რელიგიური თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი აშშ-ში: უკრაინაში არ კრძალავენ ეკლესიას
მაქსიმ ვასინმა ვაშინგტონში განაცხადა, რომ უკრაინაში არავინ ზღუდავს რელიგიურ თავისუფლებას.
2024 წლის 29 იანვარს უკრაინის რელიგიური თავისუფლების ინსტიტუტის (რთი) აღმასრულებელმა დირექტორმა მაქსიმ ვასინმა, რომელიც გამოდიოდა ვაშინგტონში საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების მრგვალის მაგიდის სხდომაზე, განაცხადა, რომ ინფორმაცია უკრაინაში მორწმუნეების დევნისა და ხელისუფლების მცდელობის შესახებ აკრძალოს უმე არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს „რუსულ პროპაგანდას“.
ვასინის სიტყვებით, „რუსეთი ცდილობს დამალოს თავისი სიმხეცე უკრაინის რელიგიური თემების წინააღმდეგ“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და „ამისათვის რუსეთის პროპაგანდა ავრცელებს დამახინჯებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინა თითქოსდა ზღუდავს რელიგიურ თავისუფლებას და კრძალავს ეკლესიას“.
„ეს არ შეესაბამება სინამდვილეს! - დაგვარწმუნა რთი-ს დირექტორმა. უკრაინის ხელისუფლებას არ აუკრძალია არც ერთი ეკლესია, ხოლო კანონპროექტი რუსეთის რელიგიურ ცენტრებთან კავშირების გაწყვეტის შესახებ ამ დრომდე არაა მიღებული. მისი განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს უკრაინის პარლამენტში დემოკრატიული პროცედურების შესაბამისად. რუსეთი კი სისტემატურად იყენებს რელიგიასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას უკრაინის წინააღმდეგ ომში და მისი შეჭრის გასამართლებლად“.
ვასინმა ბრალი დასდო მათ, ვინც ინფორმაციას იძლევა უკრაინაში რელიგიური დევნის შესახებ, განზრახვაში, „უკრაინა დატოვონ საერთაშორისი მხარდაჭერის გარეშე“ და გასცა რეკომენდაცია „არ ენდონ „რუსული პროპაგანდის“ არც ერთ სიტყვას“.
ადრე მჟკ წერდა, რომ გაერო-ში შეშფოთებულები არიან უმე-ს მორწმუნეების დაშინებითა და დევნით.