ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში გეი-წყვილების კურთხევა დაუშვეს

რკე-ის კარდინალის აზრით, გეი-წყვილების კურთხევით ეკლესიამ „მსოფლიოს თავისი მზრუნველი დედის სახე უნდა წარმოუჩინოს და შეესაბამებოდეს იმას, რასაც პაპი ითხოვდა“.
ფრანცისკანელმა მაურო გამბეტიმ, წმინდა პეტრეს ტაძრის კარდინალ-დეკანოზმა და რკე-ის რომის ეპარქიაში რომის პაპის ვიკარიუსმა განაცხადა, რომ წმინდა პეტრეს ბაზილიკაში აკურთხებენ გეი-წყვილებს, იუწყება ilmessaggero.it.
მისი სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ „ჯერ-ჯერობით არანაირი განცხადება არ შემოსულა, მაგრამ თუ რომელიმე ჰომოსექსუალური წყვილი ითხოვს ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძარში კურთხევას, ეს თხოვნა დაკმაყოფილდება“.
ეს გადაწყვეტილება კარდინალმა ახსნა იმით, რომ ეკლესიამ „მსოფლიოს თავისი მზრუნველი დედის სახე უნდა წარმოუჩინოს და შეესაბამებოდეს იმას, რასაც პაპი ითხოვდა“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ფანარიოტელი იერარქის, კრეტის არქიეპისკოპოს ევგენის აზრით, გენდერული მრავალფეროვნება ცოდვა არ არის.



