მეუ ნათლისღებას წყალს ონლაინ ,,აკურთხებს’’

დუმენკოვის ორგანიზაციის სასულიერო პირმა განაცხადა, რომელი ეკლესიებია "სწორი" და რომელი "არასწორი", ასევე მოუწოდა მეუ-ს მრევლს "არ ჩავარდეთ მოსკოვის ობსკურანტიზმში".
Მეუ-ს წარმომადგენელმა ,,მღვდელმა’’ ალექსანდრე დედიუხინმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნათლისღების დღესასწაულზე წყლის ონლაინ "კურთხევაზე" ისაუბრა.
მეუ-ს „მღვდელმა“ აღნიშნა, რომ „ფეისბუქზე ყველამ იცის, როგორ უნდა ისაუბროს, რათა უკრაინიდან გააძევონ მოსკოვის საპატრიარქო, შემდეგ მოდის დღესასწაული და ამბობენ: „და ჩვენთან ახლოს მოსკოვის ეკლესიაა, ჩვენ იქ უნდა წავიდეთ ნაკურთხი წყლის ასაღებად “.
მან მოუწოდა თავის გამომწერებს, არ მიიღონ მონაწილეობა რუსულენოვან წირვაში და „წავიდნენ მეუ-ს კუთვნილ ტაძრებში წყლის კურთხევისთვის“. მისი თქმით, მეუ-ს ტაძრები არის - "სწორი", და, შესაბამისად, "არასწორი" - არის რუსეთის მართმადიდებლური ეკლესია".
დედიუხინმა ასევე დაწერა, რომ "მათთვის, ვინც ვეღარ შეძლებს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მისვლას", ის "ჩაატარებს წყლის ონლაინ კურთხევას 11 საათზე" თავის გვერდზე.
”გაატარეთ დღესასწაული სწორად! ნუ ჩავარდებით მოსკოვის ობსკურანტიზმში!“ - დაასკვნა მეუ-ს „მღვდელმა“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ მეუ-მ გამოსცა წიგნი „ონლაინ ზიარების“ შესახებ და ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა იგორ სავვამ თქვა, რომ წმინდა ზიარების საიდუმლო არის „ჩვეულებრივი ადამიანური საკვები: პური და ღვინო“ და მრევლს ონლაინ ,,ზიარების’’კურთხევა მისცა.



