იარაღითა და სიბრაზით: მუსულმანები „რფ-ის შეჭრის“ საინფორმაციო კამპანიაში

მუფტმა საიდ ისმაგილოვმა განაცხადა, რომ მუსულმანები დაუცხრომელი სიბრაზითა და ნატოს იარაღით დაიცავენ უკრაინას „რუსეთის აგრესიისგან“.
უკრაინის მუსულმანთა სულიერი მმართველობის „უმმა“-ს მუფტმა საიდ ისმაგილოვმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა მისი თანამორწმუნეების მზადყოფნაზე, რომ დაუპირისპირდნენ „რუსეთის აგრესიას“ ლოცვითა და იარაღით, რომელსაც უკრაინას ნატოს ქვეყნები აწვდიან.
მან გამოაქვეყნა თავისი პასუხი ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის ტელეარხების კითხვაზე: „დაიცავენ თუ არა მუსულმანები უკრაინას და რით დაუპირისპირდებიან ისინი რუსეთის აგრესიას?“
მუფტმა თქვა, რომ ლოცვით, აგრეთვე მართული რაკეტების Javelin (ბრიტანული გადამზიდი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი - რედ.) და NLAW (შვედური გადამზიდი ტანკსაწინააღმდეგო მართული რაკეტა - რედ.) დახმარებით.
«Javelin, NLAW, დაუცხრომელი სიბრაზითა და ლოცვით. ლოცვით - აუცილებლად!“, - თქვა უკრაინის მუსულმანთა მუფტმა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, ეპიფანე შეუერთდა უკრაინაში „ომის წინასწარმეტყველთა“ გუნდს.



