ვოლინის დეპუტატი ფიზიკური ძალადობის კენ მოუწოდებს უმე-სთან მიმართებაში

31 July 14:11
2306
ანდრეი ბოკოჩი. ფოტო: Фейсбук ანდრეი ბოკოჩი. ფოტო: Фейсбук

ბოკოჩი შეეცადა პოლიციაზე ზეწოლას, ფაქტიურად ,,ეროვნული სიძულვილის’’ მუქარით, თუ ისინი არ დახურავენ უმე-ს ტაძარს ვოლინში.

ვოლინის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის დეპუტატმა ანდრეი ბოკოჩმა თავის ფეისბუქ გვერზე ,,გაფრთხილება’’ გაავრცელა, რომ თუ უმე-ს მორწმუნეები არ დატოვებენ ვოლინის წმინდა მიძინების საკათედრო ტაძარს და სხვა შენობებს ვლადიმირში, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,მტკიცე გადაწყვეტილების მქონე საზოგადოება აღასრულებს მართმსაჯულებას’’.

ბოკოჩოვი მოყვა რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის დეპუტატების შეხვედრაზე სამართალდამცავებთან საკათედრო ტაძრის ირგვლივ არსებული სიტუაციის გამო, ეპარქიის მმართველობასთან და ვლადიმირ-ვოლინის სასულიერო სასწავლებლის მმართველობასთან. მისი სიტყვებით რეგიონალურ სახელმწიფო ადმინისტრაციას ეუწყა უმე-ს ეპარქიის მიერ სასამართლო ხელშეკრულების დარღვევის შესახებ.

დეპუტატის მტკიცებით ჯერ აუცილებელია საკათედრო ტაძრის დახურვა, მხოლოდ შემდეგ უნდა ჩატარდეს სასამართლო სხდომა. ამჯერად ის შეეცადა სამართალდამცავებზე ზეწოლა მოეხდინა.

«კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დაუშვებელია ნებისმიერი სახის თვითნებნობა შექმნილი კონფლიქტიდან გამოსავლის მოსაძებნად, რადგან შეიძლება დადგეს მონენტი, როცა შეუძლებელი გახდება მორწმუნეების კონტროლი, და ვერავინ - ვერც სამართალდამცავები, ვერც მაღალჩინოსნები, ვერც პოლიტიკოსები - ვერ შეძლებენ მკაცრი გადაწყვეტილების მქონე საზოგადოებისთვის წინააღმდეგობის გაწევას », – განაცხადა ბოკოჩმა.

როგორც მჟკ იუწყება, საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა უმე-ს ვლადიმერ-ვოლინის ეპარქიის შუამდგომლობა, წმინდა მიძინების საკათედრო ტაძრისთვის და მიმდებარე შენობებისთვის იჯარის ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ