გარდაიცვალა პატრიარქი კირილის სულიერი მამა

სქემა-არქიმანდრიტი ელია 94 წლის იყო.
2025 წლის 15 მარტის გვიან საღამოს, გარდაიცვალა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი კირილის სულიერი მამა და ოპტინის უდაბნოს ბერი, სქემა-არქიმანდრიტი ელია, იუწყება ოპტინის უდაბნოს მონასტრის ტელეგრამ-არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, უხუცესის დაკრძალვა 18 მარტს გაიმართება, გპანაშვიდი კი 17 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება.
მომავალი სქემა-არქიმანდრიტი დაიბადა 1932 წელს გლეხის ოჯახში ორიოლის რაიონის სოფელ სტანოვოი კოლოდესში. ჯარში მსახურობისა და მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში სწავლის შემდეგ სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. დაამთავრა ლენინგრადის სასულიერო აკადემია, სადაც შეხვდა მომავალ პატრიარქ კირილს.
1966 წელს მან აიღო სამონასტრო აღთქმა და მიიღო სახელი ელია. მსახურობდა ლენინგრადის ეპარქიის ეკლესიებში, შემდეგ 10 წელი გაატარა ფსკოვ-პეჩერსკის მონასტერში. 1976-1989 წლებში მსახურობდა ათონის მთაზე პანტელეიმონის მონასტერში.
1989 წელს იგი დაბრუნდა რუსეთში ,,ოპტინა პუსტინის’’ აღსადგენად, სადაც აიღო დიდი სქემა, სახელად ელია. მას შემდეგ, რაც კირილი პატრიარქად აირჩიეს 2009 წელს, იგი გახდა მისი პირადი აღმსარებელი და დასახლდა პერედელკინოს საპატრიარქოს ეზოში. 2010 წელს აიყვანეს სქემა-არქიმანდრიტის ხარისხში.
მამა ელია ცნობილი იყო, როგორც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და პატივსაცემი უხუცესი.
