ანტიოქიის საპატრიარქოს წმიდა სინოდმა ლიბანში მშვიდობისკენ მოუწოდა

ანტიოქიის ეკლესიის სინოდი. ფოტო: doxologiainfonews.com

2024 წლის 8 ოქტომბერს ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა იოანემ მოიწვია ლიბანის ანტიოქიის საპატრიარქოს წმინდა სინოდის გადაუდებელი და საგანგებო სხდომა.

პირველი იერარქის ეს გადაწყვეტილება გამოწვეული იყო ისრაელის მზარდი აგრესიით და მისი შედეგებით ლიბანში, ასევე დიდი რაოდენობის მსხვერპლით, მათ შორის ,,ჰეზბოლას’’ გენერალური მდივნის საიდ ჰასან ნასრალას და მისი უფროსი თანაშემწეების გარდაცვალებით, იუწყება Doxologia infonews. შეხვედრისას წმინდა სინოდის მამებმა დაგმეს ლიბანში დანაშაულის, სიგიჟისა და ძალადობის ზრდა.

სინოდმა მადლობა გადაუხადა ხელისუფლებას გაწეული ძალისხმევისთვის, სამხედროებს ქვეყნის დაცვისთვის, მადლობა გადაუხადა სამოქალაქო საზოგადოებას დაზარალებულთა დახმარებისთვის და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას გააკეთოს ყველაფერი, რათა ხალხი დაბრუნდეს საკუთარ სახლებში.

ანტიოქიის საპატრიარქოს წმიდა სინოდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეკლესია მხარს უჭერს თავის ხალხს“.

დასასრულს, წმინდა სინოდის წევრებმა უფალს მშვიდობისთვის ლოცვა შესწირეს. ასევე ილოცეს სულიერი სიმშვიდისთვის, რომ უფალმა შიიღოს მიცვალებულები, განკურნოს ავადმყოფები, გამძლეობა შეჰმატოს ყველას და განკურნოს ადამიანთა გულები.

როგორც მჟკ იტყობინება, ანტიოქიის პატრიარქმა იოანემ შეადარა ქრისტიანთა იძულებითი ემიგრაცია წმინდა მიწიდან ქრისტეს სხეულის სისხლმდენ ჭრილობას.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.