უმე-ს ჩერნიგოვის ტაძრის წინამძღვარი: კულტურის სამინისტრომ წმინდა ნაწილები შეურაცხყო

ჩერნიგოვის სამების ტაძარში დასრულდა შემოწმება, რომელსაც კულტურის სამინისტროსა და ნაკრძალ «Чернигов древний»-ის წარმომადგენლები ატარებდნენ.
ჩერნიგოვის უმე-ს სამების ტაძარში დასრულდა კულტურის სამინისტროსა და ნაკრძალ «Чернигов древний»-ის კომისიის შემოწმება.
ტაძრის წინამძღვარმა, ჩერნიგოვის ეპარქიის მდივანმა დეკანოზმა იგორ პიდანმა მოხელეთა ქმედებებს წმინდა თეოდოსის, ღირსი ლავრენტის, წმინდა ფილარეტ გუმილევსკის წმინდა ნაწილების შეურაცხყოფა უწოდა.
ის ყვებოდა, რომ არავითარი განმარტება, ბრძანება წარმოდგენილი არ იყო ეგრეთ წოდებული „წმინდა ნაწილების შემოწმებაზე“, რომელიც კომუფლაჟიანი და ავტომატიანი ხალხის დაცვით ტარდებოდა.
„ნაკრძალისა და კულტურის სამინისტროს კომისიისთვის რელიგიურ გაერთიანებას და ეკლესიას არც ერთხელ არ გაუწევია წინააღმდეგობა. დღეს კი ისინი შემოიჭრნენ, არავის არ უშვებდნენ და ნათელი იყო, რომ იქ აკეთებდნენ იმას, რის ნებასაც ჩვენ არ მივცემდით“, - თქვა მღვდელმა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, კულტურის სამინისტროსა და ნაკრძალის შემოწმება 14 დეკემბერს დილით დაიწყო. ნაკრძალ «Чернигов древний»-ის წარმომადგენლები კომუფლაჟიანი ხალხის დაცვით ჩერნიგოვის უმე-ს სამების ტაძარში შეიჭრნენ და არც ერთ მღვდელმსახურს შიგნით არ უშვებდნენ.



