მიტროპოლიტი პავლეს სასამართლო: რა მოხდება?
როგორც 100 წლის წინ, დღესაც აპატიმრებენ ეპისკოპოსებს. ფოტო: СПЖ
2023 წლის 14 ივლისს გვიან ღამით სოლომენის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვიქტორია ჟოვნოვატიუკმა ვიშგოროდის მიტროპოლიტი პავლე გისოსებს მიღმა დატოვა იმ მითითებით, რომ მას შეუძლია საპატიმრობს დატოვება, თუ შეიტანს 33, 3 მილიონ გრივნას გირაოს სახით.
გასაგებია, რომ მეუფე ასეთ თანხას ვერ შეაგროვებს, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ციხიდან მას სავარაუდოდ, არ გამოუშვებენ. ასევე სრულიად ნათელია, რომ საქმე მის წინააღმდეგ იყო შეთითხნილი და ბრალმდებლებიც უხერხულად გრძნობდნენ თავს სასამართლოს დროს „დაემტკიცებინათ მღვდელმთავრის ბრალეულობა“. აქ ჩვენ არ დავიწყებთ მთელი სასამართლო პროცესის პერიპეტიების გარჩევას. ჩვენ გვაინტერესებს სხვა რამე - რა იქნება შემდეგ? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რას ნიშნავს უმე-თვის მიტროპოლიტ პავლეს დაპატიმრება და შეიძლება თუ არა ამის ფონზე პროგნოზირება, რა ელოდება ჩვენს ეკლესიას?
რატომ მიტროპოლიტი პავლე?
დავიწყოთ იქიდან, რომ მიტროპოლიტი პავლე - ძალიან შესამჩნევი და მედიური პერსონაა. ამაში თავად ისაა „დამნაშავე“ და ასევე ადგილობრივი მის-ები, რომლებმაც შეგნებულად გამოძერწეს მისგან საეკლესიო ანტიგმირის სახე. მრავალი წლის მანძილზე კულტივირებული იყო მითი მიტროპოლიტის „მდიდრულ ცხოვრების წესზე“, თუმცა „ფუფუნების“ არანაირი კონკრეტული მტკიცებულებები, ყველაზე ცნობილი „მერსედესის“ გარდა, რომელიც იყო ნაჩუქარი ერთ-ერთი კეთილისმყოფელის მიერ, არ ყოფილა. საქმე იქამდე მივიდა, რომ საერო მის-ები თავხედურად მოიხსენიებდნენ მეუფეს მისი ავტომობილის მარკის მიხედვით, თითქოს ის მხოლოდ წარმომადგენლობითი მანქანით მგზავრობდა, ხოლო მაგალითისთვის, იგივე, დუმენკო - საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს.
ამასთან, არც ერთ ჟურნალისტს არ სურდა ისტორიის მოსმენა, თუ როგორ ეხმარებოდა მიტროპოლიტი პავლე თავისი პირადი სახსრებით სემინარისტებს, როგორ უხდიდა მათ ქორწილებს, მკურნალობას, სახლში გამგზავრებას და ა.შ. ბევრი ასეთი ისტორიის მოყოლა შეეძლო ლავრის ბერებს, მაგრამ როგორც ვთქვით, ეს ისტორიები არავის აინტერესებს.
საინტერესო იყო „მერსედესი“, მღვდელმთავრის და ამის მეშვეობით მთელი უმე-ს დამცირება. მის-ები გულმოდგინედ აიგივებდნენ მეუფის სახეს მთელს ეკლესიასთან, ამით პროვოცირებდნენ რა ყველა მის რეალურ და მოგონილ ამბებს ყველა მღვდელმთავარზე, მღვდელსა და მორწმუნეზე. მეუფე იტანჯებოდა ამისგან, მას ტკიოდა, მაგრამ ჩუმად იყო ამ ტკივილზე. მან მხოლოდ სასამართლოზე ამოიღო ხმა, რამოდენიმეჯერ გაუსვა რა ხაზი იმას, რომ ის უკვე „მერსედესი“ არაა, არამედ „ტესლაა“. ვიღაცა მის სიტყვებს, როგორც ხუმრობას ისე იღებს. სინამდვილეში, მასში ჩანს ისეთი მძაფრი და აუტანელი ტკივილი, რომ მეუფის გაგება შეეძლო მხოლოდ მას, ვინც მის ადგილას იყო.
ასე რომ, ამ წლების განმავლობაში ჟურნალისტებმა ხელისუფლების ნებართვით მოახერხეს საზოგადოებაში მიტროპოლიტ პავლეს ნეგატიური ხატის ჩამოყალიბება. ამასთან, იმდენად მოახერხეს, რომ ზოგიერთი მორწმუნე, უყურებს რა მის დაკავებას და ციხეში ჩასმას, ამბობს, რომ „ყველაფერი მართებულადაა“.
ნამდვილად, ხელისუფლებამ აირჩია „სწორი“ მსხვერპლი. სწორედ ის, რომელსაც ისინი მრავალი წელი ამზადებდნენ და რომელსაც იყენებდნენ უმე-ზე ანგარიშსწორებისთვის საჩვენებელი მაგალითის სახით.
და ვინ არიან მოსამართლეები?
ამასთან, აირჩიეს არა მხოლოდ მიტროპოლიტი პავლე, არამედ მოსამართლეებიც, ბრალმდებლებიც და საერთოდ, „პროცესის ყველა მონაწილე“. სასამართლოზე მიმდინარე ყველა მოვლენა იყო ფარსი და თეატრალური წარმოდგენა. მოსამართლე ჟოვნოვატიუკი უბრალოდ ვერ მიიღებდა სხვა გადაწყვეტილებას. ვიქტორია სერგეევნა ხომ საკმაოდ ცნობილი და სკანდალური პიროვნებაა. სხვათაშორის, ის დადის იმაზე ძვირადღირებული ავტომობილით, ვიდრე ლავრის წინამძღოლი. მისი Toyota Land Cruiser 200 3 მილიონ გრივნაზე მეტი ღირს. 2023 წლის მაისში ამ მანქანის ირგვლივ სკანდალი აგორდა. როცა მოსამართლის მიერ არასწორად პარკირებული „ტოიოტა“ ევაკუატორით წაიყვანეს, მისი ქმარი მოვარდა და თავს დაესხა კომუნალური სამსახურის თანამშრომელს და მას ცრემლსადენი გაზი დაუშინა.
ასევე ჟოვნოვატიუკს სდებდნენ ბრალს „კრიმინალური ავტორიტეტის ინტერესების მსახურებაში“ და „პოლიტიკურ გავლენაში“ პეტრე პოროშენკოს მხრიდან (უკვე არ გვიკვირს, რომ გადაწყვეტილებას მიტროპოლიტ პავლეს დაკავების შესახებ იღებს პოროშენკოსთან დაკავშირებული ადამიანი, არა?).
ყველაზე მეტად ჟოვნოვატიუკი „გამოირჩეოდა“ უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოში კონკურსის გასაუბრებაზე, სადაც ის ცდილობდა თავი აერიდებინა საერთაშორისო ექსპერტების საზოგადოებრივი საბჭოს თავმდჯოამრის სერ ენტონი ჰუპერის კითხვებზე. შედეგად, ვიქტორია სერგეევნა მოიხსნა კონკურსიდან „მის კეთილსინდისიერებაში დასაბუთებული ეჭვების“ გამო. ამიტომაც, მიტროპოლიტ პავლეს საქმეში სხვა გადაწყვეტილების მიღება მას არ შეეძლო. ეს იმდენად ცხადია, რომ თავად მიტროპოლიტმა პავლემაც თქვა - „მოსამართლემ გვიჩვენა, რომ ის იმყოფება იმ ადამიანების ზეწოლის ქვეშ, რომლებიც ამით არიან დაინტერესებულნი“. და ის მეუფეს ასამართლებდა არა რაიმე კონკრეტული დანაშაულის გამო, არამედ მეუფეს ადვოკატის ნიკიტა ჩემკანის სიტყვებით „მართლმადიდებლური რწმენის გამო, საქმის მასალებში ხომ სხვა არაფერია, რასაც მის-ები აბუქებენ. ყველა ეს ფრაზა კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი“.
რისთვის?
თუმცა, მეუფეს ასამართლებენ არა მხოლოდ ამის გამო. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მისი სახით ასამართლებენ მთელს ეკლესიას, უმე-ს. უფრო მეტიც, მისი სახით ასამართლებენ თითოეული ჩვენგანის უფლებას გამოთქვას თავისი აზრი. აკი ყველაფერს, რასაც მეუფეს აბრალებენ, ის ამბობდა არა საჯაროდ, არამედ კერძო სატელეფონო საუბრებში, რომელსაც, გარდა ამისა, უსმენდნენ სპეცსამსახურები სასამართლოს ნებართვის გარეშე.
ასევ, მისი სახით ასამართლებენ ყველას, ვინც გარისკავს ყველაფერს თავისი სახელი უწოდოს. ყველას, ვინც განხეთქილებას უწოდებს განხეთქილებას, სამოქალაქო ქორწინებას - სიძვას, ხოლო ჰომოსექსუალიზმს - უკუღმართობას.
ასევე, მიტროპოლიტის სახით ასამართლებენ ყველას, ვინც გაბედავს იფიქროს არსებული „პარტიის ხაზის“ საპირისპიროდ ფიქრს. ახლა ადამიანს არა მხოლოდ არა აქვს უფლება ისაუბროს ის, რასაც ფიქრობს, არამედ უფლება არა აქვს იფიქროს, რასაც ფიქრობს. მეუფეს ბრალად დასდეს არა მხოლოდ სიტყვები, არამედ ფიქრებიც, მოსამართლეების აზრით, დაასრულეს რა ის ფიქრები, რასაც ის გულისხმობდა.
ყველაზე მეტად ასამართლებენ ქრისტიანობას. ეს რელიგია არაა მორგებული „ახალ ადამიანზე“. რადგანაც სახარება არის შინაგანი თავისუფლება, რომელსაც ციხის საკანში მაინც ვერ გამოამწყვდევ.
რა იქნება?
მსგავს სიტუაციას ეკლესიის ისტორიაში უკვე ჰქონდა ადგილი.
გასული საუკუნის 20-იან წლებსი საბჭოთა ხელისუფლებამ გადწყვიტა, რომ ეკლესია არის ერთადერთი „ლეგალური კონტრრევოლუციური ორგანიზაცია“ სსრკ-ს ტერიტორიაზე. რატომ? იმიტომ რომ მორწმუნეებს ჰქონდათ თავიანთი შეხედულება ბოლშევიკების მიერ ჩადენილ უკანონობაზე, რადგანაც მათი აზრების კონტროლი ძნელი იყო და შესაბამისად, ყველა მათგანი გამონაკლისის გარეშე „არასაიმედო ელემენტი“ იყო.
მაშინ, 20-იან წლებში, საბჭოების ხელისუფლებამ მოიფიქრა მიზეზი, რომელმაც საშუალება მისცა მას დაეწყო ეკლესიაზე ღია დევნა - „საეკლესიო ფასეულობების ამორება“ მოშიმშილე ვოლგისპირელების სასარგებლოდ. ეს ფორმალური მიზეზი საჭირო იყო იმისთვის, რომ „გაეწმინდათ“ საბჭოთა კავშირის რელიგიური სივრცე „არასწორი“ ეკლესიისგან და გაენთავისუფლებინათ ადგილი „სწორი“, განახლებადი ეკლესიისთვის. იმისთვის, რომელიც იმდენად უწყობდა ფეხს ხელისუფლებას, რომ კარიკატურისტები მის „მღვდლებს“ ბუდიონოვკებშიც კი გამოსახავდნენ. იმისთვის, რომელიც ფანარიონმა აღიარა (დიახ, დიახ, ამაშიცაა დამთხვევა).
ვინც უარზე იყო მძიმე ხვედრი ელოდა: სამღვდელოების ნაწილი ქვეყნიდან გაუშვეს, ვისაც არ ჰქონდა წასვლის სურვილი - გადაასახლეს. ვინც იქაც არ ივიწყდება ქრისტეს - დახვრიტეს.
დღეს, ასი წლის შემდეგ, ყველაფერი მეორდება. ჩვენს ეპისკოპოსებს, მღვდლებსა და ერისკაცებს ისევ, როგორც ასი წლის წინ, სთავაზობენ „სწორ ეკლესიაში“ გადასვლას. ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ მათ გადასვლაზე უარის გამო იგივე ხვედრი ელოდებათ, რაც ასი წლის წინ - ქვეყნიდან გაძევება ან ციხე. ვიმედოვნოთ, რომ მეუ-ში გადასვლის არმოსურნეებს არ დახვრეტენ, თუმცა, დარწმუნებულები ვერ ვიქნებით დიდი უროსა და ცრემლსადენის გაზის შემყურე, რომელიც უკვე გამოიყენეს ტაძრების მიტაცებისას. ასე რომ კითხვაზე „რა იქნება?“ პასუხის გაცემისას, ვპასუხობთ - იქნება ის, რაც ადრე იყო. რადგანაც „არაფერი ახალი არაა ამ ქვეყანაზე“.
ეკლესიისთვის ისევ მძიმე დღე იქნება. მაგრამ...
ისევე როგორც ბევრჯერ ჩვენამდე - ქრისტე ისევ გაიმარჯვებს, რადგანაც მან დააარსა ისეთი ეკლესია, რომელსაც ვერ დაძლევს ბჭენი ჯოჯოხეთისანი. ეკლესია ისევ გაიმარჯვებს, ხოლო მისი მდევნელები სახელს მოუშორებელი სირცხვილისთვის იმეტებენ.
რადგანაც „არაფერი ახალი არაა ამ ქვეყანაზე“.
პომპეოს გარეშე: "მეუ-ს პროექტის" საერთაშორისო მხარდაჭერის დასასრულის დასაწყისი?
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ პომპეო აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ იქნება. რას ნიშნავს ეს მეუ-სთვის?
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?