მიტროპოლიტი ილარიონი: რმე არ სურს პირველობა მართმადიდებლურ სამყაროში

18 May 2021 19:18
129
მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი). ფოტო : СПЖ მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი). ფოტო : СПЖ

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა რმე დაადანაშაულა პირველობის პრეტენზიაში მართმადიდებლურ სამყაროში, ასევე აფხაზეთისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაში.

კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბრალდებებზე РИА Новости -თან კომენტარი გააკეთა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების უფროსმა მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი). ინტერვიუ ჩაწერა ოლგა ლიპიჩმა.

პატრიარქმა ბართლომემ რუსეთის ეკლესია დაადანაშაულა აფხაზეთისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაში და ერთ-ერთ ქართულ არხთან ინტერვიუში მწვავე განცხადებები გააკეთა.

– ვლადიკა, რაზე არის ეს ბრალდებები დაფუძნებული?, თითქოსდა რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიას სჭირს ,,მესამე რომის’’ დაავადება და მას სწყურია ,,ლიდერობა მართმადიდებლურ სამყაროში?“

– ეს არის ცივი ომის მოძველებული რიტორიკა, გასული საუკუნის, 1960 წლის დროინდელი. გასულ წელს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო იქნა გამოაშკარავებული და გამოქვეყნდა მთელი რიგი ინფორმაცია, რომელიც ამ თემას ეხებოდა. იმ დროს, შეერთებული შტატების დაზვერვა აქტიურად იკვლევდა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ათენაგორასთან კონტაქტის იდეას, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო შესაძლებელი იყო გამოეყენებინათ როგორც საბჭოთა გავლენის გადასაწონი მართმადიდებლურ სამყაროში. სწორედ მაშინ გაჩნდა არგუმენტები, თითქოს რუსეთის ეკლესია მოწყურებული იყო მსოფლიო დიდებას, თითქოს ჩვენ ვქადაგებთ ,,მესამე რომის ‘’ იდეოლოგიას.

შემდეგ შესაბამისი თეზისები ჟღერდა ფანარიონის ხელმძღვანელობის ამერიკელ დიპლომატებთან კონტაქტებში (სტამბულში კონსტანტინოპოლის ეკლესიის ცენტრი - რედ.).

-სინამდვილეში რუსულ ეკლესიას არ სურს იყოს პირველი მართლმადიდებლურ სამყაროში?

-რასაკვირველია, არა. ეს სუფთა მითია და ამაზე არაერთხელ მისაუბრია. ჩვენთვის სრულიად მისაღებია ჩვენი ადგილი დიპტიხებში. ჩვენი ოფიციალური პოზიცია მართლმადიდებელ ეკლესიაში პირველობასთან დაკავშირებით გადმოცემული 2007 წელს წმინდა სინოდის მიერ მიღებულ დოკუმენტში, - ნებისმიერ მსურველს შეუძლია მას გაეცნოს.

კონსტანტინოპოლთან ურთიერთობის იძულებით გაწყვეტამდე ჩვენ ვაღიარებდით კონსტანტინოპოლის კათედრის პირველობას ხარისხის მიხედვით, მსოფლიო საეკლესიო კრებების წესების ფორმულირების შესაბამისად. არ არსებობს რუსეთის ეკლესიის არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი, არც ერთი ოფიციალური განცხადება, პატრიარქის არც ერთი გამოსვლა, სადაც განცხადებული იყო, რომ მოსკოვი არის მესამე რომი.

„მესამე რომი“ - ეს არის რელიგიურ-პოლიტიკური იდეა, რომელიც ბიზანტიიდან რუსეთში XVI  საუკუნეში ჩნდება. 1589 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქი იერემია II რუსეთში პატრიარქობის დაწესების თაობაზე დებულების სიგელში რუსეთის სამეფოს უწოდებს „მესამე რომს“, რომელმაც ყველას გადააჭარბა ღვთისმოსაობით“. თუმცა, ეს იდეოლოგია არასდროს არ იყო დადასტურებული ოფიციალურად რუსულ ეკლესიაში.

განცხადება, რომ თითქოს რუსული ეკლესია თავის ქმედებებში ხელმძღვანელობს „მესამე რომის“ იდეოლოგიით იგივეა, მიიჩნიო, რომ თითქოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ცდილობს ე.წ. „დიდი იდეის“ ( ბერძნული სახელმწიფოს აღდგენა ბიზანტიის იმპერიის ადრინდელ საზღვრებში) რეალიზაცია. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ XX საუკუნეში კონსტანტინოპოლის პატრიარქებს შორის ნამდვილად იყვნენ „დიდი იდეის“ მიმდევრები - პირველ რიგში, პატრიარქი მელეტი (მეტაკსაკისი). მოსკოვის პატრიარქებს შორის კი არ ყოფილა არც ერთი, ვინც გამოხატავდა „მესამე რომის“ იდეის მხარდაჭერას.

-ეთანხმებით თუ არა პატრიარქ ბართოლომეოსის თეზისს, რომ რუსულ ეკლესიას „არ გააჩნია ავტოკეფალიის არც აფხაზეთისთვის და არც ნებისმიერი სხვა ეკლესიისთვის მინიჭების უფლება?“
-საკითხის ასე დაყენება, უკვე აბსურდულია. რუსულ ეკლესიას არასდროს ჰქონია სურვილი ავტოკეფალია მიენიჭებინა „ნებისმიერი მსურველისთვის“ (“tu anyone in general”).  ნებისმიერი მსურველისთვის ავტოკეფალიის მინიჭების უფლებაზე პრეტენზია სწორედ რომ კონსტანტინოპოლს გააჩნია. თუმცა, ისტორიაში ავტოკეფალიას არა მხოლოდ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ანიჭებდა. მაგალითად, უძველეს ქართულ ეკლესიას ავტოკეფალის ანტიოქიის საპატრიარქომ უბოძა.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორიაა და რუსეთის ეკლესიას ეს სადაოდ არ გაუხდია.

-თუმცა, რუსეთის ეკლესიამ ავტოკეფალია ოდესღაც მიანიჭა თავის ტემებს ჩრდილოეთ ამერიკაში.-

-დიახ, იმიტომ რომ მართლმადიდებლობა ჩრდილოეთ ამერიკაში ჩამოყალიბდა რუსი ბერებისა და რუსი მისიონერების ქადაგების წყალობით. მათი თავგანწირული ძალისხმევისა და  ფართო მისიონერული მსოფლმხედველობის წყალობით ამერიკის ეკლესია არ ჩაიკეტა ერთი ეროვნული ტრადიციის ჩარჩოებში, არამედ შეძლო ღრმად ინტეგრირება საკუთარი ქვეყნის ცხოვრებაში.

ამჟამად ეს არის სრულიად დამოუკიდებელი და თვითმყოფადი ეკლესია, საკუთარი წესდებითა და ღვთისმსახურების ტრადიციებით, შიდა ცხოვრების წესითა და საკუთარი შეხედულებით ქადაგებაზე და მსოფლიოში ეკლესიის ადგილზე.

-მოსკოვის საპატრიარქოს არ ჰქონდა სურვილი მიეღო გავლენა „ამერიკის ყველაზე მდიდარ მართლმადიდებელ თემზე“, როგორც ამას პატრიარქი ბართოლომეოსი აცხადებს?

-არაფერს ცუდს არ ვხედავ ან დამამცირებელს იმაში, რომ აშშ-ში ბერძნული დიასპორა ფინანსურად მხარს უჭერს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. საპატრიარქო შემჭიდროებულ გარემობებშია და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს დახმარება მეტყველებს ღვთისმოსაობასა და ბერძნული დიასპორის პატრიოტიზმზე აშშ-ში. თუმცა, უხეში შეცდომა იქნებოდა ფანარიონისა და აშშ-ში ბერძნული დიასპორის დღევანდელი ფინანსური ურთიერთობების პროეცირება მოგვეხდინა ჩრდილოეთ ამერიკაში რუსული ეკლესიის მისიის ისტორიაზე.

ვფიქრობ, ღირსი გერმან ალასკელი, რომელიც ქადაგებდა XVIII  საუკუნეში კადიაკში ალეუტების ტომებთან, ნაკლებად ფიქრობდა მოგებაზე. გარდა ამისა, როგორ შეეძლო ავტოკეფალიის მინიჭებას უზრუნველეყო რუსული ეკლესიისთვის რაიმე სარგებელი, თუნდაც ჰიპოთეზურად?

-მიზანშეწონილია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მეუ), რომელიც შეიქმნა უკრაინის განხეთქილებაში მყოფი სტრუქტურების ბაზაზე და რომელსაც ავტოკეფალია მიანიჭა კონსტანტინოპოლმა, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის (ამე) აღიარების პროცესთან შედარება? ამე-ს „ფსევდო- ავტოკეფალური ეკლესია“ უწოდა პატრიარქმა ბართოლომეოსმა ინტერვიუში, რომელიც „ამ დრომდე არავის უღიარებია“?

-აღსანიშნავია, რომ ეს სიტყვები ითქვა ქართული მას-ის მიერ. ამასობაში, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალურ სტატუსს აღიარება ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიების მნიშვნელოვანი ნაწილია. და რასაკვირველია, კონსტანტინოპოლშიც კი არავის ეპარება ეჭვი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპატისა და წინამძღოლის კანონიკურ ღირსებაში. პატრიარქი ბართოლომეოსი და სხვა ადგილობრივი ეკლესიების მეთაურები ხვდებიან და მსახურობენ უნეტარეს მიტროპოლიტ ტიხონთან.

და ბევრმა წინამძღოლმა, პატრიარქ ბართოლომეოს გარდა, ამ დრომდე თანაიმსახურა ეპიფანე დუმენკოსთან (მეუ-ს მეთაურთან -რედ.)? ის მართლმადიდებელი იერარქებიც კი, ვინც ზეწოლით დათანხმდა უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების აღიარებას, თავს არიდებენ მათთან თანამსახურებას.

-როგორ ფიქრობთ, საიდან აქვს პატრიარქ ბართოლომეოსს ინფორმაცია, რომ თითქოს რუსულ ეკლესიას ჰყავს ეპისკოპოსი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში?

-იქნებ არაკომპეტენტური მრჩევლებისგან? მე გავეცანი ქართული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუს და არაავტორიზებულ ინგლისურ თარგმანს, მაგრამ თავად პატრიარქის ბერძნული სიტყვა ჩანაწერში ცუდად ისმის. თუ პატრიარქმა ეს ნამდვილად ასე თქვა, ეს შეცდომაა. რუსულ ეკლესიას არანაირი ეპისკოპოსი არ ჰყავს არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში.

ჩვენ დიდი ხანია შევნიშნეთ, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ცუდადაა ინფორმირებული, მაგალითად, უკრაინის საკითხზე.

-და რაც შეეხება უკრაინის საკითხზე ინფორმირებულობას?

-იმაზე, რომ უკრაინაში მათ მიერ აღიარებული განხეთქილებაში მყოფების ნაწილს არ ჰქონია სამოციქულო მიმკვიდრეობითობა, პატრიარქ ბართოლომეოსს, როგორც ვიცი, თავის დროზე არ შეატყობინეს მისმა მრჩევლებმა. ჩვენი ცნობები კი ამ თემაზე ან არ მიდიოდა პატრიარქამდე ან მის მიერ იგნორირებული იყო.

უკრაინაში მან „ლვოვის მიტროპოლიტი ხარისხში აღადგინა“ ყოფილი დაქორწინებული მღვდელმთავარი, რომელიც განხეთქილებაში წასვლამდე მიტროპოლიტი არ იყო და არც ლვოვის კათედრა არ ეკავა.

მოხსენებები და დოკუმენტები, რომლებიც ოფიციალურად და არაოფიციალურად გამოქვეყნდა უკრაინაში კონსტანტინოპოლის შეჭრის დასაცავად, მოიცავს რიგ უხეშ შეცდომას რუსული ეკლესიის შიდა ცხოვრების მოწყობისია და ისტორიის სფეროში.

ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც საქმე ეხება ერთგვარ გაურკვევლობას, პირველი პირის ცუდ ინფორმირებულობას. ან მორიგ პროპაგანდისტულ მითოლოგემას - „მესამე რომის“ იგავის და „მსოფლიო ბატონობისადმი“ თითქოსდა ჩვენი სწრაფვის სულისკვეთებით.

- თქვენი აზრით, არსებობს კონსტანტინოპოლისთვის სიტუაციის გამოსწორების შესაძლებლობა?

-რუსულ ენაში არის ასეთი გამოთქმა: „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“. თუ ჩვენ გვსურს აღვადგინოთ მართლმადიდებლობის ერთიანობა, ჩვენ დიალოგი გვჭირდება.

2018 წლის აგვისტოში უწმინდესმა პატრიარქი კირილე სტამბულს ეწვია: მან პატრიარქ ბართოლომეოსს შესთავაზა არ ეჩქარა დასკვნების გაკეთება, მაგრამ ერთობლივად და სერიოზულ სამეცნიერო საფუძველზე  შეისწავლოს უკრაინის საეკლესიო საკითხი. მთელი მართლმადიდებლობის სამწუხაროდ, პატრიარქმა ბართოლომეოსმა მაშინ განაცხადა, რომ მას ამის დრო არ გააჩნია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ