პოჩაპკში უმე-ს მრევლი ითხოვს ახალი ტაძრის აშენებას, ნავლად მიტაცებულისა

მეუ-ს მომხრეებმა უმე-ს მრევლს სოფელ პოჩაპკში წაართვეს ტაძარი, ახლა კი საეკლესიო სახლიდანაც აძევებენ მას.
როვენის ოლქის სოფელ პოჩაპკის ჯვართამაღლების ტაძრის მრევლი, რომელსაც ერთი წლის წინ მეუ-ს მომხრეებმა ტაძარი წაართვეს, ყველა გულშემატკივარს პატარა ეკლესიის აშენებაში დახმარებას თხოვს. ამის შესახებ იუწყება როვენის ეპარქიის უმე-ს პრეს-სამსახური.
ახლა უმე-ს მომხრეები ტაძართან არსებულ საეკლესიო სახლში ლოცულობენ, რომლის წართმევასაც მეუ-ს მრევლი აგრეთვე ცდილობს.
„ცდილობენ საეკლესიო სახლიდანაც გამოგვაგდონ, ვუჩივლეთ სასამართლოში, - ყვებოდა ჯვართამაღლების მრევლის წინამძღვარი, დეკანოზი ანდრია იურჩაკი. - პირველმა სასამართლო ინსტანციამ ცნო, რომ სახლზე უფლება მეუ-ს რელიგიურ გაერთიანებას აქვს, ჩვენ აპელაცია შევიტანეთ“.
უმე-ს მრევლმა შეიძინა ძველი სახლი მიწის ნაკვეთით, მაგრამ ეკლესიის ასაშენებლად სახსრები არ ყოფნის, ამიტომ მორწმუნეები ფინანსურ და ლოცვით შეწევნას ითხოვენ.
მშენებლობისთვის შესაწირის შეტანა შესაძლებელია ბარათზე 5363542090318362 (Приватбанк).
როგორც მჟკ იუწყებოდა, წმინდა მოციქულთასწორ მარიამ მაგდალინელის ხსენების დღეს როვენის ოლქის სოფელ ბადოვკას უმე-ს მრევლმა ტაძრის დღესასწაული პატარა ტაძარში აღნიშნა, რომელიც მეტალის ვაგონში იყო მოწყობილი.



