წინამძღვარი სტრიჟავკაში: მეუ-ში გადასული მრევლი ნელ-ნელა ბრუნდება

წინა წინამძღვრის განხეთქილებაში წასვლის შემდეგ უმე-ს თემი სტრიჟავკაში ლოცულობს მიძინების დროებით ტაძარ-ვაგონში, და ის ძლივს იტევს ყველა მრევლს.
მეუ-ში გადასული მრევლი ნელ-ნელა ბრუნდება. ამაზე განაცხადა ვინიცის ოლქის ქალაქის ტიპის დასახლება სტრიჟავკის უმე-ს თემის წინამძღვარმა, მამა ვიქტორმა, იუწყება «Правмир»-ი.
მღვდელმა ისაუბრა ერთ-ერთ ასეთ მორწმუნეზე- 90 წლის მნათე ლევზე.ის 20 წელზე მეტ ხანს ეხმარებოდა წინა წინამძღვარს, რომელიც 2018 წელს გადავიდა მეუ-ში და თავიდან მასთან დარჩა, თუმცა შემდეგ მაინც დაბრუნდა ეკლესიაში.
"მე, როგორც მღვდელმსახურს მაკვირვებს ეს ადამიანი,- გააზიარა მამა ვიქტორმა.-ძლივს დადის, ჯოხით, ზოგჯერ დახმარების გარეშე არ შეუძლია ტაძარში მოსვლა. მაგრამ დიდის ყოველ მსახურებაზე. "როგორ დაგტოვოთ, ვინ დაგეხმარებათ?"-ამბობს. საკურთხეველში გვემსახურება წყნარად, თავმდაბლად, და თითქმის ყოველთვის თვალებზე ცრემლი აქვს. ღვთიური ადამიანია. და ასეთები ბევრი გვყავს".
ამჟამად თემი ლოცულობს მიძინების ტაძარ-ვაგონში. მღვდლის სიტყვებით, ეკლესია შეიქმნა თემისთვის თითქმის ერთდროულად მისი დანიშვნასთან , 2019 წლის აღდგომის შემდეგ, ხოლო მანამდე ადამიანები ლოცულობდნენ ღია ცის ქვეშ. სამრევლო თანდათან მრავლდება- ახლა დაახლოებით 60 ადამიანია და პატარა ტაძარი ძლივს იტევს მლოცველებს საკვირაო მსახურებაზეც კი, დღესასწაულებზე არაფერი რომ არ ვთქვათ . ამიტომ მამაომ მრევლთან ერთად დაიწყო შენობის მიშენება, რომელიც უკვე თითქმის მზადაა.
მიძინების ძველი ტაძარი, გადასული მეუ-ში, დგას დაკეტილი, იქ რემონტია. მის სამრეკლოს უკვე დაადგეს ახალი გუმბათი სამკაპით,საიდანც ამოდის ჯვარი. დაკეტილია ჩამოკიდებული ბოქლომით ასევე დასახლების მეორე ტაძარიც, ნიკოლოზის-ისიც ასევე "ნებაყოფლობით" აღმოჩნდა მეუ-ში.
როგორც მჟკ უიწყებოდა, ვინიცის ოლქის კოლო-მიხაილოვკაში წინამძღვრისგან მიტოვებული უმე-ს მრევლი ამთავრებს ახალის ტაძრის შენებას.



