პატრიარქი ვარფოლომეი იქცევა როგორც პოლიტიკოსი და არა როგორც იერარქი

ფანარიონის მეთაურის ქმედებები გვაფიქრებინებს, რომ ის ეკლესიის იერარქი კი არა პოლიტიკოსია, - დარწმუნებულია დიმიტრი ჯანგიროვი.
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ვარფოლომეი მოქმედებს არა როგორც ეკლესიის იერარქი, არამედ როგორც არც თუ ისე კარგი პოლიტიკოსი, განაცხადა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, დიმტრი ჯანგიროვმა, არხისთვის „პირველი კაზაკი“ მიცემულ ინტერვიუში.
ფანარიონის მეთაური ჩქარობს პოლიტიკური პოზიციის გამყარებას ბაიდენთან, როგორც აშშ-ს არჩევნებში სავარაუდო გამარჯვებულთან, აღნიშნა პოლიტოლოგმა.
ექსპერტის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ფანარიონზე ბოლო ვიზიტი ფაქტიურად იყო პატრიარქ ვარფოლომეის კურატორობის დადასტურება აშშ-ს ახალ მთავრობაში, რომელიც ბაიდენის არჩევას მოყვება.
„პომპეომ თქვა, რომ სტამბულის პატრიარქი ვარფოლომეი აშშ-ს საყრდენია რწმენის თავისუფლებისთვის ბრძოლაში, - შეგვახენბა ანალიტიკოსმა. - სასაცილოა, რა თქმა უნდა. ვარფოლომეი ისევეა რელიგიის საყრდენი, როგორც აშშ ხმების დათვლის მაგალითი.
ვარფოლომეი ამჟღავნებს შიდაპოლიტიკურ აქტივობას, რათა თურქეთში გაიმყაროს პოლიტიკური პოზიციები, ხაზი გაუსვა დიმიტრი ჯანგიროვმა. პოლიტოლოგი თვლის, რომ ფანარიონის მეთაურისთვის ეს აქტუალურია, განსაკუთრებით 2016 წელს ერდოღანის ჩამოგდების შემდეგ, რომლის მომზადების შესახებ იცოდა და არ შეატყობინა თურქეთის ხელისუფლებას.
როგორც იტყობინებოდა მჟკ, ფანარიონზე განაცხადეს, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიისთვის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი - სიხარულისა და პატივის წყაროა.



