1500 პრობლემა მეუ-სთვის

17 April 09:59
605
ფოტო: СПЖ ფოტო: СПЖ

უმე-ს წმინდა სინოდის 2024 წ. 10 აპრილის განცხადებაში ლაპარაკია 1500 მიტაცებულ და მეუ-ში უკანონოდ გადაყვანილ ტაძარზე. რას ნიშნავს ეს რიცხვი და რა ხდება სინამდვილეში?

ასეთი დიდი რიცხვი ოფიციალურად პირველად გაჟღერდა. მანამდე ლაპარაკი იყო ასობით მიტაცებულ ტაძარზე იმის დაზუსტების გარეშე, თუ რამდენია ეს ასეული.

ნიშანდობლივია, რომ რიცხვი, რომელიც უმე-ს სინოდმა გააჟღერა, მყისიერად აიტაცეს მეუ-ში. მაგალითად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილმა მიტროპოლიტმა, ამჟამად კი მეუ-ს „იერარქმა“ ალექსანდრე დრაბინკომ ბოლოდროინდელ ინტერვიუში „პოლონეთის რადიოს“ უპატაკა, რომ „1500 სამრევლოზე მეტი უკვე დღეს შეუერთდა უკრაინის ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას“. მისი სიტყვებით, მეუ-სთან „შეერთების ინტენსიობა ძალზე აქტიურად მიმდინარეობს“.

რატომ დაასახელა დრაბინკომ ეს რიცხვი, გასაგებია. მან მეუ-ს  პროექტის შემქმნელებს როგორც ფანარიონში, ასევე უკრაინაში უნდა აჩვენოს, რომ, მიუხედავად ყველა სირთულისა, მათი პროექტი მაინც შედგა და სულ მალე უკრაინაშიც მეუ-ს გარდა არავინ აღარ იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საჭირო გახდა საეკლესიო კანონების დათმობა და უმე-ს მილიონობით მორწმუნის გამეტება ტანჯვისთვის ხელისუფლებისგან და რადიკალებისგან, მათ ყველაფერი სწორად გააკეთეს. მიზანი ამართლებს საშუალებებს და გამარჯვებულების განსჯა არ ხდება. მაგრამ მოგვიწევს მათი გაწბილება, რადგან რეალურად საქმე სრულიად სხვაგვარად არის.

აშკარა შეუსაბამოებები

გასაგებია, თუ რატომ ლაპარაკობს დრაბინკო ამას. მან მეუ-ს  პროექტის შემქმნელებს როგორც ფანარიონში, ასევე უკრაინაში უნდა აჩვენოს, რომ, მიუხედავად ყველა სირთულისა, მათი პროექტი მაინც შედგა და სულ მალე უკრაინაშიც მეუ-ს გარდა არავინ აღარ იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საჭირო გახდა საეკლესიო კანონების დათმობა და უმე-ს მილიონობით მორწმუნის გამეტება ტანჯვისთვის ხელისუფლებისგან და რადიკალებისგან, მათ ყველაფერი სწორად გააკეთეს. მიზანი ამართლებს საშუალებებს და გამარჯვებულების განსჯა არ ხდება. მაგრამ მოგვიწევს მათი გაწბილება, რადგან რეალურად საქმე სრულიად სხვაგვარად არის.

დასაწყისისთვის მოდით შევადაროთ ორი მომენტი. ვივარაუდოთ, რომ გაჟღერებული რიცხვი - 1500 მეუ-ში გადასული სამრევლო ნიშნავს, რომ ეს ორგანიზაცია მართლაც შეივსო 1500 ახალი რელიგიური გაერთიანებით. მაგრამ ამ შემთხვევაში მეუ-ს „სამღვდელოება“ უნდა შევსებულიყო იგივე 1500 მღვდელმსახურით. თუმცა  მეუ-ს წარმომადგენლებისგან სულ ისმის უკმაყოფილება, რომ მათ კატასტროფულად აკლიათ „მღვდლები“. მაგალითად, ახალი ჩივილი: მეუ-ს პოლტავის ეპარქიის უფროსი ფიოდორ ბუბნიუკი იუწყება, რომ მის სტრუქტურას არ ჰყავს კაპელანები და ამიტომ ისინი იძულებულები არიან, რომ ისინი სამხედროებს შორის ეძებონ, „ვინც მორწმუნეა და გრძნობს მოწოდებას“. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მეუ-ს ჩერნოვიცკისა და ბუკოვინსკის „მიტროპოლიტმა“ დანიელმა მოუწოდა „რომ გაგებით მოეკიდონ სასულიერო პირთა დროებით ნაკლებობას“ სამრევლოებში, რომლებიც „გამოვიდნენ მოსკოვის კაბალიდან“ და მამაკაცებს „ხელდასხმას“ ეხვეწებოდა ყოველგვარი განათლებისა და სხვა მოთხოვნების გარეშეც კი. „გევედრებით, ეძებეთ სოფლებში მამაკაცები, რომლებიც ღირსები არიან, რომ ემსახურონ ღმერთს წმინდა ეკლესიაში. მამაკაცები, რომლებსაც შეუძლიათ იტვირთონ მღვდლობა, - იტვირთონ ჩვენი ბავშვების, ჩვენი ეკლესიისა და სახელმწიფოს მომავლისთვის. ჩვენ დაგეხმარებით იმ ცოდნის მიღებაში, რომელიც აუცილებელია ეკლესიაში ღვთისა და ადამიანის მსახურებისთვის“, - წერდა ის  სოცქსელებში თავის გვერდებზე. მაგრამ როგორც ვხედავთ, სიტუაცია არ იცვლება, ეკლესიის მსახურები კვლავაც არ ყოფნით.

ამ ორი ფაქტის შედარებამაც კი დაგვაფიქრა: მართლაც წავიდა უმე-დან 1500 სამრევლო, მაგრამ გადავიდნენ კი ისინი მეუ-ში? და თუ გავეცნობით იმას, თუ რა ხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ამ 1500 შემთხვევიდან, საოცარ სურათს აღმოვაჩენთ: ტაძარს იტაცებენ, მრევლი კი უმე-ში რჩება და ძლიერდება.

მიტაცებების კლასიფიკაცია

თუ განვაზოგადებთ სამრევლოების მეუ-ში გადასვლის /გადაყვანის/მიტაცების ყველა შემთხვევას, შეიძლება დაახლოებით ასეთი კლასიფიკაციის შედგენა.

I კატეგორია: ნებაყოფლობითი უკონფლიქტო გადასვლა.

ასეთი შემთხვევები ძალზე იშვიათია, სულ რამდენიმე ათეული, მაგრამ ეს მაინც ხდება და ამის შესახებ უნდა ითქვას. სინამდვილეში ეს მრევლის თავისუფალი ნების გამოვლენაა, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზის გამო სურს შეუერთდეს „ნაციონალურ ეკლესიას“ (ამ სიტყვათაშეთანხმებას ბრჭყალებში ვსვამთ, რადგან ქრიატეს ეკლესია თავისი არსით არ შეიძლება იყოს ნაციონალური). ტარდება კრება და კენჭისყრით ხდება მეუ-ს იურისდიქციაში გადასვლა. როგორც წესი, ამ შემთხვევაში გადასვლებში წინამძღვრებიც მონაწილეობენ. უმე-ს მხრიდან ამ სამრევლოების მიმართ არანაირი წინააღმდეგობა არ არის, არავინ  ხელს არ უშლის ამ გადასვლას. წინამძღვრებს რა თქმა უნდა ეკრძალება მღვდელმსახურება განხეთქილებაში გადასვლის გამო, რასაც ისინი არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ის ადამიანები, ვისაც არ სურს უმე-დან წასვლა, თუ ასეთები არიან, უბრალოდ სხვა ტაძარს, სხვა სამრევლოს პოულობენ, თუმც ამისთვის მათ მნიშვნელოვანი მანძილის გავლა მოუწიოს.

რატომ გვხვდება დღესდღეობით გადასვლის ეს ტიპი უკიდურესად იშვიათად? უბრალოდ იმიტომ, რომ თუ მრევლში წინამძღვარს და ადამიანთა უმრავლესობას სურდა „ნაციონალურ ეკლესიაში“ ყოფნა, მათ ეს უკვე დიდი ხანია განახორციელეს. 2019-2020 წლებში, მეუ-ს  შექმნისთანავე ან უფრო ადრეც, ისინი შეუერთდნენ ფილარეტ დენისენკოს მიერ შექმნილ კს უმე-ს. თუმცა მაშინაც კი ასეთი გადასვლების რაოდენობა ბევრი არ იყო.

II კატეგორია: უმრავლესობა მეუ-ს მომხრეა, წინამძღვარი და უმცირესობა - წინააღმდეგი.

ამ შემთხვევაში ხდება ისე, როგორც პირველში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ უმცირესობა მაინც ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს გადასვლას და სხვებიც დაარწმუნოს იმაში, რომ ეს ერთი იურისდიქციიდან მეორეში გადასვლა კი არ არის, არამედ ეკლესიის სრული ღალატია. როგორც წესი, ამ მცდელობებს წარმატება არ მოაქვს და უმცირესობამ მღვდელთან ერთად ღვთისმსახურებისთვის სხვა ადგილი უნდა მოძებნოს. გადასვლის ეს ფორმა უკვე არაკანონიერია, რადგან რელიგიური გაერთიანების წესდების თანახმად, მრევლის კრების მოწვევა მხოლოდ წინამძღვარს შეუძლია. მაგრამ ამ შემთხვევაში, წინამძღვარმაც და მისი მრევლის ნაწილმაც უმრავლესობის ზეწოლით უნდა დატოვონ თავიანთი ტაძარი.

ხაზს ვუსვამთ, რომ როდესაც „უმრავლესობაზე“ ან „უმცირესობაზე“ ვლაპარაკობთ, იმ რეალურ ადამიანებს ვგულისხმობთ, რომლებიც რეგულარულად ტაძარში დადიან და ღვთისმსახურებებში იღებენ მონაწილეობას. გადასვლის ის შემთხვევები, როდესაც „უმრავლესობა“ შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც ტაძარში წელიწადში რამდენჯერმე მოდიან ან საერთოდ არ დადიან, განიხილება შემდგომში.

III კატეგორია: აქტიური უმცირესობა მეუ-ს მომხრეა.

მიუხედავად იმისა, რომ რეალური მრევლის უმრავლესობა წინამძღვართან ერთად გადასვლის წინააღმდეგია, აქტიურ უმცირესობას არ სურს ამასთან შეგუება და თავის მოვალეობად თვლის ტაძრის გადაყვანას „ნაციონალურ ეკლესიაში“. ამ შემთხვევაში მათ განკარგულებაში უამრავი საშუალებაა, დაწყებული ადმინისტრაციული რესურსიდან და დამთავრებული რადიკალთა ჯგუფებით, რომლებიც მზად არიან გამოიყენონ ფიზიკური ძალადობა.

როგორც წესი, ტაძრის მეუ-ში გადაყვანის ინიციატივა მომდინარეობს არა მორწმუნეთა უმცირესობისგან, არამედ ადგილობრივი ხელისუფლებისგან ან დასახლებული პუნქტის მოსახლეობისგან, რომლებსაც ეკლესიასთან არანაირი შეხება არ აქვს, ან აქვს, მაგრამ ძალზე იშვიათი. მაგრამ ეს ინიციატივა მხარდაჭერას პოულობს ორი-სამ ან შეიძლება მეტ ადამიანთან,  რომლებიც იწყებენ მოქმედებას. ისინი შეიძლება იყვნენ მრევლის ყოფილი წევრები, რომლებიც რაღაც მომენტში განაწყენდნენ და დატოვეს მრევლი, მაგრამ გადასვლის ან მიტაცების საქმეში თვით მორწმუნეთა წრიდან მოღალატეთა დახმარება ძალზე სასარგებლოა. აქ ყველაფერი სახარებისეულია, ფარისევლებს თავად შეეძლოთ იესოს შეპყრობა, მაგრამ იუდას მონაწილეობა, თორმეტთაგან ერთ-ერთი მოციქულისა, მათ ძალიან დაეხმარა. 

გადაყვანის/მიტაცების ტიპიური სქემა ასე გამოიყურება: ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ტარდება ტერიტორიული სამრევლოს ან მისი ნაწილის კრება, სადაც უმრავლესობა ხმას აძლევს მრევლის მეუ-ში გადასვლას. თვით რელიგიური გაერთიანების აზრს ამ შემთხვევაში არ ითვალისწინებენ, არანაირი არგუმენტი და ეკლესიის კანონებისა და უკრაინის კანონების მოშველიება არ მიიღება. ის ფაქტი, რომ უმე თავისუფალი და დამოუკიდებელია მმართველობაში, რომ მან ოფიციალურად განაცხადა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ, რომ ის აკურთხებს მორწმუნეებს, რომ დაიცვან  ჩვენი ქვეყანა და ეხმარება უშძ-ს მატერიალურად და ფინანსურად, არავის არ აინტერესებს. კრება ხმას აძლევს მეუ-ში გადასვლას. ეს პირდაპირი დარღვევაა  უკრაინის კანონის „სინდისისა და რელიგიური ორგანიზაციების თავისუფლების შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს, რომ რელიგიური გაერთიანების იურისდიქციის შეცვლა მხოლოდ თვით რელიგიურ ორგანიზაციას შეუძლია, ე.ი. მრევლის რეალურ წევრებს, რომლებიც ღვთისმსახურებებსა და საიდუმლოებებში რეგულარულად მონაწილეობენ.  

შემდეგ კენჭისყრის შედეგები ფორმდება და სახრეგისტრირების ორგანოებში გადაიცემა, რომლებიც აგრეთვე კანონის იგნორირებით აწარმოებენ მრევლის გადარეგისტრირებას მეუ-ში. მაგრამ ხშირად ამ პროცესის დასრულებამდე, რომელიც რიგ  შემთხვევაში ჭიანურდება იმის გამო, რომ უმე-ს ნამდვილი მრევლი ცდილობს თავისი უფლებების დაცვას სასამართლოში, ადგილობრივი ხელისუფლება და მეუ-ში გადასვლის აქტიური მხარდამჭერები ახდენენ ტაძრის ძალისმიერ მიტაცებას. ამაში ჩართულები არიან ფიზიკურად ძლიერი ახალგაზრდები, რომლებიც მოდიან და ჭრიან ტაძრის ბოქლომებს, მოწინააღმდეგეებს ძალის გამოყენებით უსწორდებიან და ამგვარად აგდებენ მრევლს ტაძრიდან.

კონფლიქტურობის და ძალადობის ხარისხი შეიძლება ცვალებადი იყოს, დაწყებული იქედან, რომ მრევლი ამჯობინებს ტაძრის მშვიდობიანად დატოვებას სასტიკ მიტაცებამდე ძალის გამოყენებით. 

IV კატეგორია: განუკითხაობა.

ეს ხდება, როდესაც მთელი მრევლი გადასვლის წინააღმდეგია, როდესაც ის რეალურად კრებას ატარებს, ერთიანად ხმას აძლევს, რომ უმე-ს და მისი წინამძღვრის, მიტროპოლიტ ონოფრეს ერთგული დარჩება, გადასცემს შესაბამის დოკუმენტებს ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს, მაგრამ მის მიმართ მაინც გამოიყენება სქემა, რომელიც წინა კატეგორიაში იყო აღწერილი. არანაირი პროტესტები, კანონთან აპელირებები, სასამართლოებში და სამართალდამცავ ორგანოებშო მიმართვები არ შველის. ხშირად ასეთი მიტაცებები მიმდინარეობს ძალზე სასტიკი ფორმით, მორწმუნეთა ცემით და ტაძრის მიმართ მკრეხელური დამოკიდებულებით. მაგალითად, ვინიცკის ოლქის სოფ. ლადიჟინის ყაზანის ტაძარში მეუ-ს მოხრეებმა ტაძრის კარი ბულდოზერის მეშვეობით გატეხეს. ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერში, რომელიც 2024 წლის 9 იანვრის ღამეს გაკეთდა, ასახულია იერიში ამ ტაძარზე. 

1500 პრობლემა მეუ-სთვის - სურათი 1

მეუ-ს მებრძოლები იერიშს აწარმოებენ ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარზე. ფოტო: скриншот видео камеры наблюдения

კადრებში ჩანს, თუ როგორ ანგრევენ  მიმტაცებლები ტაძრის გვერდითა კარს სატვირთოს ორთითით და შიგნით შერბიან. რამდენიმე წამში ისინი იწყებენ ტაძარში მყოფი ხალხის და წინამძღვრის  ქუჩაში გაგდებას. ისინი მათ საფეხურებზე მიათრევენ, აგდებენ მიწაზე, შემდეგ ტაძრის ტერიტორიიდანაც აგდებენ, ხელისკვრით, ცემით, ხელების გრეხვით. დეკანოზ ევგენი ვორობიოვს სახე დალეწილი და დასისხლიანებული ჰქონდა.

ბოლო დროს მიმტაცებლები აღარც იწუხებენ თავს ყალბი კრებების ჩატარებით. 2024 წ. 16 აპრილს უმე-ს ჩერკასკის ეპარქია იუწყებოდა: „ბოლო თვეებში უკვე ჩვეულებად იქცა, რომ  მართლმადიდებლური ტაძრის მორიგი რეიდერული მიტაცებისთვის მეუ-მ უკვე შეწყვიტა ტერიტორიული სამრევლოების ყალბი კრებების ჩატარება, როგორც ეს ადრე ხდებოდა და რომლებსაც შემდგომში აცხადებდნენ როგორც „რელიგიური გაერთიანებების“ კრებებს. ყველაფერი ბევრად უფრო გამარტივდა: 2024 წ. მარტის შუა რიცხვებში „მეუ-ს კლირიკოსმა“ ნიკოლოზ ევგენიევმა „სადღაც თავის სახლში ერთპიროვნულად ჩაატარა“, სოფ. მოშნას ტერიტორიული გაერთიანებისა და სოფ. მოშნას გაერთიანებული ტერიტორიული საზოგადოების უფროსის ბოგდან შკარბუტას გარეშე, „რელიგიური გაერთიანების კრება მეუ-ს დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ“. ყოველგვარი უფლებამოსილების, წესდების, მრევლის ბეჭდის გარეშე ნიკოლოზ ევგენიევმა თავისი ოჯახური კრების ოქმები გადასცა სახრეგისტრირების ორგანოებს. ხოლო 2024 წლის 4 აპრილს სახელმწიფო რეგისტრატორმა ევგენი შტრიკმა ცვლილებები შეიტანა უკრაინის მეწარმეთა ორგანიზაციის ერთიან სახელმწიფო რეესტრში ფერიცვალების რელიგიურ გაერთიანებასთან დაკავშირებით, უკანონოდ შეცვალა სახელწოდება, შეცვალა ხელმძღვანელი და რელიგიური გაერთიანების დამფუძნებელი. „ახლა კი მხოლოდ ის დარჩა, რომ დავეწიოთ ჯოხებიან და კუთხსახეხიან მებრძოლებს, ვცემოთ და ქუჩაში გავაგდოთ მრევლი, ხოლო ულამაზესი ისტორიული ვორონცოვისეული ეკლესია მეუ-ს გადავცეთ. „რელიგიური გაერთიანების მორიგი ნებაყოფლობითი გადასვლა“ შედგა!“, - დაწერეს ეპარქიაში.

უმე-ს სამრევლოების სამომავლო ბედი

ჩვენი პირობითი კლასიფიკაციის ბოლო ორი კატეგორია ყველაზე გავრცელებულია, ეს არის გაჟღერებული 1500 რიცხვის  80-90%. მიუხედავად იმისა, რომ  ყველა ამ შემთხვევაში მრევლი კარგავს თავის ტაძარს, კარგავს რეგისტრაციას როგორც უმე-ს მრევლი, მაგრამ ის მაინც რჩება როგორც მრევლი. მათ, ვისაც უხარიათ, რომ ამ  მრევლს წაართვეს ტაძარი, არ ესმით ერთი ფუნდამენტური ქრისტიანული ჭეშმარიტება: ეკლესია არ არის შენობები და მით უმეტეს არც სახელმწიფო რეგისტრაციის დოკუმენტები. ეკლესია ქრისტეს სხეულია, სულიწმინდით გაერთიანებული ადამიანები. ვინაიდან როგორც ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, ხოლო ყოველი ასო, მათი სიმრავლის მიუხედავად, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც (1 კორ. 12.12), ხოლო თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი - მისი ასონი (1 კორ. 12.27).

და სწორედ ეს მრევლი, ცოცხალი, რეალურად არსებული არსად არ გადადის. ის თავის მღვდელთან ერთად  უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში რჩება, პოულობს რაღაც სხვა შენობას ღვთისმსახურებების ჩასატარებლად. ეს შეიძლება იყოს მიტოვებული მაღაზიები, საწყობები, ვაგონები, ძველი ქოხები და ასე შემდეგ. მორწმუნეები მათ არემონტებენ, ღვთისმსახურებებისთვის მორგებულს ხდიან, ხატებით ალამაზებენ. ზოგჯერ მრევლი ახალი ტაძრის ასაშენებლად თანხის მოგროვებასაც ახერხებს, რა თქმა უნდა, ის ვერ იქნება ისეთი დიდი, როგორიც ძველი იყო, რომელიც მას წაართვეს, მას არ ექნება ისეთი ნათლად გამოხატული საეკლესიო არქიტექტურა, მაგრამ არა უშავს. მრევლი განაგრძობს ცხოვრებას, ის ლოცულობს, საიდუმლოებებს აღასრულებს, ლიტურგიაზე ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარება. ამ მხრივ ყველაფერი ძველებურად რჩება.

მაგალითისთვის მოვიყვანთ პეტრე-პავლეს ეკლესიის ისტორიას ბუჩაში, კიევთან. 2023 წლის 18 დეკემბერს დილის 5 საათზე მეუ-ს რეიდერებმა შეამტვრიეს  პეტრე-პავლეს ეკლესიის კარი ბუჩაში და შიგნით შეიჭრნენ. იმავე დღეს ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტაძარში ჩატარდა მეუ-ს პირველი „ლიტურგია“. უმე-ს მრევლი იძულებული იყო დაეტოვებინა ტაძარი და ღვთისმსახურებების ჩასატარებლად სააქტო დარბაზში გადაინაცვლა, რომელიც მორწმუნეებმა გადააკეთეს.

1500 პრობლემა მეუ-სთვის - სურათი 2

ლიტურგია სააქტო დარბაზში ქ. ბუჩაში. ფოტო: страница архиепископа Ионы в Facebook

ამ ფოტოზე მიტაცებული ტაძრის მრევლი ლოცულობს გოსტომელსკის ეპისკოპოს არკადისთან ერთად. თანაც, თუ საშობაო ნაძვისხით ვიმსჯელებთ, ტაძრის მიტაცებიდან სულ რაღაც რამდენიმე კვირაა გასული. ესე იგი უმე-ს მრევლმა კი არ შეწყვიტა არსებობა, არამედ გააგრძელა ღვთისმსახურება. ამასთან ერთად, უმე-ს მორწმუნეებისთვის წართმეული ტაძარი ცარიელია. 

ასეთ სამრევლოებისა და მათი  წინამძღვრების  შემთხვევებში ერთი საინტერესო კანონზომიერება შეიმჩნევა. ამ ადამიანებმა გაიარეს განსაცდელები, ახლობლების ზიზღი, რომლებსაც არ ესმოდათ მათი, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა ისინი მაინც ქრისტეს და მისი ეკლესიის ერთგულები დარჩნენ, უფრო განმტკიცდნენ რწმენაში და უფრო შეგნებული ქრისტიანები გახდნენ. ამის გაგება და ახსნა შესაძლებელია. მაგრამ შეიმჩნევა კიდევ ერთი სასიხარულო ტენდენცია. ხშირად ტაძრის წართმევისა და რაღაც სხვა შენობაში გადასვლის შემდეგ ღვთისმსახურებებზე უფრო მეტი ხალხი დადის, ვიდრე მანამდე. ეს გასაკვირია: ეკლესიას დევნიან, ის კი მაინც იზრდება. ადამიანები, ვინც მანამდე ეკლესიის მიმართ გულგრილები იყვნენ, ხედავენ, რომ მორწმუნეები იტანჯებიან და განსაცდელებში არიან, მაგრამ ამასთან ერთად ისინი ეკლესიის ერთგულები რჩებიან. ამ ყველაფერმა ბევრი ადამიანი დააფიქრა იმაზე, თუ რა ხდება. რა საგანძურია ეკლესიაში, რომლის გამო შეიძლება დაითმინო დევნა, ცილისწამება, ძალადობა და მსგავსი რაღაცეები? ასეთი ხალხი დევნილ მრევლს უერთდება, სავსებით შეგნებულად და არა რაღაც მოდის ან საზოგადოებრივი აზრის გამო. 1500 მიტაცებული ტაძარი არ ნიშნავს მინუს 1500 სამრევლოს. ეს ხომ ცოცხალი სამრევლოებია უმე-ს წიაღში, მაგრამ უფრო გაერთიანებულები, უფრო შეგნებულები და ხშირად უფრო მრავალრიცხოვანებიც კი.

არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩანს, მაგრამ შემდგომში სულ უფრო და უფრო გამოვლინდება. საქმე ფულს ეხება. თუ ტაძრის მიტაცებამდე მრევლი საკმაოდ დიდ თანხას ახარჯავდა ტაძარს და მის გამშვენიერებას, ხარჯის ეს სტატია მერე გაუქმდა. რა თქმა უნდა, მრევლის ბიუჯეტი ყველა შემთხვევაში ერთ დონეზე არ რჩება, იქ, სადაც პლუს-მინუსებია, ფინანსური ხარჯებისთვის  სხვა მიმართულებები ჩნდება. პირობითად რომ ვთქვათ, ფული, რომელიც ტაძრის შენობაში იდებოდა, ახლა ადამიანებში იდება, ამ სიტყვის ფართო გაგებით. ეს არის მრევლის გაჭირვებულ ადამიანთა დახმარება, მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა, ოპერაციებისთვის თანხების გადახდა და ა.შ. ამ ყველაფრის გამო მრევლი ემსგავსება პირველქრისტიანულ საძმოებს, როგორც ეს მოციქულთა საქმეებში და უძველესი ეკლესიის ისტორიაშია აღწერილი. თავის მხრივ, ღვთისმიერი სიყვარულის ამგვარი ქმედითი გამოვლინება უფრო იზიდავს ადამიანებს, რომლებიც დღევანდელ ქრისტიანებში ქრისტეს ჭეშმარიტ მოწაფეებს ხედავენ.  

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვერ აღვიქვამთ ისე, რომ ტაძრების მიტაცება უმე-სთვის წყალობა იყოს. სულაც არა. ეს ყველაფერი ძალზე მძიმეა და ბევრი მორწმუნე ითრგუნება თანამედროვე განსაცდელთა წნეხის ქვეშ. მაგრამ ღმერთი ადამიანებს ხშირად სწორედ შეჭირვების გზით შთააგონებს. განსაცდელებით ადამიანები სრულყოფილებისკენ და სულიერი ზრდისკენ მიდიან. გავიხსენოთ ისტორია მოციქულთა საქმეებიდან, როდესაც იერუსალიმის ქრისტიანთა, ჯერ კიდევ მოციქულთა სამრევლოს, ყველაზე პირველი დევნა მოხდა და როდესაც მოკლეს პირველმოწამე არქიდიაკონი სტეფანე. ეს იყო ბოროტება. მაგრამ როდესაც მოციქულებმა დატოვეს იერუსალიმი და სხვადასხვა ადგილებში გაიფანტნენ, მათ სასიხარულო ამბავი აუწყეს სხვა ქალაქებს და სხვა ხალხებს. ეს კი სიკეთე იყო.

მიტაცებული ტაძრების შემდგომი ბედი

და რა რჩება მეუ-ს? მას რჩება ტაძრის შენობა, რომელსაც ჭირდება მოვლა, გათბობა, რემონტი და ასე შემდეგ. იქ უნდა ჩატარდეს ღვთისმსახურებები, ამისთვის კი არც მღვდლები და არც გუნდები არ არის. მას აქვს ფორმალური რეგისტრაცია სახრეესტრში და არ აქვს რეალური სამრევლო ცხოვრება. მათთვის, ვინც აყალბებდა დოკუმენტებს, ცინიკურად ცრუობდა, ცილს სწამებდა, ინტრიგებს ხლართავდა, ცემდა მორწმუნეებს, მათთვის ლიტურგია, ლოცვა და საეკლესიო საიდუმლოებები არანაირ ღირებულებებს  არ წარმოადგენს. თავიანთ „რელიგიურ“ უნარებს ისინი ერთჯერადად ავლენენ ტაძრის მიტაცების მომენტში, დანარჩენი კი მათ არ ადარდებთ. გამოდის, რომ ის ადამიანები, ვინც აქტიურად იბრძოდა მეუ-ში გადასვლისთვის, შედიან ტაძარში უშუალოდ მიტაცების შემდეგ და მერე ისინი იქ აღარ ჩნდებიან. მეუ-ში „მღვდლები“ არ ყოფნით და ახალი, ჩვეულებრივ ძალზე მცირერიცხოვანი მრევლი აღმოჩნდება სიტუაციაში, როდესაც „მღვდელი“ მოდის იშვიათად, თითქმის არ ატარებს ლიტურგიებს, მხოლოდ მოკლე პარაკლისებით შემოიფარგლება. შესაბამისად, ეკლესიაში სიარულის მოტივაცია ეცემა და მალევე დგება დრო, როდესაც ტაძარი დაცარიელებული და უფუნქციო აღმოჩნდება.

ისმის კითხვა მეუ-ს წარმომადგენლისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კურატორთა მიმართ: რაში გჭირდებათ ცარიელი ტაძრები? რაში უნდა გამოიყენოთ ისინი? პასუხის გაგება შესაძლებელია, მაგალითად, სრულიად ახალი ამბიდან: რომის კათოლიკე არქიეპისკოპოსმა უილიამ ლორიმ ბალტიმორიდან, შტატი მერილენდი, აშშ, მრევლში ხალხის რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით (100-ჯერ უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში) მიიღო გადაწყვეტილება შეამციროს სამრევლოთა რიცხვი 61-დან 21-მდე, ხოლო ტაძრების რაოდენობა - 59-დან 26-მდე. იგივე ელოდება მეუ-საც და არანაირი სახელმწიფო მხარდაჭერა აქ არ შველის.

ამიტომ, ამ სტატიის სათაურში გამოტანილ კითხვაზე პასუხის გასაცემად ვამბობთ: 1500 მიტაცებული ტაძარი არც ბევრი და არც ცოტაა, ეს არის რიცხვი, რომელიც აჩვენებს, თუ  ტაძრის რამდენ შენობას უნდა მიხედოს მეუ-მ კიდევ დამატებით.

ხოლო უმე-ს მორწმუნეთა რაოდენობა კი არ იკლებს, არამედ იზრდება კიდევაც, ისევე, როგორც იზრდება ბერად აღკვეცის, ხელდასხმის და ახალ  ტრაპეზთა კურთხევის რიცხვი, სადაც ტარდება ევქარისტიის საიდუმლო. ეს კი ნიშნავს, რომ ქრისტეს სიტყვები: „ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას“ (მთ. 16, 18) კიდევ ერთხელ დასტურდება ეკლესიის ისტორიაში.

 

კირილე ალექსანდროვი

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ