უუს-მა პატრიარქი კირილი ძებნილთა სიაში შეიყვანა

უსაფრთხოების სამსახურმა რმე-ის მეთაურის ძებნა გამოაცხადა: უკრაინის ტერიტორიაზე მისი გამოჩენის შემთხვევაში, პატრიარქი დაკავებული იქნება.
სამართალდამცავებმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის, პატრიარქ კირილეს ძებნა გამოაცხადეს. ინფორმაცია ამის შესახებ გამოქვეყნებულია უკრაინის შსს რეესტრის საიტზე. სამართალდამცავთა მონეცემების თანახმად, რმე-ის მეთაურს ადანაშაულებენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფაში (უკ სტ.110, - რედ.).
შსს-ს საიტზე აგრეთვე აღნიშნულია, რომ პატრიარქს უკვე შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიება მისი დაკავების სახით, ხოლო რმე-ის წინამძროლის „გაუჩინარების თარიღია“ 2023 წლის 11 ნოემბერი.
როგორც მჟკ იუწყებოდა, უუს იუწყებოდა, რომ პატრიარქი ეჭვმიტანილია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში, უკრაინის წინააღმდეგ რფ-ის აგრესიისა და აგრესიული ომის წარმოების გამართლებაში.



