ზელენსკიმ შობის დღესასწაულის 7 იანვარს აღნიშვნის გაუქმებას მოაწერა ხელი

ასევე, ახალ სტილზე გადავიდა რუსეთის ნათლობის დღის აღნიშვნა და რამდენიმე სხვა დღესასწაული.
2023 წლის 28 ივლისს, რუსეთის მოქცევის დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა №9431 კანონს ,,უკრაინის შრომის კოდექსის 73-ე კანონში ცვლილების შეტანას’’,ასევე ბრძანება №455-ს ,,უკრაინის პრეზიდენტის ზოგიერთ ბრძანებულებაში ცვლილების შეტანას’’.
საუბარია რამდენიმე დღესასწაულის თარიღების ახალი სტილით აღნიშვნაზე, რომლებიც ეროვნულ დონეზე აღინიშნება.
ახლა უკრაინაში შობა ოფიციალურად 7 იანვრიდან 25 დეკემბრის ნაცვლად აღინიშნება.
გარდა ამისა, შეიცვალა სხვა თარიღებიც:
– უკრაინელი კაზაკების დღე და უკრაინის მცველთა დღე 14 ოქტომბრიდან 1 ოქტომბრამდე გადავიდა;
- უკრაინული მწერლობისა და ენის დღე 9 ნოემბრის ნაცვლად - 27 ოქტომბერი აღინიშნება;
- კიევის რუსეთ-უკრაინის ნათლობის დღე და უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღე, ნაცვლად 28 ივლისისა - 15 ივლისს;
- შვილად აყვანის დღე, ნაცვლად 30 სექტემბრისა - 17 სექტემბერს.
ოჯახის დღე 15 მაისს აღინიშნება.
14 ივლისს უმაღლესმა რადამ დაამტკიცა პროექტი შობის აღნიშვნის გადატანის, ასევე უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და უკრაინის მცველთა დღის გადადების შესახებ.
როგორც მჟკ ადრე იუწყებოდა, უმე შობას ჩვეულებრივ, 7 იანვარს აღნიშნავს.


