იუსტიციის სამინისტრომ მოითხოვა დაწესდეს სანქციები ყირიმის მიტროპოლიტ ლაზარეს მიმართ

სამინისტროში თვლიან, რომ მეუფემ გამოიყენა თავისი მდგომარეობა რფ-ის იდეოლოგიის პროპაგანდისათვის.
უკრაინის იუსტიციის სამინისტრომშეიტანა საჩივარი უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოში მოთხოვნით,გამოიყენონ სანქციები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი იერარქის,სიმფეროპოლისა და ყირიმის მიტროპოლიტ ლაზარეს(შვეცი) მიმართ,- იუწყება სამინისტრო თავის facebook გვერდზე.
იუწყებიან, რომ მიტროპოლიტი ლაზარე მხარს უჭერდა რფ-ს შეიარაღებულ აგრესიას, ხელს უწყობდა ყირიმის ოკუპაციურ ხელისუფლებას, ასევე „ გამოიყენა თავისი მდგომარეობა პროპაგანდისტული მუშაობის განსახორციელებლად მორწმუნეებს შორის ქვეყანა-აგრესორის იდეოლოგიის ფარგლებში, ასევე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებისა და უკანონო სამხედრო ფორმირებების მორალური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მხარდაჭერითა და მოტივაციის გზით,“-ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს შეტყობინებაში.
როგორც მჟკ იტყობინება, 2023 წლის 20 მარტს უმე-ს წმინდა სინოდისმორიგ სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გამოყვანილ იქნას სინოდის შემადგენლობიდან ყირიმისა და სიმფეროპოლის მიტროპოლიტი ლაზარე.



