პოლიცია იუწყება იმ ავარიის დეტალების შესახებ, სადაც მეუფე ლონგინოზი დაზარალდა

ნაციონალურ პოლიციაში განაცხადეს, რომ მძღოლმა ვერ დაიმორჩილა ავტომობილის საჭე და კიუვეტში შეიჭრა.
ჩერნოვიცკის ოლქის ნაციონალური პოლიციის სამმართველოს საიტზე წერენ, რომ 9 აგვისტოს პოლიციის თანამშრომლებმა დოკუმენტურად გააფორმეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა სოფელ სტრუმოკის ადმინისტრაციულ საზღვრებთან, რომლის შედეგად 22 წლის მძღოლი და 58 წლის მგზავრი მოხვდნენ საავადმყოფოში (იგულისხმება მეუფის იპოდიაკონი და თავად მიტროპოლიტი ლონგინოზი (ჟარი), - რედ.).
„პოლიციელებმა წინასწარ დაადგინეს, რომ სოფელ მოლნიცას 22 წლის მაცხოვრებელმა, Lexus-ის ავტომობილის მართვისას, საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ავტომობილი კიუვეტში შეიჭრა.
საგზაო-სატრანსპორტყო შემთხვევის შედეგად, მძღოლმა და მისმა 58 წლის მგზავრმა სხეულის დაზიანებები მიიღეს, დაზარალებულები ექიმების მიერ სამედიცინო დაწესებულებაში იყვნენ ჰოსპიტალიზირებულები“, - ნათქვამია უწყებაში.
შემთხვევის ადგილზე მუშაობდა დნესტრის პოლიციის რაიგანყოფილების №1 განყოფილების საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი (ქ. სოკირიანი).
როგორც მჟკ წერდა, 9 აგვისტოს ავტომობილს, რომელშიც ბანჩის მიტროპოლიტი ლონგინოზი (ჟარი) მგზავრობდა, საგზაო-სატრანსპორტო ავარია შეემთხვა. მეუფე რეანიმაციაში იმყოფება.



