უმე არ აღიარებენ მეუ-ს“.
ჯერ ერთი, მს უმე ბუნებაში არ არსებობს (ეს შიდაუკრაინელი ეკლესიის მტრების მონაგონია), არსებობს უმე. მეორე, მეუ-ს აღიარება ან არაღიარება - რელიგიური თავისუფლების შემადგენელი ნაწილია, ეს უფლებაა სარწმუნოების თავისუფლებაზე.
ნებისმიერმა სამრევლომ, ნებისმიერმა მორწმუნემ შეიძლება აღიაროს ან არ აღიაროს კონსტანტინოპოლის პატრიარქის გადაწყვეტილება ისე, როგორც სხვა ნებისმიერი რელიგიური ლიდერისა და ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა.
სტატიის შინაარსი შეიცავს იმდენ გაცხადებას და ბრალდებას მტკიცებულებების გარეშე, რომ აქ ადვოკატებისთვის და სამართალდამცავებისთვის ფართო ფრონტი იხსნება გამომცემლობის პასუხისგებაში მისაცემად, მორალური ზიანის მიყენებისა და მტკიცებულებების გარეშე დისკრედიტაციის გამო.
აი, ერთ-ერთი ამის მაგალითი. ციტატა: „მს უმე-მ 2014 წელს მატერიალურად მხარი დაუჭირა რუსეთის შეჭრას ყირიმში და უკრაინის აღმოსავლეთში“. სად არის მტკიცებულებები? ეს ხომ ისეთი განაცხადია, რომელიც რეპუტაციას ლახავს. აშშ-ში, ისევე როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში, ერთმანეთისგან მტკიცედ განასხვავებენ ცალკეული პირებისა და ორგანიზაციების ქმედებებს. ის, რომ ცალკეული მორწმუნე და უმე-ს ცალკეული მღვდელიც კი მხარს უჭერდა რფ-ის აგრესიას, არანაირად არ ამტკიცებს მთელი ეკლესიის ბრალეულობას.
ამასთან დაკავშირებით ყურადღების ღირსია უუს-ს უფროსის ვ. მალიუკის ბოლოდროინდელი განცხადება. 2024 წლის 26 მარტს „ICTV ფაქტებთან“ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ დღესდღეობით სასამართლომ 23 მღვდელმსახურს გამოუტანა განაჩენი. მთლიანობაში კი უმე-ს სამღვდელოების 37 წარმომადგენელი იყო ეჭვმიტანილი და გახსნილი იყო 80-ზე მეტი სისხლის სამართლის წარმოება. ვიმეორებთ: 23 განაჩენი! მოდით, შევადაროთ ეს რიცხვი თვით უუს-ში მოღალატეთა რაოდენობას. ჯერ კიდევ 2016წ. უუს-მ თავის საიტზე გამოაქვეყნა ყოფილ თანამშრომელთა სახელობითი სია, რომლებიც რუსეთის მხარეზე გადავიდნენ და მათი რაოდენობა 1391(!) ადამიანი იყო, მათ რიცხვში კი ერთი გენერალ-მაიორი და 47 პოლკოვნიკია. თავის წიგნში „შოუმენი“ ვლადიმერ ზელენსკის შესახებ საიმონ შუსტერი ციტირებს ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს უკვე ყოფილ მდივანს ალექსეი დანილოვს, რომელიც ყვებოდა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში უსაფრთხოების სტრუქტურებში ყველაზე მეტი დეზერტირი სწორედ უუს-ში იყო. ზუსტი რიცხვი დასახელებული არ ყოფილა, მაგრამ ითქვა, რომ „მათ წასვლამ უუს-ს რიგები დააცარიელა“. და სად არის კანონპროექტები უუს-ს აკრძალვის შესახებ? სად არის ბრალდებები ნაციონალური უსაფრთხოების რყევის შესახებ? სად არის მოწოდებები, რომ მთელი უუს გამოცხადდეს დამნაშავედ მისი ამ თანამშრომელთა ქმედებების გამო?
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისეთი გამოცდილი ადვოკატი, როგორიც რ. ამსტერდამია, აუცილებლად გამოიყენებს ამ ფაქტებს თავისი პოზიციის არგუმენტაციისთვის.
ქმედებები უმე-ს დასაცავად
უმე-ს მიმდევრები ერთ ადგილას არ სხედან, ისინი აგრეთვე აქტიურად მოქმედებენ თავიანთი ეკლესიის დასაცავად. ზემოთ ვახსენეთ ადვოკატი რ. ამსტერდამი. 2024წ. 26 მარტს საიტზე United Nations Ukraine გამოქვეყნებული იყო გაეროს უმაღლესი სამმართველოს კომისრის მოხსენება „უკრაინაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ“. მასში ამტკიცებენ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები და მრევლი დაშინების ქვეშ იმყოფებიან“. მოხსენებაში აღწერილია ტაძრების ძალისმიერი მიტაცების რამდენიმე შემთხვევა. იმავე დღეს NGO Public Advocacy-ს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანიზაციის YouTube-არხზე გამოქვეყნებული იყო ინტერვიუ უმე-ს ადვოკატთან, დეკანოზ ნიკიტა ჩეკმანთან, სადაც ლაპარაკია უმე-ს მორწმუნეთა უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე, ტაძრების ძალისმიერ მიტაცებებზე, ჩხრეკებზე უმე-ს მორწმუნეთა სამართალდამცავ ცენტრში, მჟკ-ს ჟურნალისტთა დაპატიმრებებზე და ასე შემდეგ.
მორწმუნეთა უფლებების დარღვევის მოცემული ფაქტები გავრცელდება საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანიზაციათა შორის, აგრეთვე მოსმენილი იქნება გაეროში ადამიანის უფლებათა სესიაზე.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უმე-ს დამცველები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღება მორწმუნეთა უფლებების დარღვევებზე გაამახვილონ. უმე-ს მტრებთან ჭიდილში, რომლებიც საწინააღმდეგოს მტკიცებას ცდილობენ, მათ ბევრად მეტი შანსი აქვთ. ეს დარღვევები ხომ იმდენად ბევრია, რომ მათი დაფარვა ან სხვაგვარი ინტერპრეტირება უკვე შეუძლებელია. მით უმეტეს, რომ მათი უმრავლესობა დოკუმენტირებულია და გაფორმებულია უკრაინის სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებში განცხადებების სახით.
გარდა ამისა, უკრაინის ხელისუფლებამ გადაწყვიტა განახორციელოს ქმედებები, რომელთაც დასავლეთში დათმენის თითქმის ნულოვანი ხარისხი გააჩნია. ლაპარაკია ჟურნალისტთა და ადვოკატთა საქმიანობის ხელყოფაზე. მართლმადიდებელ ჟურნალისტთა უსაფუძვლო დაჭერები და საადვოკატო პრაქტიკაში უხეში, უკანონო ჩარევა დასავლეთში უკიდურესად ნეგატიურად აღიქმება.
მაგრამ საკმარისი არ არის, რომ უკრაინაში სინდისის თავისუფლებაზე უფლების დარღვევაში მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებრიობის დახმარებისა და დასავლეთის ქვეყნების რეაქციის იმედი ვიქონიოთ. ყველაზე მთავარი ქვეყნის შიგნით მორწმუნეთა სიმტკიცეა.
უმე-ს არსებობის გარანტი არა ამერიკელ და სხვა ადვოკატთა დაცვა, არამედ ეკლესიის მორწმუნეთა ერთგულებაა, რომლებიც მზად არიან, მიუხედავად მუქარისა და დაშინებისა, დაიცვან თავიანთი რელიგიური შეხედულებები.
ტაძრის წართმევა შესაძლებელია, მაგრამ რწმენის წართმევა - არა. იურიდიულად შესაძლებელია სამრევლოს გადარეგისტრირება, მაგრამ თუ მრევლი ადასტურებს თავის ერთგულებას უმე-ს და მისი წინამძღოლის მიტროპოლიტ ონოფრეს მიმართ, ის ეკლესიაში რჩება, ხალხი აგრძელებს ყველა ქრისტიანთან ერთობაში ყოფნას, როგორც ქრისტეს სხეულის ნაწილები. და ამას ვერანაირი ანტიეკლესიური კანონები და აკრძალვები ვერ მოშლიან. ჩვენი ძალა საკუთარი რელიგიური არჩევანის ერთგულებაში, ქრისტეს ერთგულებაში, მისი მცნებების დაცვაშია.
რა შეიძლება მოხდეს მომავალში
ალბათ, რაღაც დროით ანტიეკლესიურ კანონპროექტს 8371 შეაჩერებენ. დაელოდებიან დასავლეთის საზოგადოებრიობის რეაქციას შეკვეთილ სტატიებზე უმე-ს და მისი დამცველების წინააღმდეგ. შესაძლებელია, რომ აშშ-ში გაამგზავრონ დელეგაცია ჩინოვნიკებისა და სხვადასხვა კონფესიათა წარმომადგენლების შემადგენლობით, რომლებიც შეეცდებიან დაარწმუნონ თანამოსაუბრეები, რომ უკრაინაში სარწმუნოების დევნა არ არსებობს. ისეთი ფაქტები, როგორც ტაძრების მიტაცებები, უკანონო გადარეგისტრირებები, სამწუხაროდ, გაგრძელდება. მაგრამ ხელისუფლების ქმედითი ნაბიჯები უმე-ს აკრძალვასთან დაკავშირებით (ან ამ ნაბიჯების არარსებობა) ძირითადად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მდგომარეობაა ფრონტებზე.
აქ ახალი არაფერია. ნებისმიერი ხელისუფლება საკუთარი სხვადასხვა მარცხის დროს ცდილობს, რომ ხალხის ბრაზი სხვა ვინმეზე გადაიტანოს. ეს ყოველთვის ასე იყო. გავიხსენოთ იმპერატორ ნეონის დროს ქრისტიანთა პირველი დევნა. როდესაც 64 წელს პრაქტიკულად მთელი რომი დაიწვა და მოქალაქეებს შორის გაჩნდა აზრი, რომ ქალაქი თვით იმპერატორმა გადაწვა, ხელისუფლებამ, ბევრი ფიქრის გარეშე, ამაში ქრისტიანები დაადანაშაულა.
ახალი რელიგია, გაუგებარი, საეჭვო - ძალზე ხელსაყრელი მიზანია იმისთვის, რომ ბრბოს ბრაზი მასზე გადაიტანო. ანალოგიური შეიძლება დღესაც ხდებოდეს.
თუ ომში მარცხი იქნება, ხელისუფლებამ შეიძლება ეკლესიის დევნა გაააქტიუროს, რომ უკრაინის საზოგადოებამ უმე-ში მტერი დაინახოს, თავისი ყურადღება მასთან გამკლავებაზე გადაიტანოს და ხელისუფლებას უხერხული კითხვები არ დაუსვას. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ფაქტორია იმ მრავალთა შორის, რომლებიც სიტუაციის განვითარებაზე იმოქმედებენ. იმოქმედებს აგრეთვე დასავლეთის ქვეყნების აზრი, უკრაინის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლა და კიდევ ბევრი სხვა რამე.
მაგრამ ყველაზე მთავარი ღვთის განგებაა, რომელმაც სიტუაცია შეიძლება ისე შეატრიალოს, რომ ახლა ამას ვერავინ ვერ წარმოიდგენს. „მრავალნი ზრახვანი არიან გულსა კაცისასა, ხოლო ზრახვაი უფლისაი ჰგიეს უკუნისამდე“ (იგავ. 19:21).
პომპეოს გარეშე: "მეუ-ს პროექტის" საერთაშორისო მხარდაჭერის დასასრულის დასაწყისი?
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ პომპეო აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ იქნება. რას ნიშნავს ეს მეუ-სთვის?
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?