ბორისპოლის საკრებულომ „მოსკოვის საპატრიარქოს“ საქმიანობა შეაჩერა
ბორისპილში მეუ-ის ყველა ობიექტი დაცული იქნება და მათი მუშაობისთვის „სპეციალური პირობები“ იქნება შემოღებული.
13 ივნისს, ბორისპოლის საკრებულოს დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე გადაწყვიტეს "შეაჩერონ უმე(კ)-ის საქმიანობა" რუსული აგრესიის მიმდინარეობის მანძილზე. ამის შესახებ Facebook-ის გვერდი „ევროპული სოლიდარობა - ბორისპილ ორგანიზაცია“ იტყობინება. საკითხი განსახილველად ქალაქის მერმა ვლადიმერ ბორისენკომ წარადგინა. მხარი 29-ვე დეპუტატმა დაუჭირა.
ქალაქის საბჭომ ეს გადაწყვეტილება შემდგომი განხილვის გარეშე მიიღო და დაასახელა „უმე-ის მღვდლების მხრიდან კოლაბორაციონიზმის მრავალი შემთხვევა“.
საკრებულოს გადაწყვეტილებაში საუბარია, „მოსკოვის საპატრიარწქოს უძრავი ქონების დაცვაზე - რელიგიური შენობების დაცვის ორგანიზებისა და მათი მუშაობისთვის სპეციალური რეჟიმის შემოღების შესახებ“, ასევე შეხვედრების, მიტინგების, რელიგიური მსვლელობისა და სხვა საჯარო ღონისძიებების აკრძალვის შესახებ.
დეპუტატებმა უკვე მიმართეს ბორისპოლის რაიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შესაბამისი ბრძანების გაცემის თხოვნით.
შეგახსენებთ, რომ ბროვარის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის სხდომის გადაწყვეტილებით, ბროვარის უმე-ის საქმიანობა საომარი მდგომარეობის ვადით შეჩერდა. ამის შემდეგ, უმე-ის ბორისპოლის ეპარქიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აკრძალვას იურიდიული ძალა არ აქვს.
როგორც მჟკ იტყობინება, ბორისპოლის რაიონის სოფელ პეტროპავლოვსკოეში, სქიზმატები ემუქრებიან მრევლსა და უმე-ის მღვდელს და აგროვებენ სოფლის მოსახლეობას 18 ივნისს, რათა ეკლესია დუმენკოს სტრუქტურას ჩააბარონ.