სადაც მე გამოვჩნდები, ეპიფანე იქიდან გარბის, ვძულვარ, - ფილარეტი
უმე-კს-ს ხელმძღვანელმა თქვა, რომ ეპიფანე დუმენკოს სძულს იგი და ამიტომ თავს არიდებს ყოველგვარ შეხვედრებს.
ეპიფანე დუმენკო გამუდმებით გარბის, როცა სადმე ფილარეტს ხედავს. ამის შესახებ დენისენკომ ,,აპოსტროფთან’’ ინტერვიუში ისაუბრა.
„ცოტა ხნის წინ მომილოცეს დაბადების დღე. ეპიფანემ არ მიმილოცა. და საერთოდ, სადაც მე გამოვჩნდები, იმ ადგილიდან გარბის. დნეპერზე წყალი ვაკურთხე, ის იქ უნდა ყოფილიყო და როცა გაიგო, რომ მეც იქ ვიქნებოდი, უარი თქვა მოსვლაზე, - ამბობს „პატრიარქი“. - ან უკრაინის სახლში დამოემშვიდობნენ ბროვარში დაღუპულებს. ეპიფანემ დამინახა და იქიდან გაიქცა. ასეთ სიძულვილს ავლენს“.
ფილარეტმა ასევე დაადანაშაულა თავისი მოსწავლე სიხარბეში.
„ეპიფანეს აქვს ძალიან დიდი სურვილი დაისაკუთროს კიევის საპატრიარქოს ქონება. სხვა ადამიანების საკუთრების ფლობის ასეთი სურვილი მსგავს შედეგებს იწვევს. ასეტ სურვილებს სიხარბე უდევს საფუძვლად. ”- დასძინა მან.
მანამდე მჟკ წერდა, რომ დუმენკო მომხრეები აშინებენ უმე-კს-ის წევრებს და აიძულებენ, მიატოვონ ფილარეტი.