რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა

17 October 21:31
5524
ჩერკასის მიტროპოლიტი თეოდოსი. ფოტო: СПЖ ჩერკასის მიტროპოლიტი თეოდოსი. ფოტო: СПЖ

2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?

2024 წლის 17 ოქტომბრის ღამის 3 საათისთვის ჩერკასკის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის ტერიტორიაზე 100-მდე ადამიანი შეიჭრა კომუფლაჟის ფორმებში და ბალაკლავებში. ამ დროს ტაძარში ღამის ლიტურგია მიმდინარეობდა და მორწმუნეები ლოცულობდნენ.

დამპყრობლები ორგანიზებულად და მოწესრიგებულად მოქმედებდნენ, მათ სწრაფად დააწესეს ტაძარზე კონტროლი და ხალხი ძალით გაყარეს ტერიტორიიდან. ისინი არა მარტო აგდებდნენ მორწმუნეებს, არამედ ართმევდნენ მათ მობილურ ტელეფონებს და უკრძალავდნენ გადაღებას. მოშალეს ვიდეოგადაღების სისტემა, რომ იმ ღამის მოვლენები დაფიქსირებული არ ყოფილიყო გარედან ან ტაძრის შიგნით. გაშმაგებული მიმტაცებლები ამტვრევდნენ ფანჯრებს, კარებებს და საბოლოოდ შეიჭრნენ ტაძრისა და საეპარქიო მმართველობის შენობაში.

ტაძრის დასაცავად შეგროვდნენ ქალაქ ჩერკასკისა და მისი შემოგარენის მართლმადიდებელი მორწმუნეები. სიტუაცია სულ უფრო იძაბებოდა. საეპარქიო საერთო საცხოვრებელში რჩებოდნენ მღვდლები თავიანთ ოჯახებთან ერთად, აგრესიულ დამპყრობელთა გარემოცვაში. მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც - შვიდი ბავშვი 3 თვიდან 8 წლამდე. ბავშვებს ხმაურისგან გაეღვიძათ, შეშინებულებმა დაიწყეს ტირილი, ისინი ძლიერი სტრესის ქვეშ იმყოფებოდნენ. თვითმხილველთა სიტყვებით, არც ერთ თავდამსხმელს არანაირი თანაგრძნობა არ გამოუხატავს მღვდლების ოჯახების, მათი ცოლებისა და შვილების მიმართ. პირიქით, მთელი ძალისხმევა მიმართული იყო იმაზე, რომ მაქსიმალურად დაეშინებიათ  მორწმუნეები.

მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელთა შორის იყო ადგილობრივი საბჭოს დეპუტატი, რომელიც აქტიურად მხარს უჭერდა უმე-ს ტაძრების ძალადობრივ გადაყვანას მეუ-ში. ამის შესახებ ყვებოდა ჩერკასკისა და კანევსკის მიტროპოლიტი თეოდოსი, რომელიც ადგილზე მივიდა თავისი მრევლის მხარდასაჭერად.

მეუფე ნამდვილი მწყემსივით და მამასავით მოიქცა, მან მძიმე წუთებში არ მიატოვა თავისი შვილები და მათ ზურგებს არ ამოეფარა. პირიქით, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბანდიტები ტაძრიდან გაეყარა.

ეს  მოხერხდა კიდევაც. მიმართვაში, რომელიც გაკეთდა მას შემდეგ, რაც ბანდიტები სამარცხვინოდ გააგდეს ტაძრიდან, მიტროპოლიტმა თეოდოსმა მოუწოდა მორწმუნეებს, რომ არ დანებდნენ და არ დათმონ თავიანთი სიწმინდეები: „ძმებო და დებო, თუ ეს გამოხტომა განმეორდება, იძულებულები ვიქნებით დავიცვათ ჩვენი ტაძარი! სიწმინდე დაცული უნდა იყოს ბანდიტებისგან, რომლებსაც ის არ აუშენებიათ, მათ ლოცვა არ იციან და მხოლოდ ანგრევენ იმას, რაც წლების განმავლობაში შრომით და ლოცვით იქმნებოდა“.

მიტროპოლიტმა თეოდოსმა მიმართა აგრეთვე პატრიარქ ბართლომეს მოწოდებით, რომ მან ყურადღება მიაქციოს დევნას, რომელსაც განიცდიან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის  მორწმუნეები. მან ხაზი გაუსვა, რომ სიტუაცია ჩერკასკში მართლმადიდებელი მორწმუნეების მიმართ უამრავი ძალადობისა და აგრესიის მხოლოდ ერთ-ერთი გამოვლინებაა.

აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენებს წინ უსწრებდა ჩერკასკის მერის ანატოლი ბონდარენკოს განცხადებები, რომელიც ღიად საუბრობდა იმის შესახებ, რომ აპირებს მეუ-სთვის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის გადაცემას. 

თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე მან Instagram-ზე გამოაქვეყნა ტაძრის ფოტო კომენტარით, სადაც მინიშნებული იყო უახლოეს მომავალში ტაძრის “გადაცემის” შესახებ. სწორედ ამას უკავშირებს ბევრი მორწმუნე მოხდარ ძალადობას.

რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა - სურათი 1

მიტაცების დღეს ბინდარენკომ, რომელსაც ზელენსკიმ 2020 წელს ბანდიტი უწოდა, მოუწოდა „აქტივისტებს“ მისულიყვნენ უმე-ს ტაძართან, რომ მონაწილეობა მიეღოთ მის „გადაცემაში“ დუმენკოს მომხრეებისთვის. ამით ქალაქის მერმა დაადასტურა, რომ თავდასხმა იყო ზედმიწევნით დაგეგმილი და განხორციელებული ადგილობრივი ხელისუფლების არა მარტო ნებართვით, არამედ პირდაპირი მონაწილეობით, რომელმაც არსობრივად განახორციელა უმე-ს ტაძრის ძალადობრივი მიტაცება.

მათ შორის, ვინც ხელმძღვანელობდა ტაძრის მიტაცებას, მორწმუნეებმა და მღვდლებმა იცნეს მეუ-ს კაპელანი ნაზარი ზასანსკი. ეს „მღვდელმსახური“ ადრეც შეუმჩნევიათ სხვა მართლმადიდებელი სიწმინდეების ძალადობრივ მიტაცებაში, კერძოდ, 2023 წლის ნოემბერში ჩერკასკში, ღვთისმშობლის შობის ტაძრის მონასტრის. ზასანსკი, როგორც ბევრი მოწმე აღნიშნავს, მოქმედებს მხოლოდ ანგარების მოტივებით და შარშან, მონასტრის მიტაცების შემდეგ, მისი ფაქტიური მეთაური და პატრონი გახდა. მიტროპოლიტ თეოდოსის სიტყვებით, ზასანსკის ოჯახს არაფერი საერთო არ აქვს სულიერ ცხოვრებასთან და ის მოქმედებს  მხოლოდ პირადი გამორჩენისა და მმართველობის წყურვილის მოტივებით.

მორწმუნეებმა აგრეთვე აღმოაჩინეს, რომ ტაძარი გაძარცვული იყო. დამპყრობლებმა გაანადგურეს ბუღალტერია, მოიპარეს დოკუმენტები, საეკლესიო ნივთები და ტექნიკა. ტაძრიდან გაქრა 60 ათასი დოლარი და 80 ათასი გრივნა, რაც მრევლმა მოაგროვა რესტავრაციისთვის და ზარისთვის. წაიღეს ორი სამღვდელმთავრო პანაღია წმინდა ნაწილებით, ჯვრები, ხატები და სხვა ძვირფასეულობა. თავდამსხმელები წავიდნენ იმაზეც, რომ წაიღეს პროდუქტები და ზამთრისთვის გამზადებული კონსერვები, რომლებიც მღვდელებსახურთა  ოჯახებისთვის იყო განკუთვნილი.

მიუხედავად მორწმუნეთა მხრიდან დიდი ძალისხმევისა, რომ დაეცვათ ტაძარი, 17 ოქტომბერს, გამთენიისას, რეიდერებმა გაიმეორეს  შტურმი. მრევლი, მიტროპოლიტ თეოდოსთან ერთად, მაქსიმალურად ცდილობდა, რომ სიწმინდე უღმერთოებისთვის არ დაეთმოთ  წასაბილწად,  მაგრამ... ცრემლმდენი გაზისა და ფიზიკური ძალის საშუალებით ტაძარი მიტაცებული იყო. მიტროპოლიტი თეოდოსი თავად დაზარალდა იერიშის დროს: მას თავში ჩაარტყეს და გაზიც მიასხურეს. დაჭირდა სამედიცინო დახმარება, რადგან დარტყმის შემდეგ მან გონება დაკარგა. თავდამსხმელები მღვდელმსახურთა და ხანდაზმულ მორწმუნეთა მიმართ ფიზიკურ ძალადობასაც არ ერიდებოდნენ, მათ სასტიკად სცემეს ჩერკასკის ეპარქიის მოხუცი ბერი და ტაძრის მრევლის ბევრი წევრი.

შემთხვევის ადგილზე  გამოიძახეს პოლიცია, მაგრამ სამართალდამცავები არ ერეოდნენ. ჩერკასკის ოლქის ნაცპოლიციის ოფიციალური განცხადებით, პოლიცია მოვიდა შემთხვევის ადგილზე და მომხდარის შესახებ ინფორმაცია შეიტანა სასამართლომდე წინასწარ გამოძიებათა ერთიან რეესტრში. პოლიციელებმა მორწმუნეები  აგრესიულ დამპყრობლებთან პირისპირ დატოვეს. მხოლოდ თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ დაიწყო გამოძიება სტატიით „ხულიგნობა“. ოფიციალური ვერსიით, მორწმუნეთა შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რომელსაც პოლიცია თითქოს იძიებს. მაგრამ ბევრი თვითმხილველი ამტკიცებს, რომ პოლიციის ქმედებები მიზანდასახულად პასიური იყო და სამართალდამცავებმა დამპყრობლებს ფაქტიურად მწვანე შუქი აუნთეს.

მას შემდეგ, რაც ტაძარი საბოლოოდ მიიტაცეს, ჩერკასკისა და კანევსკის მიტროპოლიტმა თეოდოსმა  მორწმუნეებს ემოციური განცხადებით მიმართა. მან აღნიშნა, რომ ახლა მორწმუნეები და მღვდლები იძულებულები იქნებიან საკუთარ სახლებში და ბინებში ილოცონ. თავის მიმართვაში მიტროპოლიტმა თეოდოსმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად ტაძრის დაკარგვისა, ღვთის მადლი ყოველთვის მასთან იქნება, ვინც თავისი რწმენის ერთგული რჩება. მან თქვა: „უფალი, ღვთისმშობელი, მთავარანგელოზი მიქაელი და წმინდა მაკარი მუდამ ჩვენთან არიან! ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენი სიწმინდის დასაცავად, მაგრამ ახლა იძულებულები ვართ ჩვენს სახლებში და ბინებში გავაგრძელოთ ლოცვა“. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ბრძოლა ტაძრისთვის არ დასრულებულა და გაგრძელდება სასამართლოებში, თუმცა ეჭვი შეიტანა მართლმსაჯულების სამართლიანობაში.

აღსანიშნავია, რომ მიტაცების დროს გამოყენებული იყო არა მარტო ფიზიკური, არამედ ემოციური ძალადობაც. რეიდერებისგან, რომლებიც კიბეებზე  და მართლმადიდებლურ ტაძრის შიგნითაც იმყოფებოდნენ, იმდენი უცენზურო სიტყვა და გინება ისმოდა, რომ    მორწმუნეები შოკში იყვნენ. მაგრამ... არა დუმენკოს მომხრეები, რომლებმაც ტაძრის მიტაცების შემდეგ იქ თავიანთი „მსახურების“ ჩატარება დაიწყეს. შეიძლება თუ არა ლოცვა ტაძარში, სადაც ძალადობრივად შეიჭრნენ, მორწმუნეთა ცემით და სამსართულიანი გინებით, ამას  დუმენკოს მომხრეები არ განმარტავდნენ. ალბათ იმიტომ, რომ თავადაც ესმით - მათ „მსახურებას“ ლოცვას ვერ უწოდებ.

ამ მოვლენათა შუქზე ნათელია, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებისთვის ბრძოლა ჩერკასკით სულაც არ შემოიფარგლება. მთელ უკრაინაში გახშირდება ტაძრების მიტაცებები, რაც საზოგადოებაში  კიდევ უფრო დიდ განხეთქილებას გამოიწვევს. ამ სტატიის დაწერის დროს ცნობილი გახდა, რომ მეუ-ს რეიდერები იტაცებენ უმე-ს ტაძარს კრემენჩუგში. აშკარაა, რომ, მიუხედავად  ყველაფრისა, ამჟამად  მთავარი ეკლესიის ერთგულებაა, აგრეთვე ბრძოლის გაგრძელება საკუთარი უფლებების დასაცავად.

დიახ, ჩვენი ეკლესია მოწოდებულია მშვიდობისთვის, მაგრამ როდესაც მისი წევრები ხვდებიან უსამართლობას და ფიზიკურ ძალადობას, ჩნდება კითხვა: როგორ უნდა შევუთავსოთ ერთმანეთს მშვიდობიანობა და სიწმინდეების დაცვის აუცილებლობა?  შევეგოუთ და ყველაფერი უდრტვენველად მივიღოთ? მიტროპოლიტმა თეოდოსმა მოუწოდა დაიცვან ტაძარი „ბანდიტებისგან“, სახარებაში უფალი ამბობს: „ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს“. ამავდროულად, ქრისტე თავის მიმდევრებს „მშვიდობისმყოფელებს“ უწოდებს. როგორ უნდა შეთავსდეს ყოველივე ზემოთქმული ერთმანეთთან? მხოლოდ იმ ფორმით, რომ სიწმინდის დაცვა არ უნდა იყოს ფიზიკური და ძალადობრივი. ჩვენი მთავარი ძალა ლოცვასა და ერთობაშია. ისეთ შემთხვევებში კი, როგორც ჩერკასკია, დიდი სურვილი გვაქვს  გვესმოდეს ეკლესიის ხმა, ვხედავდეთ მისი ყველა წევრის ერთობას. აი, რას ამბობს მაცხოვარი მოციქულ პავლეს საშუალებით: „და თუ ევნებინ რაჲ ერთსა ასოსა, მის თანა ელმინ ყოველთა ასოთა; და თუ იდიდებინ ერთი ასოჲ, მის თანა იდიდებიედ ყოველნი ასონი” (1 კორ. 12, 26). აი, რა გვჭირდება ჩვენ დღეს - თანა-გრძნობა.

დიახ, ჩვენ უნდა მივუტევოთ ჩვენს მაჭირვებელთ. მაგრამ ამასთანავე უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანობაში მიტევება არ ნიშნავს სამართლიანობაზე უარის თქმას. ის არ გამორიცხავს კანონიერი გზებით სამართლიანობის აღდგენას. მათეს სახარებაში ნათქვამია სამართლიანი მართლმსაჯულების შესახებ, რომელიც ელოდება მათ, ვინც ბოროტებას სჩადის (მთ. 25: 31-46). ამ კონტექსტში ტაძრის დასაბრუნებლად ბრძოლა კანონისა და წესრიგის აღდგენის მცდელობაა, რაც არ ეწინააღმდეგება მიტევების სახარებისეულ პრინციპებს.

ამასთანავე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ დუმენკოელები არ ვართ, ესე იგი მოწინააღმდეგეთა მიმართ ბოროტებას და ზიზღს ვერ დავუშვებთ, თუნდაც ისინი ზღვარგადასულად მოქმედებდნენ. როგორც რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ნათქვამია, „ნუ თავით თჳსით შურსა ეძიებთ, საყუარელნო, არამედ ეცით ადგილ რისხვასა, რამეთუ წერილ არს: ჩემი არს შურის-გებაჲ, და მე მივაგო, იტყჳს უფალი” (რომ. 12:19). და ჩვენ გვწამს, რომ უფალი ნამდვილად მიაგებს - ყველას და თითოეულს.

ჩვენ აგრეთვე გვწამს, რომ ფიზიკური ტაძრის დაკარგვა, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს, არ ნიშნავს თავად ეკლესიის დაკარგვას. მორწმუნეები ეკლესიის ნაწილს წარმოადგენენ, რაც არ უნდა გადაუკეტონ მათ გზა ტაძრისკენ. დღეს ახდა ქრისტეს სიტყვები, რომლებიც მან სამარიტელ დედაკაცს უთხრა ჭასთან: „მაგრამ მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით” (იოანე 4:23). და ეს მართლაც ასეა.

საბოლოოდ, მოვლენები, რომლებიც ჩერკასკში და უკრაინის სხვა ადგილებში განვითარდა, შეიძლება განიხილებოდეს ადამიანთა სულებისთვის სულიერი ბრძოლის კონტექსტში. ძალადობა, გაყოფა, ზიზღი - სულიერი ომის გამოვლინებებია, რომელიც ყოველი ადამიანის გულში მიმდინარეობს.

ამ სიტუაციაში მთავარია არა მარტო საკუთარი ტაძრების დაცვა, არამედ ჩვენს გულებში სიწმინდის შენარჩუნება ბოროტებისა და ზიზღის გარეშე. მსგავს სიტუაციებზე ქრისტიანული რეაქცია უნდა ეფუძნებოდეს სიყვარულს, მიუხედავად იმისა, რომ ეს თითქოს წარმოუდგენელია. ზიზღის გარემოცვაში კი სიყვარული მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც ღმერთის სწამს. ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში ხომ ნათქვამია: „ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ” (ფლპ. 4:13).

უფალმა გაგვაძლიეროს! მით უმეტეს, რომ ბოროტება დიდხანს ვერ იზეიმებს, ვინაიდან „ღმერთი არა შეურაცხ-იქმნების!”.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ