მიტროპოლიტმა ბარსონოფმა მიტაცებულ ტაძრებს საეკლესიო ნივთები გადასცა

ქველმოქმედთა მიერ ნაყიდი საეკლესიო ნივთები ხელს შეუწყობენ ტაძრის გარეშე დარჩენილ უმე-ს ვინიცკის ეპარქიის სამრევლოებს ღვთისმსახურების ჩატარებაში.
ვინიცკისა და ბარსკის მიტროპოლიტი ბარსანოფი (სტოლიარი) შეხვდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ვინიცკის ეპარქიის სამრევლოების წინამძღვრებს, რომელთა ტაძრები განხეთქილების მონაწილეთა მიერ იყო მიტაცებული და გადასცა მათ ქველმოქმედთა მიერ ნაყიდი საეკლესიო ნივთები, იუწყება ეპარქიის საიტი.
სოფლების ბოხონიკის, სტრიჟავკის, კოლო-მიხაილოვკისა და ჟეჟელევის მღვდლები უყვებოდნენ მეუფეს ტაძრის გარეშე დარჩენილი გაერთიანებების სამრევლო ცხოვრების შესახებ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულები იძულებულები არიან სპეციალურად მოწყობილ შენობებში ჩაატარონ ღვთისმსახურება.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს ლოცვა-კურთხევით, მიტროპოლიტმა ბარსანოფმა დაზარალებულ სამრევლოებს საჩუქრად გადასცა აუცილებელი საეკლესიო ნივთები: ნაკრებები ევქარისტიისთვის, საკურთხევლის სახარებები და ჯვრები, ღვთისმსახურების ლარნაკები და სხვა საგნები.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, მიტროპოლიტმა ბარსანოფმა დახმარება გაუწია მღვდელს, რომელსაც დაეწვა სახლი.



