"კრემლის ხელი" ხალხის ჯიბეებში: ვინ არიან ისინი, უმე-ის მდევნელები?
ძალიან ხშირად, ისინი, ვინც ყველაზე მეტად უტევს უმე-ს, აღმოჩნდებიან კორუმპირებული ან არაკეთილსინდისიერი ადამიანები. რატომ?
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დევნა ბოლო წლებში სახელმწიფოს სისტემური პოლიტიკის ნაწილი გახდა. ჩვენ არაერთხელ გვსმენია, რომ უმე-ის აკრძალვის აუცილებლობა "ეროვნული უსაფრთხოების საკითხია". ყველა დონის დეპუტატები და პოლიტიკოსები და მათ შემდეგ, ბევრი უკრაინელი დარწმუნებულია: შეუძლებელია იყო უკრაინის პატრიოტი და უმე-ის მრევლი ერთდროულად. მაგრამ, როგორც ირკვევა, ძალიან ხშირად ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირიან ეროვნული ინტერესების დაცვაზე, არიან ისეთები, ვინც არ ერიდება ხალხისთვის საკმაოდ დიდი თანხის მოპარვას.
ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკის მიღმა ამოფარებული ოფიციალური პირები ესწრაფვიან ექსკლუზიურად მერკანტილურ მიზნებს - ჯიბეებს ივსებენ. ეკლესიის მრავალრიცხოვან დარღვევაში დადანაშაულება მხოლოდ საკუთარი დანაშაულებისგან ყურადღების გადატანაა.
ამ სტატიაში ჩვენ მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდნენ ჩინოვნიკები, რომლებიც ყველაზე აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ ეკლესიას, მოგვიანებით ან ბრალდებულის, ან ეჭვმიტანილის სკამზე, ან საეჭვო სქემებსა და მაქინაციებში გაეხვივნენ, ან საერთოდ საზღვარგარეთ გაიქცნენ.
მაქსიმ კოზიცკი, ლვოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი
ის ცნობილი გახდა უმე-ის წინააღმდეგ ხმამაღალი განცხადებებით. ეს იყო კოზიცკი, რომელიც იდგა ლვოვის რეგიონში უმე-ის თითქმის სრული განადგურების, მათ შორის ლვოვის ვლადიმირის ეკლესიის დანგრევის უკან. ნოემბრის ბოლოს მან პომპეზურად გამოაცხადა, რომ ლვოვის რეგიონში უმე-ის არც ერთი საზოგადოება არ დარჩა. დღეს ცნობილია, რომ კოზიცკი ეჭვმიტანილია მილიონობით გრივნას ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების გაფლანგვაში, 25 მილიონი გრივნის ღირებულების „საოჯახო“ გზის გაყვანაში, რომელიც მამამისის კუთვნილ კურორტამდე მიდის და რუსულ „გაზპრომთან“ ირიბ კავშირშია.
ანატოლი ბონდარენკო, ჩერკასის მერი
ჩერკასი ცნობილი გახდა ყველაზე შოკისმომგვრელი და სისხლიანი ხოცვა-ჟლეტით მეუ-ში "ნებაყოფლობითი გადასვლის" დროს. ჯერ 2023 წელს ღვთისმშობლის შობის მონასტრის აღება, შემდეგ კი მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის აღება. მთელმა მსოფლიომ ნახა კადრები, სადაც ჩანს უმე-ის მორწმუნეებისა და სასულიერო პირების სასტიკად ცემა მეუ-ს აქტივისტების მიერ. როცა ფეხები, ხელები, ყბა მოიტეხეს, როცა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და პნევმატური იარაღიდან ესროლეს.
ბუნებრივია, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ქალაქის ხელმძღვანელობის მხარდაჭერის გარეშე. თუმცა, ბონდარენკომ ეს არამარტო არ დამალა, არამედ ტრაბახობდა კიდეც ამ დარბევაში მონაწილეობით. კერძოდ, საკათედრო ტაძრის აღების შემდეგ, მეუ-მ იგი აირჩია სამრევლო საბჭოს უფროსად. დარბევის წინა დღეს, მერმა პირადად გამოაცხადა მისი "გადასვლა" მეუ-ში.
საიდან მოდის ასეთი აქტივობა? ფაქტია, რომ ბონდარენკოს დიდი ხანია ადანაშაულებენ კორუფციაში. ჯერ კიდევ 2017 წელს პროკურატურამ გამოაცხადა, რომ იგი ეჭვმიტანილია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევაში „სამსახურის ბოროტად გამოყენება“ რამდენიმე მილიონიანი უკანონო ქონების მითვისების გამო. უფრო მეტიც, ამის შესახებ პუბლიკაციები გამოქვეყნდა უკრაინულ მედიაში " Суспильне". მანამდე ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ტელეარხებიდან ,,Лакмус’’და „1800“ მერი ფაქტიურად შეაწუხეს კითხვებით მის უზარმაზარ ქონებაზე დნეპრის ნაპირებზე, მიწაზე, რომელიც მან იყიდა გარიგების ფასად. ბონდარენკოს სქემებზე მთელი ქალაქი გუგუნებს. როგორც ჩანს, მერმა გადაწყვიტა დაემტკიცებინა თავისი პატრიოტიზმი და კრიტიკოსები გაეჩუმებინა „მოსკოვის მღვდლებზე“ სისხლიანი თავდასხმებით.
რივნის ყოფილი მერი ალექსანდრე ტრეტიაკი
მერის თანამდებობის დაკავებისას, ტრეტიაკი ხელმძღვანელობდა ძალიან აქტიურ კამპანიას უმე-ის წინააღმდეგ, ყოველმხრივ ხელს უწყობდა თემების იძულებით „გადასვლას“ მეუ-ში. ამასთან, მის საზოგადოებრივ საქმიანობას კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალები ახლდა. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) თანახმად, ტრეტიაკს ბრალი ედებოდა „ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებისა და მოგვარების მოთხოვნების დარღვევაში“. კერძოდ, მან საკრებულოს ადმინისტრაციულ მენეჯერებს გადაუხადა პრემიები და ხელფასები, რისთვისაც სასამართლომ იგი თანამდებობიდან ერთი წლის ვადით გადააყენა.
ნიშანდობლივია, რომ ფაქტიურად რივნის მერის თანამდებობის დაკავებიდან ერთი წლის განმავლობაში ტრეტიაკმა სახლი ნახევარ ფასად იყიდა, ნაწილობრივ ოშადბანკის 30-წლიანი სამომხმარებლო სესხით. ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან სახლი 3 მილიონ გრივნად, ანუ 90 000 დოლარად იყიდა. თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ იგივე სახლი ერთი თვით ადრე 220 000 დოლარად გაიყიდა.
ფიოდორ ანდროშჩუკი, უკრაინის ისტორიის ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელი
სწორედ ანდროშჩუკი ხელმძღვანელობდა დესიატინის მონასტრის დანგრევას და მას "ნაგავი" უწოდა. მან ასევე შექმნა ფონდი სალოცავის დასანგრევად. ანდროშჩუკმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა: „ძალიან სიმბოლური იქნება აღდგომამდე ამ ნაგვის გაწმენდის დასრულება! ამიტომ ვთხოვთ ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს, მხარი დაგვიჭირონ. ერთად დავიცვათ ჩვენი ისტორია და კულტურა!
გარკვეული პერიოდის შემდეგ მან დატოვა ქვეყანა. დეპუტატი სოლომია ბობროვსკაიას თქმით, ანდროშჩუკი მივლინებაში წავიდა და გაუჩინარდა. „როგორც ჩანს, მან გამოიყენა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა დანიშნულებისამებრ (რატომ აქვს საერთოდ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, სხვა საკითხია), მივლინებით წავიდა იტალიაში და შვედეთში და, ჩემი საპარლამენტო მიმართვის პასუხის მიხედვით, ლიტვაში გამოფენის გახსნაზე დაიკარგა. “ - წერს ბობროვსკაია. არავის შეუწუხებია თავი იმის ახსნით, თუ როგორ მოხდა, რომ უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით ასეთი მაღალი თანამდებობის მქონე პირს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდა.
თავის მხრივ, ანდროშჩუკმა თქვა, რომ ის ცხოვრობს და მუშაობს შვედეთში, რომლის მოქალაქეც არის და რომლის ხაზინაში ის რეგულარულად იხდის გადასახადებს. ანუ ის თანამდებობის პირი, რომელიც ჩვენი წმინდა ადგილების დანგრევით იყო დაკავებული, უკრაინაში ცხოვრებასაც არ აპირებდა. მას რამდენიმე წელია სხვა ქვეყნის (ამ შემთხვევაში, შვედეთის) პასპორტი აქვს.
ალექსანდრე სუპრუნიუკი, ნეშინის მერი
იგი ცნობილი გახდა უმე-ზე უხეში შეტევებით. სუპრუნიუკმა საჯაროდ უწოდა ეკლესიას "ბიოლოგიური იარაღი" და აქტიურად უჭერდა მხარს ეკლესიების წართმევას. მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი საქმიანობა მხოლოდ პიროვნული გამდიდრებისკენ იყო მიმართული. სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტი, რომ სუპრუნიუკმა ფული გამოიმუშავა ომიდან. მაგალითად, ნეტიშინსკის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ სუპრუნიუკის მოთხოვნით 20 მილიონ გრივნაზე მეტი თანხით შეძენილ დრონებს ჰქონდათ კომპონენტები მნიშვნელოვნად იაფი, ვიდრე მითითებული იყო, რამაც ბიუჯეტი აზარალა 6 მილიონი გრივნით.
სერგეი გამალი, ხმელნიცკის რეგიონალური ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი
გამალი კიდევ ერთი "უცხოელი პატრიოტია" ჩვენს სიაში. მედიის ცნობით, მას პოლონეთის მოქალაქის პასპორტი აქვს. მან ეს ფაქტი თანამდებობაზე დანიშვნისას დამალა. როგორც არ გაუკეთებია აფიშირება თავისი დიდი ხნის კავშირისთვის კრიმინალურ სამყაროსთან. 1997 წელს სამართალდამცავებმა ის დააკავეს ნარკოტიკების შენახვისა და ასევე კრიმინალური ჯგუფის შემადგენლობაში რეკეტისთვის. როგორც ხმელნიცკის ტერეიტორიული დაკომპლექტების ცენტრის ხელმძღვანელი, სერგეი გამალი აქტიურად მონაწილეობდა უმე-ის თემების მეუ-ში გადასვლის პროცესში.
მისი მეთოდები მოიცავდა მორწმუნეთა ხელმოწერების გაყალბებას და ადმინისტრაციულ ზეწოლას. 30-ზე მეტი საჩივარი შევიდა სასამართლოში უმე-ის მორწმუნეების მიერ, სადაც მოხსენებული იყო იძულებითი „გადასვლა“. 2023 წლის 14 მარტს გამალი ნასვამ მდგომარეობაში მართავს სკანდალს, რის გამოც გაათავისუფლეს თანამდებობიდან. რამდენიმე თვის შემდეგ მან გამოაქვეყნა დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც 2023 წელს 17 მილიონი გრივნა გამოიმუშავა, მეუღლემ კი პოლონეთში 180 კვ.მ სახლი იყიდა.
ალექსანდრე სიმჩიშინი, ხმელნიცკის მერი
სიმჩიშინი ცნობილია თავისი აგრესიული შეტევებით უმე-ზე. 2023 წლის გაზაფხულზე ხმელნიცკი გახდა რეკორდსმენი ეკლესიების "გადასვლებში" მეუ-ში, რომლებიც განხორციელდა სიმჩიშინის ადმინისტრაციის წევრების მიერ და, რა თქმა უნდა, მისი ნებართვით. ასევე აღმოჩნდა კორუფციული სკანდალის ცენტრში.
აქაც "დახვეწილი პატრიოტი" კორუმპირებული აღმოჩნდა. მან განახორციელა სქემა "ოსტაპ ბენდერის რეპერტუარიდან": ქალაქი იღებს სესხს ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნისთვის, რომელსაც იხდის ბიუჯეტიდან, შემდეგ კი ნარჩენების გადამტანი კომპანიები ზრდიან ფასებს თავიანთ მომსახურებაზე. შედეგი არის სქემა, სადაც ქალაქის მაცხოვრებლები ორჯერ იხდიან, ხოლო პოტენციური ქურდობის ოდენობა მილიარდ გრივნას აჭარბებს. აღნიშნული სესხის თანხა 28,5 მილიონი ევროა, პროექტის ჯამური ღირებულება კი 36,5 მილიონი ევროა. ამ შეუსაბამობამ მიიპყრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლების ყურადღება.
მიხაილო გოლოვკო, ტერნოპოლის რეგიონალური დაკომპლექტების ცენტრის ხელმძღვანელი
მიხაილ გოლოვკო გამოირჩეოდა უკიდურესად გამოხატული მოწოდებით ცენტრალური ხელისუფლებისადმი, გადაეცათ პოჩაევის ლავრა ადგილობრივი საბჭოს იურისდიქციაში. რისთვის? იმისთვის, რომ შემდეგ, იქიდან უმე გაეძევებინა და უნიატებისთვის გადაეცა. მისი თქმით, საოლქო საბჭო მიმართვას კიევს, რათა გადასცეს პოჩაევის ლავრა რეგიონული თემის საკუთრებაში. ”და ჩვენ ვიპოვით გზას, რომ რუსული ეკლესია გავაძევოთ იქიდან, ჩვენ ვიპოვით გზას დაირღვეს შეთანხმება”, - პირობა დადო გოლოვკომ.
მან ეს განცხადება გააკეთა 2023 წლის 21 ივნისს და უკვე 26 ივნისს გოლოვკო დააკავეს მოხალისესგან თითქმის 1,8 მილიონი გრივნას გამოძალვისთვის, კომუნალური მომსახურების მშენებლობასა და შეკეთებაზე დასრულებული სამუშაოს სერთიფიკატების ხელმოწერისთვის.
დასკვნები: კორუფცია და ეკლესიის დევნა, როგორც დაკავშირებული ფენომენები
ჩვენ წარმოვადგინეთ ყველაზე ცნობილი „კორუმპირებული პატრიოტების“ მხოლოდ შვიდი შემთხვევა. სინამდვილეში კიდევ ბევრია. მათი ტაქტიკა მარტივია, მაგრამ ძალზე ეფექტური - განაწყონ ადამიანები ერთმანეთის წინააღმდეგ, რათა გადაიტანონ მათი ყურადღება ბნელი საქმეებისგან. ინტერნეტში არის მულტფილმი, რომელიც ძალიან ზუსტად გადმოსცემს ამ სტრატეგიის არსს.
უკრაინელი პოლიტიკოსების კარიკატურა. ფოტო: joyreactor
ამრიგად, აშკარა ხდება: უმე-ის დევნა ძალიან ხშირად ხდება კორუფციული სქემების „უსაფრთხოების ეკრანი“. იყვირე "მოსკოვის მღვდლებზე" - ახლა კი დახვეწილი პატრიოტი ხარ, ვისზეც რაიმეში ეჭვის შეტანა ცოდვა იქნება. უკრაინელი ჩინოვნიკები მოქმედებენ როგორც გამოცდილი მანიპულატორები და თითის გაშვერა - სიტყვებით „აგენტები ანაფორაში“ ისინი უბრალოდ საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობენ თავიანთი დანაშაულებისგან. მაღალი პლატფორმებიდან ყვირილით, რომ ეკლესია უნდა აიკრძალოს, ისინი ქმნიან ეროვნული ინტერესებისთვის ბრძოლის ილუზიას და ამავდროულად ჯიბეებს ისქელებენ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გესმით, რომ პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეკლესია არის „კრემლის ხელი“, მიაქციეთ ყურადღება, სად არის ამ დროს მათი ხელები. იმიტომ რომ 100-დან 99-ი ამ ხელებს ხალხის ჯიბეში ყოფს.