ფანარიონი: სახელმწიფო მდივნის ვიზიტი - ეკლესიის სიხარულისა და პატივის წყარო
კონსტანტინოპოლის საპატრიარქო გახარებულია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ფანარიონზე მომავლო ვიზიტის გამო.
სამშაბათს, 17 ნოემბერს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო „საკუთარი ინიციატივით“ ეწვევა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კათედრალს, იტყობინება ფანარიონის ოფიციალური საიტი.
სტამბულში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტს „დედა-ეკლესიის სიხარულისა და პატივის წყარო“ უწოდეს.
„ამგვარი ვიზიტები ხაზს უსვამს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე მსოფლიო საპატრიარქოს იმ დიდ მნიშვნელობასა და სტატუსს, რომელსაც შეუფასებელი წვლილი შეაქვს გლობალურ ცივილიზაციაში“ - ნათქვამია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კომუნიკეში.
ფანარიონზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნების ვიზიტები თითქმის ტრადიციად იქცა. სტამბულში გაიხსენეს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სტუმრობდნენ აშშ-ს სხვა სახელმწიფო მდივნებიც- მადლენ ოლბრაიტი, ჯონ კერი და ჰილარი კლინტონი.
მაიკ პომპეო პატრიარქ ვარფოლომეესთან განიხილავს „ძირითადი უფლებებისა და რელიგიური თავისუფლების საკითხებს.“
ფანარიონზე კმაყოფილება და მადლიერება გამოხატეს სახელმწიფო მდივნის მიერ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოოს ვიზიტის გრაფიკში ჩართვის გამო. ახლო აღმოსავლეთში პომპეოს ვიზიტი გაგრძელდება 10 დღის განმავლობაში.
როგორც იტყობინებოდა მჟკ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ასევე აპირებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქთან შეხვედრას.