სი ძინპინმა რელიგიის სინფიკაციისკენ მოუწოდა
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ რელიგიური საქმიანობა არ უნდა ეხებოდეს განათლებას, სასამართლო და ადმინისტრაციულ სფეროებს ან საზოგადოებრივ ცხოვრებას.
სი ძინპინმა ქვეყანაში რელიგიის „სინფიკაციისკენ’’ მოუწოდა. მისი აზრით, რელიგიური აქტივობა ჩინეთის კომუნისტური პარტიის გარშემო უნდა იყოს ორიენტირებული. ამის შესახებ TASS გაზეთ South China Morning Post-ზე დაყრდნობით იუწყება.
„კურსი მიმართულია რელიგიის სინიფიკაციისკენ, აუცილებელია მორწმუნეებისა და სასულიერო პირების ცენტრალიზაცია პარტიისა და მთავრობის გარშემო“, - თქვა ჩინეთის ლიდერმა რელიგიურ საკითხებზე სახელმწიფო კონფერენციაზე.
სი ძინპინის თქმით, რელიგიური საქმიანობა მკაცრად უნდა იყოს შეზღუდული კანონით და არ ჩაერიოს ცხოვრების სოციალურ ასპექტებში, განათლებასა და სასამართლო სისტემაში.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ჩინეთის ხელისუფლება იძულებულია მიატოვოს ქრისტეს რწმენა სოციალური სარგებლის გამო.