ს. მაშჩაში საფუძველი ჩაუყარეს ახალ ტაძარს მეუ-ს მიტაცებულის სანაცვლოდ

მაშჩაში აკურთხეს ადგილი, სადაც ააშენებენ ახალ ეკლესიას, მეუ-ს მომხრეების მიერ წართმეულის სანაცვლოდ.
ამ კვირას სოფელ მაშჩაში, როვენის ოლქის კოსტოპოლის რაიონში ჩატარდა ადგილის კურთხევა ტაძრის ასაშენებლად, რომლის აშენება დაგეგმეს უმე-ს მორწმუნეებმა მიტაცებულის სანაცვლოდ, იუწყება მჟკ-ს კორესპოდენტი.
კურთხევა ჩაატარა სარნისა და პოლესის მიტროპოლიტმა ანატოლიმ ეპარქიის კლირიკოსებთან ერთად. მეუ-ს მომხრეების მიერ ტაძრის მიტაცების შემდეგ, უმე-ს მორწმუნეები მაშჩაში თავისი ეკლესიის ერთგულნი დარჩნენ. თემმა შეიძინა მიწის ნაკვეთი და მოაგროვა ახალი ტაძრის ნებართვის დოკუმენტები. მორწმუნეები აშენებენ მოციქულების - პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარს.
ამჟამად მორწმუნეები აგროვებენ ფულს იმისათვის, რათა შეიძინონ სამშენებლო მასალა და სანამ ჯერ კიდევ თბილა, ამოიყვანონ კედლები.
შეგახსენებთ, ორი წელი უმე-ს თემი განიცდიდა რეგულარულ თავდასხმებს მეუ-ს მომხრეების მხრიდან სოფელ მაშჩაში. რელიგიათაშორისი კონფლიქტი იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის ირგვლივ ხშირად გადაიზრდებოდა ძალისმიერ დაპირისპირებაში და მუქარებში თემის წინამძღვრისა მისი მრევლის მიმართულებით.



