პატრიარქმა ილია II მიულოცა წინამძღვარს მღვდელმთავრად ქიროტონიის 30 წლისთავი

საქართველოს პატრიარქმა აღნიშნა რომ ლოცულობს ღვთის წინაშე უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრესთვის.
2020 წლის 9 დეკემბერს სრულიად საქართვეკლოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია || მიულოცა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს უნეტარეს ონუფრეს ეპისკოპოსად ქიროტონიის 30 წლისთავი, იუწყება უკრაინის მართმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.
,,თქვენო უნეტარესობავ!გულითადად გილოცავთ მღვდელმთავრობის ქიროტონიის 30 წლისთავს და ეპისკოპოსობის მადლის ზეგარდამოსვლას თქვენზე",-წერს საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მეთაური.
პატრიარქმა ილია ||-მ მოახსენა უკრაინის მართმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ,რომ ლოცულობს მისთვის.
,,აღვავლენთ ლოცვებს,რათა უფალმა გაგაძლიეროთ თქვენ,შეგეწიოთ წინამძღვრობის ჯვრის ტვირთვაში და რომ თქვენი მაღალი მსახურება მომავალშიც სათნო იყოს ღვთისთვის",-აღნიშნა კათალიკოსმა.
როგორც მართმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყება, უნეტარესმა პატრიარქმა კირილემ აგრეთვე მიულოცა უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრეს საეპისკოპოსო მოღვაწეობის 30 წლისთავი.



