მეუ-ს ,,იერარქებმა’’ შოსტაცკის მოუწოდეს შეწყვიტოს მჟკ-ს კითხვა

მეუ-ს წევრებმა თავის ,,მღვდელმსახურებს’’ და ,, ეპისკოპოსებს’’ მოუწოდეს 2021 წლიდან შეწყვიტონ მართმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის სტატიების კითხვა.
ვინიცკა-ბარის ეპარქიის პრეს-მდივანმა სოფრონიმ (ჩუპრინამ) მეუ-ს ,,იერარქებს’’ მოუწოდა მართმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის გვერდი დაბლოკონ და აღარ წაიკითხონ მათი სტატიები. ამის შესახებ ჩუპრინამ ,,ეპისკოპოს’’ გაბრიელ კრიზინის ფეისბუქ გვერდზე დაწერა კომენტარებში.
კრიზინა ამაყობდა, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან შეწყვიტა მჟკ-ს პუბლიკაციების კითხვა, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის მართმადიდებლურ ეკლესიას, და ასევე სხვა რესურსების კითხვა, რადგანაც ისინი ,, ბოროტებას და შუღლს თესავენ’’. ჩუპრინამ საპასუხოდ სურვილი გამოთქვა, რომ 1 თებერვლიდან მჟკ-დან გამოეწერება მეუ-ს ყველა წევრი, და ასევე რჩევა მისცა,რომ ,,მათ ჯგუფში შესვლა უცნაურია’’, მათ გამომწერებში ,,აღმოაჩინა მღვდელმსახურები და მეუ-ს ეპისკოპოსიც კი’’.
სასულიერო პირი ირწმუნება, რომ მისი სტრუქტურის წევრები არ უნდა კითხულობდნენ მჟკ-ს სტატიებს და ,,რეიტინგს უმატებდნენ’’ თავიანთი წევრობით საიტს.
როსტისლავის საპასუხოდ მეუ-ს სასულიერო პირმა ჟიტომირიდამ გ. მიროპოლმა დასვა კითხვა: ,,როდის შექმნიან მეუ-ში ისეთ რესურსს, როგორიცაა მჟკ?
შეგახსენებთ, ადრე გაბრიელ (კრიზინამ) განაცხადა, რომ უკრაინის ავტოკეფალურ მართმადიდებლურ ეკლესიაში ყოფნისას ის მოხვდა,,მადლიერ განხეთქილებაში’’, მაგრამ შემდეგ ის რეაბიტირებულ იქნა ფანარიონის მიერ ,,მონანიების გზით’’.


