პატრიარქმა პორფირიმ ხორვატიაში მართლმადიდებლური ეკლესია აკურთხა
„ეკლესია განიცდიდა დევნას ან აკრძალვას, მაგრამ არასოდეს დაემორჩილა ცდუნებას, არამედ, პირიქით, უფრო და უფრო ძლიერდებოდა“, - თქვა პატრიარქმა პორფირიმ.
19 ოქტომბერს სერბეთის პატრიარქმა პორფირიმ საზეიმო ლიტურგია აღავლინა და აკურთხა წმინდა დიდმოწამე დიმიტრის აღდგენილი ტაძარი ხორვატიის ქალაქ დაილაში, ოსიეკისა და ბარანის ეპარქიის რეზიდენციაში, იუწყება spc.rs.
პატრიარქმა პორფირიმ სიტყვით გამოსვლისას შეკრებილებს შეახსენა მართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელობა და როლი თანამედროვე სამყაროში და მადლობა გადაუხადა მათ, ვინც ეკლესიის იერსახის აღდგენისთვის იბრძოდა.
მეუფე პორფირიმ აღნიშნა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია დღეს, ისევე როგორც მრავალი საუკუნის განმავლობაში, მიუხედავად ყველაფრისა, რჩება ძლიერი.
„ქრისტეს ეკლესიის სიძლიერე სწორედ ამ ტანჯვაშია, რადგან ტანჯვა არის გზა აღდგომისა და ხსნის ჭეშმარიტი გზის დასამკვიდრებლად. ეკლესიის მთელი ისტორია ამას ადასტურებს. მისი ძალა მდგომარეობს ხორცშესხმული და აღმდგარი ქრისტეს რწმენაში, ურყევ რწმენაში, რომელიც იცავს ეკლესიის საჭეს და მიმართავს მას ღვთის სასუფევლისკენ“, - განაცხადა სერბმა პატრიარქმა.
წმინდა დიმიტრის ეკლესია - სერბული ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ულამაზესი ეკლესია ხორვატიაში აშენდა ჯერ კიდევ 1715 წელს, ხოლო 1799 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ეკლესია გადაურჩა ორ მსოფლიო ომს, მაგრამ ყველაზე დიდი ნგრევა მეორე მსოფლიო ომის დროს განიცადა, როდესაც ზარები მოიპარეს და სამრეკლო დაანგრიეს, განადგურდა ცნობილი ბაროკოს კანკელი და მოიპარეს ეკლესიაში დაბრძანებული წმინდა ნაწილები.
როგორც მჟკ წერს, სერბეთის ეკლესიამ ბოსნიის წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს 100 000 ევრო გამოუყო.