მჟკ-ს ჟურნალისტების დასაცავად რობერტ ამსტერდამმა უკრაინელ მოსამართლეებს წერილით მიმართა
მჟკ-ს ჟურნალისტები წინასწარი დაკავების იზოლატორში გირაოს უფლების გარეშე იმყოფებიან. ფოტო: СПЖ
ამერიკელმა სამართალდამცველმა რობერტ ამსტერდამმა მიმართა წერილით კიევის სოლომენსკის სასამართლოს, სადაც გამოხატა თავისი მხარდაჭერა მჟკ-ს დაპატიმრებული ჟურნალისტების მიმართ“.
ამსტერდამმა შეახსენა მათ, რომ მისი იურიდიული საქმიანობა დაკავშირებულია უმე-ს საქმიანობის სამართლებრივი ასპექტების შესწავლაზე, და ასევე იმ ფაქტორების, რომლებიც მასზე ზეგავლენას ახდენენ.
„ძირითადად ეს ეხება უმე-ს მორწმუნეების კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დაცვის ნაწილში ეკლესიასა და უკრაინის სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს“,-დაწერა იურისტმა.
მისი სიტყვებით, ის სრულად ენდობა მჟკ-ს „მოვლენების ობიექტური და მრავალმხრივი გაშუქებისა და ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტებისათვის“.
მან განაცხადა, რომ „მჟკ თავის პუბლიკაციებში არ უშვებს რუსეთის აგრესიის გამართლებას, ან რაიმე სახის თავდასხმებს უკრაინისა და მისი შეიარაღებული ძალების მიმართ, რელიგიური და ეროვნული შუღლის გაღვივებას ან რომელიმე უკანონო ქმედებებს“.
„მჟკ-ს საიტზე ყველა ახალ ამბებსა და ანალიტიკურ შეტყობინებებს აქვთ ფაქტობრივი დადასტურება და ჟურნალისტიკური ნორმების შესაბამისად მრავალმხრივ შემოწმებას გადის “,-ხაზი გაუსვა ადვოკატმა.
ის დარწმუნებულია, რომ მჟკ-ს საიტის პუბლიკაციები „არ კვეთენ უკრაინის კანონმდებლობის ზღვარს, რომელიც არეგულირებს სიტყვის თავისუფლებას“.
რობერტ ამსტერდამმა ასევე დახასიათება მისცა თითოეულ მჟკ-ს თანამშრომელს, რომელიც იმყოფება წინასწარი დაკავების იზოლატორში.
მისი სიტყვებით, სერგეი ოვჩარენკო, იმის გათვალისწინებით, რომ მჟკ-ს არ გამოუქვეყნებია მასალა, რომელიც შეესაბამება მის მიმართ ინკრიმინირებულ ბრალდებას, „არ შეიძლება მისი დამნაშავედ ცნობა მასზე ინკრიმინირებული ბრალდების საფუძველზე, როგორც მჟკ-ს თანამშრომელი“.
ასევე ამსტერდამმა დაწერა, რომ „ვლადიმერ ბობეჩკო თავის კოლეგებში განთქმულია როგორც უკრაინის მგზნებარე პატრიოტი, ღრმად მორწმუნე ადამიანი და მაღალპროფესიული ჟურნალისტი“.
„მისი სამოქალაქო პოზიცია და მოქალაქეობრივი პრინციპები საშუალებას მაძლევს მე დავადასტურო, რომ მჟკ-ს რედაქტირების დროს, ის არასოდეს არაფერს არ წერდა რუსეთის ფედერაციისა და მოსკოვის საპატრიარქოს სასარგებლოდ, ხოლო ომის დაწყების შემდეგაც არ შეუცვლია თავისი სამოქალაქო პოზიცია“,-დარწმუნებულია ამსტერდამი.
ის ასევე თვლის, რომ სტუპნიცკი ვალერი ანტონის ძე „არის პატრიოტულად განწყობილი ადამიანი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გმობდა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და აკრიტიკებდა რმე-ს პოზიციას ამ საკითხში“.
„არც ერთ მასალაში, რომელიც გამოქვეყნებულა მჟკ-ს საიტზე, მათ შორის ვ. სტუპნიცკის ავტორობით, არ შეიცავს ინფორმაციას, რომლის ინტერპრეტირება შეიძლება როგორც ანტიუკრაინული, ამართლებს ომს ან აღვივებს მტრობას უკრაინულ საზოგადოებაში“,- აღნიშნა ამსტერდამმა.
უკრაინელ მოსამართლეებს მან ასევე შეახსენა, რომ „ყოველ ადამიანს დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოში , როგორადაც პოზიციონირებს უკრაინა, აქვს კონსტიტუციით განსაზღვრული სიტყვის თავისუფლების, რელიგიური რწმენის, სამართლიანი სასამართლოს უფლება“.
ზემოაღწერილთან დაკავშირებით რობერტ ამსტერდამი თვლის, რომ რისკები, რომლებიც მითითებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლში ვ.სტუპნიცკის, ა.ოვჩარენკოს მიმართ, ანუ რაც გულისხმობს : დაემალოს წინასწარი გამოძიების ორგანოებსა და სასამართლოს, მტკიცებულების განადგურებას ან დამალვას, დაზარალებულზე,მოწმეზე, ბრალდებულზე, ექსპერტზე,იმავე სისხლისსამართლის პროცესის სპეციალისტზე უკანონო ზეწოლას, ხელი შეუშალოს სისხლისსამართლის საქმის წარმოებას,ჩაიდინოს სხვა სახის დანაშაული ან გააგრძელოს სისხლის სამართლებრივი სამართალდარღვევა,რომელშიც ეჭვმიტანილია, საერთოდ არ არსებობს“.
ადრე მჟკ წერდა, რომ პოლონელმა ექს-დეპუტატმა მხარი დაუჭირა მჟკ-ს ჟურნალისტებს.
ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა სერაფიმე საროველის ხსოვნას
1776 წელს მომავალი წმინდანი მომლოცველად გაემგზავრა კიევ-პეჩერის ლავრაში, სადაც საბოლოოდ გადაწყვიტა სამონასტრო აღთქმის დადება.
გაერო: ეროვნული უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს მორწმუნეთა უფლებების დარღვევის საბაბი
„ეროვნული უსაფრთხოება არ არის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის მართებული საფუძველი საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობით“, - თქვა კალჰუნმა.
ელენსკიმ თქვა, მიიღებენ თუ არა უმე-ს მღვდლები ჯავშანს
სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ უმე-ის სასულიერო პირებს არ შეეხება ჯავშანი.
უმე-ის ორ ლავრაში სიმღერების მასშტაბური ფესტივალები ჩატარდა
პოჩაევისა და სვიატოგორსკის ლავრას ფესტივალებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქების გუნდები შეუერთდნენ.
რუსეთში ომის გამო მართლმადიდებელთა კათოლიციზმზე მოქცევა ოთხჯერ გაიზარდა
მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიებში დადიან, განაცხადეს, რომ მათ სურთ ილოცონ მშვიდობისთვის და არა "რუსული არმიის გამარჯვებისთვის".
ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სამსახურში განაცხადეს, როდის შევა ძალაში უმე-ის აკრძალვის კანონი
სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ანტიეკლესიური კანონი ამოქმედდეს.