სასამართლომ ისევ დააბრუნა მჟკ-ს ჟურნალისტები დროებითი მოთავსების იზოლატორში

მჟკ-ს ჯურნალისტებს ვალერი სტუპნიცკის, ვლადიმირ ბობეჩკოს, ანდრეი ოვჩარენკოს გაუგრძელეს პატიმრობა.
2024 წლის 8 მაისს ქალაქ კიევის სოლომენკის სასამართლომ ხელმეორედ გააგზავნა მჟკ-ს ჟურნალისტები ლუკიანოვის ციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში.
სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აღმკვეთი ღონისძიების სახით გაუხანგრძლივოს პატიმრობა მჟკ-ს უკრაინელ ჟურნალისტებს ვლადიმერ ბობეჩკოს, ანდრეი ოვჩარენკოს და ვალერი სტუპნიცკის კიდევ ორი თვით.
ჟურნალისტებს გადაიყვანენ ქალაქ კიევის ლუკიანოვის ციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში გირაოს შეტანის უფლების გარეშე.
ადრე მჟკ წერდა, რომ 2024 წლის 8 და 9 აპრილს სააპელაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი მართლმადიდებელი ჟურნალისტების ვალერი სტუპნიცკის და ასევე ანდრეი ოვჩარენკოს პატიმრობაში დატოვების გამო. სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის ორივე შუამდგომლობაზე უარი განაცხადა და დატოვა ჟურნალისტები დროებითი მოთავსების იზოლატორში.



