ეკლესიას ძალოვანების შიდა გარჩევებში აბამენ?

19 May 2022 23:46
16
სამართალდამცავები ცდილობენ გამოიყენონ მღვდლები შიდა დაპირისპირებებში? ფოტო: СПЖ სამართალდამცავები ცდილობენ გამოიყენონ მღვდლები შიდა დაპირისპირებებში? ფოტო: СПЖ

უმე-ს ეპარქიებში არის შემთხვევები, როცა ზოგიერთი სამართალდამცავი აქეზებს მღვდლებს გააკეთონ განცხადებები სხვების წინააღმდეგ, ამის სანაცვლოდ კი ჰპირდებიან დახმარებას.

უკრაინაში ომის დაწყებისთანავე უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მკაფიოდ და არაორაზროვნად აღნიშნა თავისი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენების მმიმართ. ასე, მაგალითად, უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ ქვეყნის  რელიგიური ლიდერებიდან პირველმა უწოდა ომს ცოდვა და უკრაინის წინააღმდეგ რფ-ს საბრძოლო მოქმედებები შეადარა კაენის ცოდვას. გარდა ამისა, ომის დაგმობით გამოვიდა უმე-ს ბევრი ოფიციალური პირი და სპიკერი.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ათეულობით ეპარქიაში შეწყვიტეს პატრიარქ კირილის სახელის მოხსენიება ყველა ღვთისმსახურებისას, ამით გამოხატეს რა თავიანთი დაუთანხმებლობა მის პოზიციასთან  უკრაინაში ომთან დაკავშირებით. ამასთან, უმე ძალიან აქტიურად აწარმოებს მოხალისეობრივ საქმიანობას, ამოქმედებს თავის სრულ რესურსს ომისგან დაზარალებული ადამიანებისა და რეგიონების ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

სწორედ, უმე-ს მღვდლებმა გამოიყვანეს ცეცხლის ქვეშ რამოდენიმე ათასი ადამიანი. მაგალითად, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ წმინდა დიდმოწამე დიმიტრი სოლუნსკის ტაძრის წინამძღოლი დეკანოზი ბორის კოვალჩუკი ბოროდიანკის რაიონის ოკუპაციის დროს დაეხმარა 1500-ზე მეტ მშვიდობიან მოსახლეს ევაკუაციაში. უმე-ს დნეპროპეტროვის ეპარქიის კლირიკოსმა ანდრეი პინჩუკმა თანამზრახველთა გუნდთან ერთად სროლებისგან იხსნა 725 ბავშვი (13 მარტის მონაცემებით).

ზაპოროჟიისა და მელიტოპოლის მიტროპოლიტი ლუკა პირადად ახლდა თან ევაკუირებული მარიუპოლელების თხუთმეტ ავტობუსს. ამის საპასუხოდ ზაპოროჟიის სსა-ს თავმჯდომარე ალექსანდრე სტარუხმა მადლობა გადაუხადა მეუფეს და აღნიშნა: „თქვენ რომ არ წასულიყავით, ყველაფერი გაცილებით უფრო ცუდად იქნებოდა... რაც მთავარია, ბავშვები გამოვიყვანეთ“.

გარდა ამისა, უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ განაცხადა, რომ „უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესია, ეპისკოპატის, სამღვდელოების, ბერ-მონაზონთა და მორწმუნეთა ძალებით მზადაა ორგანიზება გაუწიოს ლოცვით მსვლელობას ზაპოროჟიის მხარის ქალაქ ორეხოვიდან „აზოვსტალის“ ქარხანამდე ქალაქ მარიუპოლში, გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისა და მშვიდობიანი მაცხოვრებლების გამოყვანის მიზნით. ასევე მსვლელობას შეეძლებოდა დაჭრილი სამხედროების გამოყვანა და გარდაცვლილთა გვამების გამოტანა“. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უმე-ს წინამძღოლმა კურთხევა მისცა რამოდენიმე ათეულ მღვდელმსახურს, რომლებიც წავიდნენ მარიუპოლში იმისთვის, რომ ეს მისია შეესრულებინათ.

ზედმეტი იქნება საუბარი იმაზეც, რომ უმე-ს მორწმუნეების უდიდესი რაოდენობა იცავს უკრაინას იარაღით ხელში წინა ხაზზე. პრაქტიკულად ყოველდღიურად უმე-ს ტაძრებში პარაკლისს უხდიან დაღუპულ მეომრებს, რომელთა უმრავლესობა მისი მრევლია. 2022 წლის 17 აპრილს მიტროპოლიტმა ლუკამ მიიღო ცნობა ღვიძლი ძმის ალექსანდრე კოვალენკოს დაღუპვის შესახებ, რომელიც სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. ერთი სიტყვით, დღეს სრულიად ნათელია, რომ ეკლესის თავის მხრივ აკეთებს ყველაფერს, რათა უკრაინელებს ჰქონდეთ, რაც შეიძლება უფრო მალე ჰქონდეთ მშვიდობიანი ცა თავზე.

„იუგოსლავიის სცენარი“?

ამავე დროს გარკვეული ძალები უკრაინის შიგნით და იმ ტერიტორიებზე, სადაც არ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, ცდილობენ გაითამაშონ „რელიგიური თამაში“. საქმე ეხება უმე-ს ტაძრების მრავალრიცხოვან მიტაცებას, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მეუ-ში „გადასვლების“ ორგანიზებას „ტომოსის სცენარის“ მიხედვით და ასევე უმე-ს აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებებს. არის ყბადაღებული შემთხვევებიც, როცა შეიარაღებული ადამიანები ემუქრებიან მრევლს და ავტომატების ლულის ქვეშ აიძულებენ მათ დატოვონ თავიანთი ტაძრები. მაგალითად, მხოლოდ ივანოვო-ფრანკოვოს ეპარქიაში ომის ერთი კვირის განმავლობაში მოხდა ტაძრებისა და მონასტრების მიტაცების 7 შემთხვევა. თავიდან, ცენიავეში გააგდეს უმე-ს მორწმუნეები „ყოველთა დედოფლის“ ხატის სახელობის ტაძრიდან. შემდეგ - გოლოვახში წმინდა საფარველის ტაძრის, შკინდევის გრუნში სამლოცველოს, ბაბიანკაში მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის მონასტრის, კალუშაში ნიკოლაევის ტაძრის, ვერხოვინში ანო-ზაჩატიევის ტაძრის და დუკონის მთაზე სამების მონასტრის მიტაცება.

დუკონის მონასტრის წინამძღოლი და მორჩილი შეიარაღებულმა დამნაშავეებმა სავანიდან გაიყვანეს და დიდხანს კითხავდნენ. ვერხოვინაში შეჭრის დროს ავტომატიანმა ადამიანებმა ტაძრიდან ძალით გაიყვანეს მორწმუნეები, მოაწყვეს მწკრივში და მათ დახვრეტით ემუქრებოდნენ...

გასაგებია, რომ მსგავსი საქციელი მიმართულია ქვეყნის შიგნით რელიგიური შუღლის გაღვივებაზე და ადრე თუ გივან გამოიწვევს სერიოზულ დაპირისპირებას. ამ დაპირისპირების მიზეზიც ასევე გასაგებია - „იუგოსლავიის სცენარის“ გათამაშება, რომლის თანახმადაც ქვეყანას ყოფენ ყოფენ ნაწილებად რელიგიური ნიშნის მიხედვით. ეს ნიშნავს იმას, რომ უმე-ს წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიული მოქმედება მიმართულია მთლიანად უკრაინის დაშლაზე და ის არ შეიძლება მოწონებულ იქნეს სახელმწიფო ხელისუფლების მიერ, რაც არაერთხელ იქნა ხაზგასმული უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.

კერძოდ, პრეზიდენტის ოფისის მეთაურის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ რმე-გან განსხვავებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია სხვა პოზიციას იკავებს: „თხოვნა მექნებოდა, რომ ადამიანებს არ მოეხდინათ ამის სპეკულირება, რადგანაც ჩვენ შეიძლება მივიღოთ შიდა კონფლიქტი, დღეს კი ერთიანობა, რომელიც უჩვენა უკრაინამ მთელს მსოფლიოს, გაცილებით უფრო პრინციპული და მნიშვნელოვანია“.

გარდა ამისა,  უკრაინელი ხალხის აუცილებელ ერთიანობას არაერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი. ასე, მაგალითად, 2022 წლის 12 მარტის ვიდეომიმართვაში მან განაცხადა: „ჩვენ ყველას, თითოეულ უკრაინელს მომავალშიც გვჭირდება კონცენტრირებულად მუშაობა ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვაზე. ერთად მუშაობა. შიდა განხეთქილებების გარეშე, ერთმანეთის მხარდაჭერით, მთელს უკრაინაში, უჟგოროდიდან მელიტოპოლამდე, ჩერნიგოვიდან მარიუპოლამდე, ლვოვიდან ხარკოვამდე“.

ამასთან, სახელმწიფოს მეთაურმა უმე-ს მადლობა გადაუხადა უკრაინელი მოქალაქეების დახმარებისთვის, რომლებიც აღმოჩნდნენ საომარი მოქმედებების ზონაში: „ამ დღეს, ჩვენ მორიგი ჰუმანიტარული ტვრითი გავგზავნეთ მარიუპოლში. მადლობას ვუხდი თითოეულ მძღოლს, რომელიც ცდილობს ამ რთული მისიის რეალიზებას, ეკლესიის წარმომადგენლებს, რომლებიც შეუერთდნენ მარიუპოლში ცეცხლისგან ჰუმანიტარული დერეფნის დაცვის მცდელობებს“. ეს სწორედ ის მცველთა რაზმია, რომელსაც პირადად ახლდა თან ზაპოროჟიისა და მელიტოპოლის მიტროპოლიტი ლუკა.

ერთი სიტყვით, სახელმწიფო ხელისუფლება მუდმივად აკეთებს ქცენტს იმაზე, რომ არ გაღვივდეს რელიგიური კონფლიქტები, რადგანაც ეს გამოიწვევს სერიოზულ პრობლემებს ქვეყნის შიგნით. მეორეს მხრივ, თუ გარკვეული ძალები მოახერხებენ თამაშს რელიგიაზე, უკრაინის დაცვა ჩამოშლისგან ძალიან რთული იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურის თავდაპირველი ამოცანა არის ქვეყნის შიგნით დაპირისპირების დაუშვებლობა.

რატომ დუმან ძალოვანები?

თუმცა, სინამდვილეში, განსაკუთრებით  ადგილებზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებმაც უნდა აღკვეთონ ნებისმიერი შიდა კონფლიქტი, ყველაზე ხშირად უყურებენ რელიგიურ დაპირისპირებებს ნიშნის მოგებით. არადა, როგორც გვიჩვენებს სხვა ქვეყნების ( თუნდაც იუგოსლავიის) ისტორია და გამოცდილება, ასეთი კონფლიქტები წარმოადგენენ ყველაზე არაგანჭვრეტადს და პრობლემურს. რატომ არ ერევიან ძალოვანები მიმდინარე მოვლენებში, არამედ თუ ერევიან, ძალიან უნიათოდ?

ამის რამოდენიმე მიზეზი არსებობს:

1. არ არსებობს ზემოთ მდგომი სტრუქტურების კონკრეტული მითითებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უნდა მოვიქცეთ რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტის შემთხვევაში. პოროშენკოს დროს ძალოვანების მიერ გაცემული იყო ბრძანება განსაკუთრებით არ ჩარეულიყვნენ მართლმადიდებლური ტაძრების მიტაცების ირგვლივ არსებულ სიტუაციებში. ამჟამად, ცენტრალური ხელისუფლება გვიჩვენებს თავის ნეიტრალიტეტს ეკლესიის მიმართ და ცდილობს კონსტიტუციის დაცვას, არ ერევა რა რელიგიურ საკითხებში. თუმცა, ზოგიერთი ძალოვანი, ან დაზღვევის მიზნით ან სხვა რაიმე მიზეზით, აგრძელებს პოროშენკოსეული მეთოდიკების გამოყენებას.

2. არის სხვა სიტუაციებიც - როცა არც უუს, არც ეროვნული გვარდია ვერ მოქმედებს კანონის თანახმად იმის გამო, რომ არსებობენ სტრუქტურები ან ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან ამით დაინტერესებული.

მაგალითად, როგორც მინიმუმ უმე-ს ოთხ ეპარქიაში დაფიქსირებულია შემთხვევები, როცა გამოძიების სახელმწიფო ბიუროს თანამშრომლები უმე-ს მღვდლებს ჰპირდებიან ტაძრების მიტაცებისგან დაცვაში დახმარებას, თუ ისინი გამოვლენ უუს-ს წინააღმდეგ განცხადებით. წინააღმდეგ შემთხვევაში  მინიშნებას აკეთებდნენ პრობლემებზე.

როგორც განუცხადა მჟკ-ს შეპეტოვის ეპარქიის მღვდელმა, მას დაუკავშირდა გსბ-ის გამომძიებელი და მიანიშნა, რომ ის უნდა გამოვიდეს უუს-ის თანამშრომლების წინააღმდეგ განცხადებით. ამ შემთხვევაში მას დაპირდნენ დახმარებას მრევლის დაცვაში და მეუ-ს მხრიდან მიტაცების თავიდან აცილებაში. ანალოგიური შეტყობინებები მოდის ივანოვო-ფრანკოვოს, კამენეც-პოდოლსკისა და ხმელნიცკის ეპარქიის კლირიკოსებისგან.

გსბ-ს გამომძიებლები მოითხოვენ მღვდლებისგან მოწმის ჩვენებების მიცემას უუს-ს წარმომადგენლების წინააღმდეგ და ასევე ეროვნული გვარდიის წინააღმდეგ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ. „მოდიოდნენ ჩემთან, დაჟინებით მეკითხებოდნენ ჩემს შვილებზე, შემდეგ კი დიდხანს მიმანიშნებდნენ, თუ ვის წინააღმდეგ და რა უნდა იყოს ნათქვამი“,  - განუცხადა მჟკ-ს ერთ-ერთმა მღვდელმა.

გამოდის, რომ უკრაინის ძალოვანი ორგანოები, წყვეტენ რა საკუთარ ამოცანებს ერთმანეთთან დაპირისპირებაში, იყენებენ ეკლესიას გაცვლითი მონეტის სახით.

არის ასეთი ანდაზა, რომ „ომში ყველა ხერხი კარგია“, თუმცა, ის არ უნდა იყოს გამოყენებული, როცა საქმე ეხება ქრისტეს სხეულს. რადგანაც რელიგიის სფერო არის გულისა და სულის ადგილი, მხარე, რომლის შეხებასაც შეუძლია ძალიან დააზარალოს ადამიანი. და ვიმედოვნებთ, რომ გამოძიების სახელმწიფო ბიურო დადგება კანონის სადარაჯოზე და დაიცავს უკრაინის მოქალაქეებს, მათ შორის, მორწმუნეებს, არ შეუქმნის მათ პრობლემებს, გამოიყენებს რა ეკლესიას თავისი მიზნებისთვის.

თავის მხრივ, უუს-ის თანამშრომლებმა და ასევე სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა უკრაინის ტერიტორიაზე დაცულ იქნეს სახელმწიფო კანონები - რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად და მითუმეტეს, ომის დროს. ჩვენ ახლა, როგორც არსდროს გვჭირდება ერთიანობა  ყველა დონეზე და საერთოდ არ გვინდა კონფლიქტები. თუ ამის მივაღწევთ, ქვეყნის პრობლემების  უმრავლესობა წარმატებით გადაიჭრება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ